ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩაკვეტაძის დაბრუნება

ჩაკვეტაძის დაბრუნება

გასულ კვირას საჩოგბურთო სამყაროში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა

გასულ კვირას საჩოგბურთო სამყაროში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - ყაზახეთის წარმომადგენელმა პირველად ისტორიაში ATP-ის ტურნირი მოიგო.

ჰამბურგის ტურნირს საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს. თავის დროზე, აქ გაუმარჯვიათ ივან ლენდლს, გუსტავო კუერტენს, მარსელო რიოსს, როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს. შეჯიბრი დიდი ხანი "მასტერსის" სერიაში შედიოდა და როლან გაროსამდე ორი კვირით ადრე ტარდებოდა. მაგრამ 2009 წლიდან ტურნირის სტატუსი დასწიეს და ივლისის შუაში გადაიტანეს.

პირველ ნომრად შარშანდელი ჩემპიონი ნიკოლაი დავიდენკო იყო განთესილი, რომლის მთავარი მეტოქეები - ესპანელი დავიდ ფერერი და ფრანგი გაელ მონფილსი უნდა გამხდარიყვნენ, მაგრამ ამ დუეტმა ტრავმის გამო უარი თქვა გერმანიაში ჩასვლაზე. ცნობილია, რომ ბოლო დროს დავიდენკო შორს არის ოპტიმალური სპორტული ფორმისგან, რაც ამ ტურნირზეც დამტკიცდა. რუსმა მერვედფინალში ვერაფერი მოუხერხა ანდრეი გოლუბევის უძლიერეს დარტყმებს და ორ სეტში დამარცხდა. რუსეთში დაბადებულმა, მაგრამ ყაზახეთის სახელით მოთამაშე გოლუბევმა შემდეგ მატჩებშიც დაამტკიცა, რომ დავიდენკოს დამარცხება შემთხვევითი არ ყოფილა. 23 წლის ჩოგბურთელმა ფინალში ისე გააღწია, რომ მეტოქეებისთვის სეტი არ დაუთმია. ეს იყო ყაზახის მეორე ფინალი პროფესიულ ტურში - 2009 წელს მან ენდი მიურეისთან წააგო სანკტ-პეტერბურგის ტურნირის გადამწყვეტი მატჩი.

ბადის მეორე მხარეს ასევე დამაჯერებლად ითამაშა როლან გაროსის ნახევარფინალისტმა იურგენ მელცერმა. გოლუბევის მსგავსად მასაც არ წაუგია სეტი და მეტნაკლებად დაძაბული ბრძოლა მხოლოდ ფრანგმა ჟერემი შარდიმ გაუმართა.

მელცერისთვის ეს იყო მეცხრე ფინალი კარიერაში. წინა რვა შემთხვევაში მან მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვა. ფინალის პირველი პარტია თანაბარ ბრძოლში წარიმართა და მეტოქეებს პრაქტიკულად არ ჰქონიათ ერთმანეთის მოწოდების აღების შანსი. მხოლოდ სეტის ბოლოს მიიღო ყაზახმა ბრეიკის შანსი და ის ხელიდან არ გაუშვა, შემდეგ კი სეტზე ჩააწოდა. მეორე სეტში მელცერის უპირატესობა აშკარა იყო - ის გოლუბევის თითქმის ყველა გეიმზე ბრეიკ-პოინტს იღებდა, მაგრამ მეტოქე სასწაულებრივ გადაურჩა წაგებას, პარტიის ბოლოს კი ისევ ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.

სხვათა შორის, ყაზახეთისთვის ეს ისტორიალი გამარჯვებაა, რადგან აქამდე ამ ქვეყნის არც ერთ წარმომადგენელს არ მოეგო ATP-ის ტურნირი. ბოლო დროს ბევრი რუსი ჩოგბურთელი გადავიდა ყაზახეთში და ახლა ამ პროექტს შედეგი მოაქვს. შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში ასევე ყოფილმა რუსმა იაროსლავა შვედოვამ ყაზახეთს უიმბლდონის ტიტული მოუტანა წყვილთა თანრიგში, 2009 წელს კი ამ გოგონამ ინდონეზიაში მოიგო WTA-ის პირველი ტიტული.

ჰამბურგის პარალელურად ატლანტაში დაიწყო ამერიკული ტურნირების სერია. ჯორჯიას შტატში ჩოგბურთი ცხრაწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა და ადგილობრივმა პუბლიკამ ყველა თავისი საყვარელი ჩოგბურთელი იხილა საქმეში. ბოლო მომენტში ენდი როდიკმაც მოისურვა ატლანტაში თამაში და მას უაილდქარდი გამოუყვეს.

თუმცა თავგადაპარსულმა ენდიმ პირველივე მატჩებში ცუდი მზადყოფნა აჩვენა - რამმა და მალისემ მას თითო სეტი აართვეს, მარდი ფიში კი უფრო შორს წავიდა და ნახევარფინალში ორი სეტი მოუგო ამერიკული ჩოგბურთის ლიდერს.

მეორე ფინალისტი გახდა ადამიანი-რეკორდი ჯონ ისნერი, რომელმაც არც ამჯერად უღალატა ჩვეულებას და პირველ წრეში პატარა მარათონი მოაწყო ჟილ მიულერთან - 4:6, 7:6(6), 7:6(7). კიდევ კარგი, ბოლო სეტში ტაი-ბრეიკი გათამაშდა, თორემ ამერიკელი მხოლოდ 33 ეისით არ შემოიფარგლებოდა.

დანარჩენი მატჩები ისნერმა იოლად მოიგო და ფინალში ფიშს დაუპირისპირდა. გადამწყვეტმა შეხვედრამ გაამართლა მაყურებელთა იმედები. შეხვედრის პირველ ნაწილში ჯონი უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ შემდეგ დაღლა დაეტყო. მეტოქეებმა სეტები გაცვალეს, გადამწყვეტ პარტიაში - ბრეიკები და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. აქ კი უფრო იღბლიანი ფიში აღმოჩნდა, რომელმაც ბოლო თვეში მეორე ტურნირი მოიგო - უფრო ადრე მან ნიუპორტში იზეიმა გამარჯვება.

ასევე ორი ტურნირი გაიმართა ქალებს შორის და აქაც მოხდა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა - რუსმა ანა ჩაკვეტაძემ 2008 წლის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო და WTA-ის რეიტინგის საუკეთესო ასეულში დაბრუნდა.

ანას უიღბლო სერია 2008 წლის აგვისტოდან დაიწყო, როცა მან ნიუ ჰევენის ტურნირის ფინალში ითამაშა და დანიელ კაროლინ ვოზნიაცკისთან წააგო. აქედან მოყოლებული, ჩაკვეტაძე ნელნელა კარგავდა თავის ძალასა და ოსტატობას და საბოლოოდ, საშუალო დონის ჩოგბურთელად ჩამოყალიბდა. შედეგად, 2004 წლის შემდეგ პირველად რუსი საუკეთესო ასეულის მიღმა აღმოჩნდა.

და აი, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი გარღვევა პორტოროჟის ტურნირს დაემთხვა. სლოვენიაში მთავარი ფავორიტი სერბი ელენა იანკოვიჩი იყო, სხვა მხრივ, მონაწილეთა შემადგენლობა საშუალო დონისა გახლდათ. იანკოვიჩს არ გაუმართლა - მეოთხედფინალში ბელარუს ანასტასია იაკიმოვასთან მესამე სეტი ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

სლოვენიური ტურნირის ძირითად ბადეში რვა რუსი ჩოგბურთელი იყო და იანკოვიჩის გავარდნის შემდეგ ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ფინალში ამ ქვეყნის დერბი უნდა შემდგარიყო, მაგრამ რუსების გეგმებს ხელი შვედმა იოჰანა ლარსონმა შეუშალა, რომელმაც ნახევარფინალში ანასტასია პავლიუჩენკოვას მოუგო - 6:3, 6:2. მეორე ნახევარფინალში ჩაკვეტაძემ ბეწვის ხიდზე გაიარა - მესამე სეტში მისი მეტოქე ვერა დუშევინა ბრეიკით იგებდა, მატჩზე აწვდიდა და ორი მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ ანამ ორივე საფრთხე მოიგერია, ბრეიკი გააკეთა და ბოლო კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება - 7:5.

ფინალმა მთლიანად ჩაკვეტაძის უპირატესობით ჩაიარა. მატჩი დანიშნულ დროზე ორი საათით გვიან დაიწყო, რისი მიზეზიც წვიმა იყო. სხვათა შორის, ანას კარიერაში რვიდან შვიდი ფინალი ჰქონდა მოგებული და დიდოსტატური პროცენტული მაჩვენებელი შეინარჩუნა. შვედმა პირველ სეტში მხოლოდ ერთი გეიმი აიღო თავის მოწოდებაზე, რის შემდეგაც ჩაკვეტაძემ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო. მეორე პარტიაში ბევრი არაფერი შეცვლილა, თუმცა სეტის დასაწყისი დაძაბული გამოვიდა - ორი გეიმის ჩატარებას 10 წუთზე მეტი დრო დასჭირდა. საბოლოოდ, ორივე ანამ მოიგო და 2:1 დაწინაურდა. მეორე ბრეიკის აღებაში რუსს მეტოქე დაეხმარა - 30:40-ზე ორმაგი შეცდომა დაუშვა. ჩაკვეტაძეს მხოლოდ ერთხელ გაუჭირდა, როცა მატჩზე ჩაწოდებისას ლარსონმა სამი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. თუმცა ანამ ზედიზედ ხუთი გათამაშების აღებით სეტი და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა და ორწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო.

ავსტრიის ქალაქ ბად-გაშტეინში კი ქალების ტურში სათიხნარო სეზონი დასრულდა. ტურნირის გმირი გერმანელი იულია გიორჯესი აღმოჩნდა, რომელმაც მთელი დისტანციის განმავლობაში მხოლოდ ორი სეტი წააგო - კლარა ზაკოპალოვასთან და ანასტასია პივოვაროვასთან მატჩებში. გერმანელის წარმატება უფრო მეტად ფასობს იმის გათვალისწინებით, რომ წვიმის გამო იულიამ ვერ მოასწრო შაბათს ნახევარფინალის ჩატარება და კვირას ორჯერ მოუხდა კორტზე გასვლა. ჯერ ფინალში გასასვლელად სძლია ფრანგ ალიზ კორნეს, გადამწყვეტ მატჩში კი შვეიცარიელ ტიმეა ბაშჩინსკის აჯობა. ორივე შეხვედრა გერმანელის სასარგებლოდ ერთნაირი ანგარიშით - 6:1, 6:4 დასრულდა. 21 წლის გიორჯესისთვის ეს იყო პირველი ტიტული კარიერაში.

ATP

Atlanta Tennis Championships

ატლანტა (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 531 000 დოლარი

ფინალი

მარდი ფიში (აშშ, 6)-ჯონ ისნერი (აშშ, 2) 4:6, 6:4, 7:6(3).

German Open

ჰამბურგი (გერმანია). თიხნარი

საპრიზო ფონდი: 1 291 000 დოლარი

ფინალი

ანდრეი გოლუბევი (ყაზ)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 3) 6:3, 7:5.

WTA

Slovenia Open

პორტოროჟი (სლოვენია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ანა ჩაკვეტაძე (რუს)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:1, 6:2.

Nტrnberger Gastein Ladies

ბად-გაშტეინი (ავსტრია). თიხნარი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

იულია გორჯესი (გერ)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 2) 6:1, 6:4.

სპორტული გაზეთი ლელო

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!