მანუელი უარყოფს, მაგრამ ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს - 2012 წლის ზაფხულში ბუნდესმეკარე უკვე უფასო იქნება
„ბილდის“ ინფორმაციით, მანუელ ნოიერმა „შალკეს“ ხელმძღვანელებს უთხრა, რომ გელზენკირხენულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს, არსებულ ხელშეკრულებას კი ვადა 2012 წლის ივნისში გასდის. ამავდროულად, გერმანიაში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ დიდი შანსია, ნოიერს მიუნხენის „ბაიერნისთვის“ სიტყვა ჰქონდეს მიცმული, ან სულაც წინასწარი კონტრაქტი ჰქონდეს გაფორმებული.

თვითონ მანუელი ამას უარყოფს, ჩემი კონტრაქტის შესახებ ახალი არაფერიაო და ამას ამბობს „შალკეს“ მენეჯერი ჰორსტ ჰელდტიც. ეს უკანასკნელი გამორიცხავს იმას, რომ ნოიერს „ბაიერნთან“ წინასწარი კონტრაქტი ჰქონდეს გაფორმებული. გერმანიის ნაკრების მეკარესთან შეთანხმებას უარყოფენ მიუნხენშიც: „ბაიერნის“ მენეჯერ კრისტიან ნერლინგერის თქმით, მანუელს რეკორდმაისტერისთვის არც სიტყვიერი პირობა მიუცია.

მიუნხენური გრანდის შეფებს ნოიერთან ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების უფლება არც აქვთ, რადგან მანუელი „შალკეს“ საკუთრებაა და მასთან მხოლოდ მას მერე ექნებათ მოლაპარაკებების დაწყების უფლება, როცა „შალკეს“ მოურიგდებიან ან მას მერე, როცა ნოიერი თავისუფალი აგენტი გახდება. გერმანიის საფეხბურთო კავშირის კოდექსის მიხედვით, კლუბს ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყება კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვით ადრე შეუძლია, ან პირველ რიგში კლუბს უნდა შეუთანხმდეს სატრანსფერო თანხაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოს მოთამაშეს. არსებობს გამონაკლისიც და ამ შემთხვევაში, „შალკემ“ „ბაიერნს“ ნოიერთან მოლაპარაკებების ნება უნდა დართოს.

ჩვენი გერმანელი კოლეგებიც სწორედ ამას ვარაუდობენ. მათი აზრით, ნოიერი დიდი ხანია, „ბაიერნს“ მოურიგდა და ეს „შალკეს“ ხელმძღვანელებისთვის გვერდის ავლით არ გაუკეთებია. ეჭვებს ისიც აღრმავებს, რომ რეკორდმაისტერის შეფები ჯიუტად ამბობენ, მანუელის ყიდვა გვინდაო – მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნის“ ფანების დიდი ნაწილი ტრანსფერის კატეგორიული წინააღმდეგია. „ბილდის“ ვარაუდით, ული ჰიონესი იმიტომაც აგრძელებს ნოიერზე ღიად საუბარს, რომ ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ „შალკეს“ ნოიერის სანაცვლოდ ფულის მიღება მხოლოდ ზაფხულშიღა შეუძლია, რადგან 2012 წლის ზაფხულში ბუნდესმეკარე უკვე უფასო იქნება. მანუელ ნოიერი 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა