„ევერტონის“ ამერიკელი მეკარე ტიმ ჰოვარდი დარწმუნებულია, რომ მისი კლუბი ყველა ღონეს იხმარს, რათა 23 წლის ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი რამენაირად შეინარჩუნოს

„ევერტონის“ ამერიკელი მეკარე ტიმ ჰოვარდი დარწმუნებულია, რომ მისი კლუბი ყველა ღონეს იხმარს, რათა 23 წლის ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი რამენაირად შეინარჩუნოს. საქმე ის გახლავთ, რომ ფელაინით, ბოლო დროს, ძალიან ბევრი ევროპული კლუბი დაინტერესდა. ცოტა ხნის წინ „ევერტონის“ მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ ნახევარმცველთან კონტრაქტის განახლებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, მაგრამ მოვლენები სხვადასხვანაირად შეიძლება განვითარდეს.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში ფელაინი ვეღარ ითამაშებს — კოჭი სტკივა. მისი გადაბირებით დაინტერესებული გუნდების რაოდენობა კი მართლაც შთამბეჭდავია. როგორც ამბობენ, მათ შორის ყველაზე სახელგანთქმული მიუნხენის „ბაიერნია“. ჰოვარდმა თქვა:

„მარუანი დაშავებულია და „ევერტონს“ ეს ძალიან ეტყობა. თან მას ბედიც არ სწყალობს — შარშან მძიმე ტრავმა ჰქონდა და წლეულსაც იგივე განმეორდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მას არ გავყიდით, რამდენიმეწლიან კონტრაქტს გავუფორმებთ და ზაფხულის შემდეგ კარგად გამოჯანმრთელებული და დასვენებული ძველებური ენერგიით შეუდგება საქმეს“.

გასული სამი ზაფხულის განმავლობაში „ევერტონი“ სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობდა. არადა, ბევრი ამტკიცებდა, რომ ამ გუნდის გაძლიერების ერთადერთი გზა რომელიმე ძვირადღირებული ფეხბურთელის გაყიდვა და მის ნაცვლად რამდენიმეს ახლის ყიდვა იყო. და რასაკვირველია, როდესაც ლაპარაკია ძვირადღირებულ ევერტონელზე, უპირველეს ყოვლისა ფელაინი იგულისხმება.

ჰოვარდი იმედოვნებს, რომ „გუდისონ პარკზე“ ახალი სახეები ფელაინის ხარჯზე არ გამოჩნდებიან, თუმცა ის, რომ ახალი სისხლი საჭიროა, ამერიკელს სადავოდ არ მიაჩნია.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა