ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბუნდესლიგა. XXII ტური: მარკო როისის დაბრუნება 259 დღის შემდეგ [VIDEO]

ბუნდესლიგა. XXII ტური: მარკო როისის დაბრუნება 259 დღის შემდეგ [VIDEO]

"დორტმუნდის" შემადგენლობაში მორიგი ტრავმის შემდეგ მარკო როისი დაბრუნდა
"დორტმუნდის" შემადგენლობაში მორიგი ტრავმის შემდეგ მარკო როისი დაბრუნდა, რომელიც 259 დღე ვერ ახერხებდა მოედანზე გასვლას და მაშინვე კაპიტნის სამკლავური მიიღო.

შაბათის მატჩი ასევე გამორჩეული იყო ლუკაშ პიშჩეკისთვის, რომელიც დაეწია "ბორუსიაში" თამაშების რაოდენობით სახელგანთქმულ შვეიცარიელ ფორვარდ სტეფან შაპუიზას (284).

სწორედ პოლონელმა გადაარჩინა მასპინძლები გარდაუვალ გოლს, როცა წაქცეულმა მოიგერია მეტოქის დარტყმა. ეს იყო ყველაზე რეალური მომენტი პირველ ტაიმში, რომელიც სულაც არ მიდიოდა დორტმუნდელთა სცენარით. ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა "ჰამბურგმა" გადაურბინა მასპინძლებს - შესვენებისთვის 5 კილომეტრით მეტი ჰქონდა ნარბენი.

მაგრამ, როგორც კი დორტმუნდელებმა სიჩქარეს უმატეს, მცველებმა ვერ მოასწრეს ბატშუაის შეჩერება და ბელგიელმა გოლის შემდეგ, ობამეიანგის საუკეთესო ტრადიციებში, შთამბეჭდავი სალტო შეასრულა. ბელგიელმა გერმანული კარიერა გაბონელის რიტმში დაიწყო - მესამე ფეხბურთელი გახდა "დორტმუნდის" ისტორიაში, რომელმაც ბუნდესლიგის ორ სადებიუტო მატჩში გამოიჩინა თავი.

კიდევ ერთი შესანიშნავი ანალოგია წარმოიშვა კომპენსირებულ დროში, როცა კარგ ფორმაში შესულმა შიურლემ გიოტცეს გაატანინა. საქმე ისაა, რომ ბოლოს ასეთი საგოლე კომბინაცია მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში ვნახეთ...

Video

10.02.18 დორტმუნდი - ჰამბურგი 2:0

იუპ ჰაინკესს გრიპი შეეყარა და ამიტომაც ტურის ცენტრალურ მატჩს ტელევიზორში უყურებდა. მას არ ჰქონდა საშუალება, მიელოცა ალაბასთვის, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა ისტორიაში, რომელმაც "ბაიერნის" მაისურით 200 მატჩი ჩაატარა.

სწორედ ავსტრიელმა დაიწყო პირველი საგოლე კომბინაცია, როცა ცენტრში გადაცემა გააკეთა, მიულერმა საჯარიმოდან დაარტყა და კართან ახლოს მდგომი ლევანდოვსკი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გერდ მიულერის რეკორდს - ზედიზედ მე-11 საშინაო მატჩში გაიტანა. სხვათა შორის, ამგვარი მიღწევა ჰქონდა ჰაინკესს 1972-73 წლების სეზონში!

გელზენკირხენელთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ლეონ გორეტცკა, რომელმაც უკვე გააფორმა "ბაიერნთან" კონტრაქტი და მიუნხენში ზაფხულში გადავა. სწორედ მან დაუდო სათავე სტუმრების საპასუხო საგოლე შეტევას, როცა რიბერის აართვა ბურთი.

დი სანტოს გოლმა საქმეს ვერ უშველა, რადგან კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ ათამაშებულმა მიულერმა ლიდერს მორიგი გამარჯვება მოუტანა. თომასისთვის ეს იყო მე-200 მოგება კარიერაში და ის ამ ნიშნულამდე ყველაზე ადრე მივიდა გერმანული ფეხბურთის ისტორიაში - სულ რაღაც 275 მატჩში.

Video

10.02.18 ბაიერნი - შალკე 2:1

რაც შეეხება მატჩებს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად მებრძოლ გუნდებს შორის, აქ პატარა გადატრიალება მოხდა. კრახი განიცადა "ლევერკუზენმა", რომელიც ტურის წინ მეორე ადგილს იყოფდა "ლაიპციგთან".

"ბაიერმა" ზედიზედ მეორე მატჩში ვერ გაიტანა და წააგო "ჰერტასთან", რომელსაც დეკემბრის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. ამით ის ტოპ-ოთხეულიდან გამოვარდა. სამაგიეროდ, იქ შევიდა "აინტრახტი", რომელმაც პირველად ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით ოთხი გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ წინა ტურში "აუგსბურგთან" 0:3 წაგებას გუნდზე არ უმოქმედია.

ფაქტები

"ბაიერნმა" ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო.

"ბაიერნს" 15 მატჩია ფრე არ უთამაშია.

"ბაიერნი" 33 მატჩია (+27=6) შინ არ მარცხდება. ბოლო წაგება საკუთარ მოედანზე 2016 წლის 2 მარტით თარიღდება.

"დორტმუნდს" შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

როისმა პირველად ითამაშა 2017 წლის მაისის შემდეგ.

"ჩელსიდან" დორტმუნდში" გადასვლის შემდეგ ბატშუაიმ ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა.

ზამთრის პაუზის შემდეგ ხამეს როდრიგესმა სამივე მატჩში შეძლო გოლის ან საგოლე პასის დაგროვება.

"ბაიერნი" ზედიზედ 19 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

როცა მიულერს გოლი გააქვს, "ბაიერნი" არ აგებს ბუნდესლიგაში - 75 მოგება და 4 ფრე.

"დორტმუნდმა" მე-500 საშინაო გამარჯვება მოიპოვა ბუდესლიგაში.

"დორტმუნდი" და "ჰამბურგი" 102-ედ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ მატჩებში 362 გოლი გავიდა. ბუნდესლიგაში არც ერთი წყვილის დაპირისპირებაში არ ყოფილა ამდენი გოლი.

"ლევერკუზენმა" ზედიზედ მეორე მატჩში ვერ გაიტანა, არადა, მანამდე ზედიზედ 25 მატჩში უგოლოდ არ ტოვებდა მოედანს.

ლევერკუზენელმა ჰაფერცმა 50-ე მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში.

"შალკემ" ზედიზედ მეორედ წააგო, ბოლო ექვს მატჩში კი ერთი მოგება აქვს.

"შალკეს" "ბაიერნთან" 15-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ამ სერიისას, გელზენკირხენელებმა 45 შესაძლებლიდან 3 ქულა აიღეს.

აინტრახტმა" ზედიზედ მეოთხედ მოუგო შინ "კიოლნს".

"აინტრახტს" ამ სეზონში არ წაუგია მატჩი, როცა დაწინაურებული იყო - 10 მოგება, 4 ფრე.

"აინტრახტმა" პირველად გაიტანა სამზე მეტი გოლი ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით.

რუსის გოლი პირველი იყო ამ სეზონში "აინტრახტისთვის", რომელიც მცველმა გაიტანა.

"ჰოფენჰაიმმა" შეწყვიტა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია.

"ჰერტა" ოთხი ტურია არ მარცხდება და ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.

"ჰერტას არასოდეს წაუგია პალ დარდაის ხელმძღვანელობით, როცა პირველი ტაიმის შემდეგ იყო დაწინაურებული - 25 მოგება, 2 ფრე.

შეწყდა "ფრაიბურგის" ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია.

"მაინცმა" ზედიზედ მესამედ წააგო, ბოლო 10 მატჩში კი ერთადერთი მოგება აქვს.

"მაინცს" 17 მატჩია სტუმრად არ მოუგია. ბოლო გასვლითი მოგების თარიღია - 2017 წლის 25 თებერვალი.

"ჰამბურგს" ცხრა მატჩია არ მოუგია.

"ჰამბურგს" სტუმრად 10 მატჩია არ გაუმარჯვია.

უპამეკანოს გოლი მე-100 იყო "ლაიპციგისთვის" ბუნდესლიგაში.

"აუგსბურგს" ოთხი წელია არ მოუგია პარასკევის მატჩი.

კრამარიჩმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, არადა, მანამდე 23 თამაშში ვერ ახერხებდა თავის გამოჩენას.

"კიოლნმა" ერთხელ ფრედ ითამაშა და 15-ჯერ წააგო მას შემდეგ, რაც პირველი გოლი გაუშვა.

ტეროდემ სეზონის პირველ ნახევარში ორი გოლი გაიტანა 15 მატჩში "შტუტგარტის" მაისურით, ახლა კი "კიოლნში" ხუთ მატჩში ხუთი გოლი აქვს.

"ფრაიბურგმა" მე-600 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.

"შტუტგარტმა" ბოლო 10 მატჩში მხოლოდ მეორედ მოიგო.

"შტუტგარტმა" მოიგო ყველა საშინაო მატჩი (სულ შვიდი) ამ სეზონში, როცა ხსნიდა ანგარიშს.

"გლადბახმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.

"გლადბახი" ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა სტუმრად.

ბუნდესლიგა. XXII ტური

ლაიპციგი-აუგსბურგი 2:0

გოლები: 1:0 უპამეკანო (17), 2:0 კეიტა (70)

ლაიპციგი: გულაში - ლემერი, ორბანი, უპამეკანო, კროსტერმანი - კამპლი, ილსანკერი, კეიტა (78. ლუკმანი), ბრუმა (90. კაიზერი) - პოულსენი (84. ოგუსტენი), ვერნერი.

დორტმუნდი-ჰამბურგი 2:0

გოლი: 1:0 ბატშუაი (49), 2:0 გიოტცე (90+2)

დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, თოფრაქი, ტოლიანი - ვაიგლი, კაგავა (62. დაუდი), როისი (71. გიოტცე) - პულიშიჩი (85. გონსალო კასტრო), ბატშუაი, შიურლე.

ჰოფენჰაიმი-მაინცი 4:2

გოლები: 1:0 შალაი (27), 1:1 ბერგრეენი (28), 2:1 კრამარიჩი (67), 3:1 შალაი (74), 3:2 ბერგრეენი (84), 4:2 კრამარიჩი (88)

აინტრახტი-კიოლნი 4:2

გოლები: 1:0 რებიჩი (15), 1:1 ტეროდე (57-პენ), 2:1 რუსი (59), 3:1 ფალეტი (65), 4:1 ვოლფი (67), 4:2 ტეროდე (74)

ლევერკუზენი-ჰერტა 0:2

გოლები: 0:1 ლაზარო (43), 0:2 კალუ (57)

ლევერკუზენი: ლენო - რეტსოსი, ტა, ს. ბენდერი, ჰენრიხსი (56. ბეილი) - კორი (78. პოიანპალო), ბაუმგარტლინგერი - ბელარაბი, ფოლანდი, ბრანდტი (67. ჰაფერცი) - ალარიო.

ჰანოვერი-ფრაიბურგი 2:1

გოლები: 1:0 ანტონი (28), 2:0 კლაუსი (54), 2:1 გულდი (88)

ბაიერნი-შალკე 2:1

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (6), 1:1 დი სანტო (29), 2:1 მიულერი (36)

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ჯ. ბოატენგი (71. ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - მიულერი, ვიდალი - რობენი, ხამეს როდრიგესი (81. ხავი მარტინესი), რიბერი (77. კომანი) -ლევანდოვსკი.

შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, ბენტალები (46. გორეტცკა), მ. მაიერი, ოშჩიპკა - ჰარითი, კონოპლიანკა (70. პიაცა), დი სანტო (65. ბურგშტალერი).

შტუტგარტი-გლადბახი 1:0

გოლი: 1:0 გინჩეკი (5)

გლადბახი: ზიპელი - იანტჩკე, გინტერი, ვესტერგაარდი, ელვედი - ჰოფმანი (76. ბობადილია), კრამერი, ზაკარია (63. დრმიჩი), გრიფო (46. რაფაელი) - ტ. აზარი, შტინდლი.

ვერდერი-ვოლფსბურგი 3:1

გოლები: 1:0 აუგუსტინსონი (4), 2:0 კაინცი (40), 2:1 ვერჰაეგი (49), 3:1 კაინცი (72)

ბომბარდირები: 19 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი), კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური

16 თებერვალი: ჰერტა-მაინცი.

17 თებერვალი: კიოლნი-ჰანოვერი, ფრაიბურგი-ვერდერი, ჰამბურგი-ლევერკუზენი, ვოლფსბურგი-ბაიერნი, შალკე-ჰოფენჰაიმი.

18 თებერვალი: აუგსბურგი-შტუტგარტი, გლადბახი-დორტმუნდი.

19 თებერვალი: აინტრახტი-ლაიპციგი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა

[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი

მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს

[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა

სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს

[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?

[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა

"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს

კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?

ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა

ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში