ახალგაზრდა ქართველმა მოციგავეებმა მსოფლიო თასის გათამაშების მე-4 ეტაპზე საციგაო სპორტში იუნიორთა შორის მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს
ლატვიის ქალაქ სიგულდაში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშების მე-4 ეტაპზე საციგაო სპორტში იუნიორთა შორის მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს ახალგაზრდა ქართველმა მოციგავეებმა.

10 იანვარს გამართულ ტურნირზე, რომელიც, ამავე დროს, იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონატიც გახლდათ, ერთადგილიანი ციგით გიორგი სოღოიანმა და ვიქტორ ფერაძემ მოსინჯეს ძალები.

სოღოიანმა, როგორც მსოფლიო თასის ჩათვლაში, ასევე ევროპის ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა. ქართველ სპორტსმენს იტალიელმა მოწინააღმდეგემ მხოლოდ წამის 2 მეათასედით აჯობა და შესაბამისად, სოღოიანს ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე მხოლოდ ნახევარი სანტიმეტრი დააკლდა. პირველი ადგილი ავსტრიელმა სპორტსმენმა დაიკავა, მეორე პოზიციაზე კი ლატვიელი მოციგავე გავიდა.

ვიქტორ ფერაძემ მსოფლიო თასის მე-4 ეტაპზე მე-15 ადგილი დაიკავა, რაც ევროპის ჩემპიონატზე მე-13 ადგილი გამოდგა. მსოფლიო თასის მე-4 ეტაპზე 17 ქვეყნის 50-მდე მოციგავე მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენები მსოფლიო თასზე მონაწილეობის მისაღებად 3 თვის მანძილზე ნორვეგიასა და ლატვიაში ემზადებოდნენ. ახალგაზრდა მოციგავეები მწვრთნელ - ფელიქს ქუმარიტაშვილთან ერთად, საქართველოში რამდენიმე დღეა, რაც დაბრუნდნენ და ამჟამად ბაკურიანში არიან. მოციგავეები უახლოეს პერიოდში საწვრთნელ შეკრებას გერმანიასა და ლატვიაში გაივლიან, რითიც მიმდინარე წლის სპორტულ სეზონს დაასრულებენ და ახალი სპორტული სეზონისათვის დაიწყებენ მზადებას.

ფელიქს ქუმარიტაშვილი: "ლატვიაში გამართულ მსოფლიო თასის მე-4 ეტაპზე, რომელიც, ამავე დროს, იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონატიც იყო, საკმაოდ სერიოზული კონკურენცია დაგვხვდა. სპორტსმენებს 1050-მეტრიან და 13-მოსახვევიან ტრასაზე უწევდათ გამოსვლა. გიორგი სოღოიანის მიერ ნაჩვენები შედეგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი დონის ტურნირზე მე-4 ადგილი მაღალი მაჩვენებელია, მით უმეტეს, რომ მედლის მოპოვებამდე გიორგის სულ მცირედი დააკლდა.

როგორც ცნობილია, ტრასის არქონის გამო ჩვენს სპორტსმენებს მზადება უცხოეთში უწევთ. ამ მხრივ, დიდ დახმარებას გვიწევენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი. მათი მხარდაჭერით, შედეგიც სახეზეა და სამომავლო გეგმების დასახვის საშუალებაც მოგვეცა. ახალ სპორტულ სეზონზე მსოფლიო თასის ექვსივე ეტაპზე და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ვგეგმავთ, რომელიც 2015 წელს ავსტრიაში ჩატარდება, კიდევ უფრო სამომავლო გეგმებში კი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოპოვება შედის.

რაც შეეხება ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასას, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით, საციგაო ტრასა 2014 წელს უნდა აშენდეს. ტრასა 380-მეტრიანი იქნება და საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს".

გიორგი სოღოიანი: "ლატვიაში გამართული მსოფლიო თასის მე-4 ეტაპისათვის სერიოზულად ვემზადებოდით. 3-თვიანი შეკრებები გავიარეთ ნორვეგიასა და ლატვიაში. მსოფლიო თასზე უძლიერესი სპორტსმენები გამოდიოდნენ და ასეთ მაღალ კონკურენციაში მე-4 ადგილის დაკავება ჩემთვის მაქსიმალურად მაღალი შედეგია.

სამომავლოდ უფრო მეტი მონდომებით მოვემზადებით. წინ სერიოზული ტურნირები გველის. ასევე ვიბრძოლებთ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად".

წყარო: msy.gov.ge

[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
[VIDEO] გოლი აუტიდან, ინ ჰვუნგ ბეომის შედევრი და ქამბექი - სამხრეთ კორეამ ჩეხეთი დაამარცხა
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის