11 თებერვალს ბაკურიანელმა მოციგავემ, გიორგი სოღოიანმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა
11 თებერვალს ბაკურიანელმა მოციგავემ, გიორგი სოღოიანმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა და საბოლოოდ 32-ე ადგილზე გავიდა.

შეჯიბრების დასკვნით დღეს გიორგიმ საციგაო ტრასის გავლას 49,008 წამი მოანდომა, სამივე დაშვებისთვის კი ჯამში 2.27,459 წუთი დასჭირდა.

მოციგავეთა ფინალურ ეტაპს დაესწრო და პრიზიორები დააჯილდოვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ავსტრიელი დავიდ გრეიხნერი, ვერცხლის მედალი მიიღო ამერიკელმა კრის მაზდერმა, ბრინჯაოსი - ბახის თანამემამულემ, იოჰანეს ლუდვიგმა.

კიდევ ერთმა გერმანელ მოციგავემ, შეჯიბრების მთავარმა ფავორიტმა, ოლიმპიური თამაშების 3-გზის და მსოფლიოს 12-გზის ჩემპიონმა ფელიქს ლოხმა, რომელიც პირველი დღის შემდეგ ლიდერი იყო, ბოლო დაშვებისას მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები ფინიშის ზონაში შეხვდნენ გიორგი სოღოიანს, ოლიმპიური დებიუტი მიულოცეს და წარმატებული სპორტული კარიერა უსურვეს.

"გიორგი ჯერ ახალგაზრდაა, 20 წლისაა და მისთვის ეს ოლიმპიადა გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალება იყო. ამდენი ტიტულიანი მოციგავის გვერდით გამოსვლა მას ბევრს შესძენს. გიორგიმ თამაშების დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე მოიპოვა პიონჩანგის საგზური, აქ კი რვა მეტოქეს აჯობა, რაც ურიგო შედეგი არ არის", - აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

მოციგავეთა ფინალური ტურნირის დაწყებამდე სეოკ-ისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელები პიონჩანგისა და კანინის ოლიმპიურ სოფლებს ესტუმრნენ, მოინახულეს ჩვენი ოლიმპიელები და მათი მწვრთნელები, გაამხნევეს ისინი და დარჩენილ შეჯიბრებებში მაღალი ადგილების დაკავება უსურვეს.

კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ჩვენი დელეგაციის თითოეული წევრი პროფესიონალურად და მაღალი პასუხისმგებლობით უდგება საქმეს:

"აქ, შორეულ კორეაში თქვენ წარმოადგენთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას. ჩათვალეთ, რომ თითოეული თქვენგანი საქართველოს ელჩია ოლიმპიადაზე. მისასალმებელია, რომ ჩვენ ასეთი მეგობრული და შეკრული გუნდი გვყავს პიონჩანგში", - განაცხადა მინისტრმა.

დღეს, 12 თებერვალს გიგანტურ სლალომში გამოვა ნინო წიკლაური. მან და ჩვენმა მეორე სამთო მოთხილამურემ, იასონ აბრამაშვილმა ოლიმპიურ ტრასებზე რამდენიმე საკონტროლო დაშვება შეასრულეს და მთავარი სტარტების წინ თავს კარგად გრძნობენ.

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით

გაიოზ გოშაძე
გიორგი გილოცავ, უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ, გფარავდეს უფალი,
ს
მანდ მილოცვას და ტყუილ ლაპარაკს,ისა სჯობია,საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისაგან შეპირებული საციგაო ტრასა აუშენოთ ბაკურიანში,ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ტრასა.აი მაშინ გაცილებით უკეთესი შედეგები ექნება გიორგისაც და სხვებიც გამოჩნდებიან.ან იქნებ ააშენეს და მე ვერ გავიგე.ნოდარის სიცოცხლე მათ სინდისზეცაა და დანაპირებს ასრულება სჭირდება.
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
ქართველმა მოციგავემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა
პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა
ჩემი ყველაზე დიდი კოშმარი - ფრანგ მონაწილეს გამოსვლის დროს მკერდი გამოუჩნდა [VIDEO+PHOTO]
სეოკ-ში ზამთრის ოლიმპიადაზე წამსვლელ ქართველ სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა
ზამთრის ოლიმპიადა 2018: მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამით წარდგა [VIDEO]
ზამთრის ოლიმპიადა 2018: იასონ აბრამაშვილმა სლალომში 28-ე ადგილი დაიკავა
მორის ყვითელაშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა 24-ე ადგილზე დაასრულა [VIDEO]
ზამთრის ოლიმპიადა 2018: აბრამაშვილმა გიგანტურ სლალომში დისტანცია ვერ დაასრულა [VIDEO]
იასონ აბრამაშვილი: ვიმედოვნებ, რომ მალე ისეთი გუნდი გვეყოლება, ბევრად დიდ შედეგებზეც ვიფიქრებთ