მიმდინარე წლის 8 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს. ამ წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 22 იანვარს საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ სფფ-ს მიმართა განცხადებით საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგაში ჩვენი კლუბის წარმომადგენელი გუნდის დაშვების შესახებ.

საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ უკვე განაცხადა თანხმობა 2018 წლის სეზონში U15 და U17 გუნდების ასაკობრივ ტურნირებში მონაწილეობაზე. ამასთან, თქვენი მხრიდან მოხდა შემოთავაზება U19 გუნდის ასაკობრივ ტურნირში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რეგიონალურ ლიგაში მონაწილე 40 გუნდიდან ერთ-ერთმა, კერძოდ, თბილისის “ლოკომოტივი-2”-მა უარი განაცხადა რეგიონალურ ლიგის 2018 წლის გათამაშებაში მონაწილეობაზე, რის შედეგადაც ლიგაში გაჩნდა ერთი ვაკანტური ადგილი.

ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილი მცირე დროის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ჩემპიონატში რეინტეგრაცია მოხდეს უმტკივნეულოდ და მაქსიმალურად სწრაფად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 18-20 წლის მოზარდებით დაკომპლექტებულმა ჩვენმა გუნდმა სწორედ ამ საფეხურიდან გადადგას პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები.

როგორც იცით, საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ გახლავთ საქართველოს 2-გზის ჩემპიონი, ერთხელ ეროვნული თასისა და 2-ჯერ სუპერთასის მფლობელი. ჩვენი კლუბი ფლობს გამართულ ინფრასტრუქტურას: 2 საწვრთნელი ბაზა (ზესტაფონსა და თბილისში) და უეფას მეორე კატეგორიის მქონე სტადიონი ზესტაფონში. შესაბამისად, კლუბი აკმაყოფილებს ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენს მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებისა და ჩვენი კლუბის 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდის შემდგომი განვითარების პროცესის ხელშესაწყობად, აგრეთვე, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ეროვნულ ჩემპიონატში რეინტეგრაციისათვის, გთხოვთ გამონაკლისის სახით დაუშვათ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ რეგიონალური ლიგის 2018 წლის გათამაშებაში საასპარეზოდ.

ჩვენი მხრივ, მოგახსენებთ, რომ რეგიონალურ ლიგაში დაშვების შემთხვევაში, ფონდის დაფინანსების გარდა, კლუბში მოზიდული იქნება დამატებითი ფინანსური სახსრები, რის შესახებ შეთანხმებაც სადღეისოდ უკვე მიღწეულია ინვესტორთან", - ნათქვამია წერილში.

მომზადებულია Fczestafoni.ge-ს მიხედვით

Jango
იგივე მეოთხე ლიგაა, არაა პროფესიონალური. http://gff.ge/ka/Home/Schedule/58 პროფესიონალურია 1,2,3 ლიგები და სანამ ამ ლიგებში მონაწილე ყველა კლუბი არ იქნება კერძო და არასაბიუჯეტო, მანამ ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება!
Player
თუ შეგიძლიათ, ვინმემ ამიხსენით! რას ნიშნავს რეგიონალური ლიგა??
Bch
უბრალოდ რო დაფიქრდე რა კრიტერიუმი შეიძლება ვერ დააკმაყოფილოს გუნდმა ერთი აზრი მომდის თავში, ფედერაციას არ ემონება.
Fani
Kobiashvili martalia aseve kokaia sinamdvileshi orive ityueba sxva ra axsna aq am yvelafers..
ვასილიჩი
რად გინდა წერილი და მიმართვა? იმას იტყვიან მაინც რომ კოკაია არაა ევრაზიაში და ამის გამო ვერ დავუშვებთო. სუფთა ბოღმა ყოფილა ეს კობიაშვილი
ჰიუზ
ზესტაფონის დაბრუნება ჩემპიონატის დონეს აამაღლებს. ულაპარაკოდ უნდა დაუშვან გუნდი რეგიონლიგაში.
dadu
რეგიონალური ლიგის კიარა ეროვნული ლიგა 1-ში რამდენიმე თუ იქნება ზესტაფონის დონის გუნდი
1
ზესტაფონი თუ რეგიონალური ლიგის მოთხოვნებს არ აკმაყოფილეს მაშინ გერმანიის ჩემპიონატზე უკეთესი ჩემპიონატი უნდა გვქონდეს :)
სოსო
1979 წელს იყო თუ არ მეშლება.ტაშკენტის პახტაკორის გუნდი ავია კატასტროფაში რომ დაიღუპა,სასწრაფოდ შეაკოწიწეს ახალი გუნდი და მან გააგრძელა ჩემპიონატში გამოსვლა.გუნდი რა თქმა უნდა მზად არ იყო უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ,მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯი,პახტაკორს მგონი სამი წლით დაუბევა ადგილი უმაღლეს ლიგაში,რომ ადგილობრივი კადრები გაეზარდათ და შეევსოთ გუნდი.სხვთა შორის ამ კატასტროფიდან პირველი ოფიციალური თამაში პახტაკორს ჩვენს დინამოსთან მოუწია და დინამოელებმაც,მიუხედავად იმისა,რომ ოქროსთვის იბრძოდნენ და ყოველ ქულას მართლაც ოქროს ფასი ჰქონდა,უდრტვინველად დაუთმეს მეტოქეს გამარჯვება,აი მომდევნო ტურში კი მოსკოვის სპარტაკმა, 3-0 მოუგო პახტაკორს და წინ გაიჭრა. ვფიქრობ ზესტაფონსაც გვერდით უნდა დაუდგეს ფედერაცია,ეს ხომ ძალიან დიდი მოთხოვნა არ არის და საქმისთვისაც ასე აჯობებს.საერთო საქმისათვის.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო