როცა პსჟ-ს ფეხბურთელები შაბათს ტულუზის "მუნისიპალზე" ჩამწკრივდებიან, გონებით ისინი ოთხი დღის შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართავ მატჩზე იქნებიან
როცა პსჟ-ს ფეხბურთელები შაბათს ტულუზის "მუნისიპალზე" ჩამწკრივდებიან, გონებით ისინი ოთხი დღის შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართავ მატჩზე იქნებიან და, შესაძლოა, ფეხებსაც მოუფრთხილდნენ, მით უფრო, რომ საფრანგეთის ლიგა 1 ფაქტობრივად მოგებულია - უნაი ემერის გუნდი 11 ქულით უსწრებს "მარსელს", 12-ით "მონაკოს", ხოლო "ლიონს" - 14-ით.

აი, "ტულუზი" კი გასავარდნ ზონას 2 ქულით, პლეი აუთს კი სულ რაღაც ქულით უსწრებს და დასაკარგი არაფერი აქვს. ტრავმები პარიზელთა ტრიოს აწუხებს - ადრიენ რაბიოს, იულიან დრაქსლერსა და ტიაგო მოტას.

აქედან, გერმანელსა და იტალიელს ტულუზში ველით, ახალგაზრდა ფრანგს კი, სავარაუდოდ, არა. მასპინძლებს არ ეყოლებათ ბრაზილიელი სომალია.

ამ გუნდების შეხვედრა პირველ წრეში ნეიმარის დებიუტს დაემთხვა "პარკ დე პრენსზე" პსჟ-ს მაისურით. ბრაზილიელმა დებიუტი დუბლით აღნიშნა, ხოლო პსჟ-მ 6:2 გაანადგურა მეტოქე.

მიუხედავად იმისა, რომ "სენტ ეტიენი" ცხრილის შუაშია გაჭედილი, "მწვანეების" დაპირისპირება "მარსელთან" უდიდეს ინტერესს იწვევს. ჩემპიონი "მონაკო" "ანჟერს" სტუმრობს", ხოლო ტურს დააგვირგვინებს "ლიონის" დაპირისპირება "რენთან".

ფაქტები

პსჟ-ს ლიგა 1-ის ბოლო 24 მატჩიდან 20-ში თითოეულში სულ მცირე, ორი გოლი აქვს გატანილი.

როცა პსჟ ბოლოს "ტულუზს" ესტუმრა "მუნისიპალზე" 0:2 დამარცხდა (2016 წ).

"მარსელმა" ბოლო 6 ტურში თამაშში 2 გოლი მაინც გაიტანა, აქედან კლუბმა 5 მატჩი მოიგო.

"ანჟერმა" ბოლო სამი საშინაო მატჩი მოიგო.

"ლიონმა ბოლო 13 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგო. "რენის" საგარეო მატჩებში ტრადიციულად ბევრი გოლი გადის.

ლიგა 1. XXV ტური

პარასკევი, 9 თებერვალი

სენტ ეტიენი-მარსელი 2:2

გოლები: 0:1 ფლორიან ტაივუნი (4), 1:1 კევინ მონეტ-პაკეტი (9), 1:2 მორგან სენსონი (20), 2:2 რობერტ ბერიჩი (75)

შაბათი, 10 თებერვალი

ტულუზი-პსჟ 20:00

ანჟერი-მონაკო 23:00

ბორდო-ამიენი 23:00

დიჟონი-ნიცა 23:00

გენგამი-კაენი 23:00

მეცი-მონპელიე 23:00

კვირა, 11 თებერვალი

სტრასბური-ტრუა 18:00

ნანტი-ლილი 20:00

ლიონი-რენი 23:59

ბომბარდირები: 21 - ედინსონ კავანი (პსჟ), 18 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 14 - მარიანო დიასი (ლიონი);13 - მარიო ბალოტელი (ნიცა), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
[VIDEOS] მსგავსს იშვიათად ნახავთ - გენდუზიმ "ლიონის" ფეხბურთელები და ფანები ჭკუიდან გადაიყვანა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა