საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი ჯგუფი 7 თებერვალს, ადგილობრივი დროით 17 საათზე ჩაფრინდა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში.

სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან, პირველ ვიცე-პრეზიდენტ ელგუჯა ბერიშვილთან, გენერალურ მდივან ემზარ ზენაიშვილთან და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მარიამ გიორგობიანთან ერთად იმგზავრეს სამთო-მოთხილამურეებმა - ნინო წიკლაურმა და იასონ აბრამაშვილმა, მათმა მწვრთნელებმა - ფრანჩესკო ზანკოლომ და ვალტერ ჰუბმანმა, აგრეთვე, გაზეთ "ლელოს" საპატიო რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ.

ჩვენს ოლიმპიელებს აეროპორტში დახვდნენ საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ოლიმპიურ სოფელში მამუკა ხაბარელი, მისი მოადგილე რუსუდან აფციაური, საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეაში ოთარ ბერძენიშვილი და მრჩეველი დავით ჩიკვაიძე.

სააკრედიტაციო პროცედურის გავლის შემდეგ ოლიმპიელები მწვრთნელებთან ერთად გაემგზავრნენ პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში, დელეგაციის დანარჩენი წევრები კი - მათთვის განკუთვნილ სასტუმროებში დაბინავდნენ.

დღესვე, ოდნავ მოგვიანებით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში ჩავიდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

მოკლედ, ოფიციალური დელეგაციის წევრები, გარდა მოციგურავე მორის ყვითელაშვილისა და მისი მწვრთნელისა, აგრეთვე, სათხილამურო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ კოსტავასი, უკვე კორეაში არიან.

9 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალზე, ჩვენი დელეგაციის მედროშე სწორედ მორის ყვითელაშვილი იქნება, რომელმაც ქართველთაგან პირველმა მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია.

რაც შეეხება მოციგავე გიორგი სოღოიანს, ის რამდენიმე დღეა პიონჩანგში იმყოფება, ვარჯიშობს და ოლიმპიური სტარტისთვის ემზადება. ჩვენი სპორტსმენებიდან ოლიმპიურ სარბიელზე პირველი სწორედ სოღოიანი გავა და ეს 11 თებერვალს მოხდება.

დღეს, 8 თებერვალს, ადგილობრივი დროით 11:00 (ჩვენი დროით 16:00) საათზე პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში გაიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია.

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ განვლილი სეზონი შეაჯამა
მიხეილ გიორგაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა შოთა ხაბარელის აღმასკომიდან შესაძლო გარიცხვაზე კომენტარი გააკეთეს
ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ჯუნიორ NBA-ს კენჭისყრა გაიმართა
ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დღეს გაიხსნება
"დავით ქევხიშვილი დღესვე გადამდგარი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც მას აჩერებს"
რიო 2016. მედლების რეიტინგი: საქართველომ ოლიმპიადა 38-ე ადგილზე დაასრულა
ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გაცილება ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე