აბესაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებულები საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას აღიარებენ
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული მწვრთნელები - ვაჟა კვარაცხელია, თემურ დათიკაშვილი და მსაჯი ზაზა მაჩალაძე დანაშაულის აღიარებას გეგმავენ, თუმცა ბრალთან დაკავშირებით გამოძიებასთან პრეტენზიები აქვთ.

კერძოდ, როგორც "ინტერპრესნიუსს" საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას და ამავე კლუბის თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს გამოძიება ამჟამად კომერციულ მოსყიდვას ედავება, თუმცა, ადვოკატის თქმით, ბრალი პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს.

აბესაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებულები საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას აღიარებენ და სადავოდ არ ხდიან. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციას დაცვის მხარე 8 თებერვალს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე გააჟღერებს.

თავის მხრივ, დანაშაულის აღიარებას გეგმავს ასევე გარიგებულ მატჩებში ბრალდებული მსაჯი ზაზა მაჩალაძეც.

გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები - ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე, საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა - ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

წყარო: interpressnews.ge

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
მიხეილ გიორგაძე მწვრთნელების და მსაჯების დაკავებაზე - ყოველთვის შეურიგებელნი ვიქნებით ასეთ ფაქტებთან მიმართებაში
გარიგებული მატჩების ბრალდებით დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
ანატოლი ბოისა: მე პირადად თავდებში ვუდგებოდი ზაზა მაჩალაძეს, რომ არსად მიიმალებოდა
4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული მწვრთნელი: ბოდიში ყველას, ვისაც იმედი გავუცრუე
სასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."
"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"
სუს-მა ჩაწყობილი თამაშების საქმეზე "სოხუმის" პრეზიდენტი და კიდევ 4 პირი დააკავა [VIDEO]
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს
საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” დაკავებული მწვრთნელი - შევცდით ქართული კალათბურთის ინტერესებისთვის
"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"