ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მთავარ მწვრთნელს გუნდში ქართველების სიმრავლეზე ამჯერადაც მიუთითეს
რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტმა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე დაიკავა ადგილი და სრულიად დამსახურებულადაც. ომარ თეთრაძის გაწვრთნილებმა სასტარტო მატჩებში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ჩვენდა გასახარად, ეს მეტწილად გუნდის ქართველი ლეგიონერების დამსახურებაა.

"სპორტ ექსპრესმა" ომარ თეთრაძეს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ნიჟნინოვგოროდულ გუნდში ქართველი ფეხბურთელების სიმრავლის თემაც წამოჭრა. თავის დროზე ხომ სწორედ ჩვენი ლეგიონერების სიმრავლის გამო თეთრაძეს "ანჟიში" უხერხულობა შეექმნა.

რუსმა ჟურნალსტმა ომარ თეთრაძეს თავდაპირველად ფეხბურთელებთან მუშაობის მისეულ მეთოდზე ჰკითხა:

- ჟურნალისტებთან კეთილგანწყობილი ხართ, ფეხბურთელების მიმართაც ასეა? ვარჯიშზე თუ უყვირით ხოლმე ვინმეს?

- სიზარმაცეს ვერ ვიტან. ასეთებთან მკაცრი ვარ და ზოგჯერ ხმასაც ვუწევ. ფეხბურთელის გალანძღვა კი არ შემიძლია.

ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და მას სამი აუცილებელი თვისება უნდა ჰქონდეს: ხასიათის სიმტკიცე, ჯანმრთელობა და კლასი. ამ სამი შემადგენლის გარეშე ფეხბურთელის მომავალი წარმოუდგენელია. რამდენმა ტალანტმა ფეხბურთელმა ვერ ითამაშა დიდი ფეხბურთი! რატომ? სწორედ შესაბამისი ხასიათის არქონის გამო.

- ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს თუ მოიყვანთ.

- 1969 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელი მამუკა აფციაური გავიხსენოთ. ღმერთმა გაანათლოს, ახალგაზრდა გარდაიცვალა. ის უზომოდ ნიჭიერი იყო - მთელი საქართველო მხოლოდ მასზე საუბრობდა. 80-იანი წლების შუაში, როცა თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, მას მიშელ პლატინის ადარებდნენ. ამ ბიჭს ყველაფერი ჰქონდა, ხასიათის გარდა და ამიტომაც ვერ ითამაშა. მისნაირი ნიჭიერი ფეხბურთელი კი აღარც მინახავს.

- თავის დროზე ("ანჟიში") თქვენს გუნდში ქართველების სიმრავლე სალაპარაკო გახდა. "ვოლგაში"  ამ მხრივ საქმე როგორაა?

- რაც შეეხება "ქართველების საკითხს", ჩვენ ეს ფეხბურთელები გუნდში ან ძალიან მიზერულ ფასად, ან სრულიად უფასოდ ავიყვანეთ. მათი ხელფასებიც მინიმალურია. თავისთავად, ეს კლუბისთვის მომგებიანია, რადგან მოგეხსენებათ, ახალგაზრდა რუს ფეხბურთელს, თუნდაც ნიჭიერს, მაგრამ სერიოზულ მატჩებში გამოუცდელს, 400-500 ათას ევროზე იაფად ვერ ნახავ. ლეგიონერების შემთხვევაში უფრო იოლია - ამჟამინდელი "ვოლგას" ექვსივე ქართველი მაღალი დონის მოთამაშეა. თანაც, გრიგალავასა და ხოჯავას ხომ რუსეთის პასპორტები აქვთ.

ერთხელ "ანჟიში" მუშაობისას პრესკონფერენციაზე გუნდში ქართველების სიმრავლეზე მიმანიშნეს. კარგით, მაგრამ ვინ გავუშვა? აშვეთია? - ვკითხე. არა! - მიპასუხეს - ეგ კარგი ბიჭია, ხელს ნუ ვახლებთ. აბრამიძე? - ვკითხე. არაო - მითხრეს. ხოჯავა-მეთქი და არა, ის ჩვენი კუმირიაო. აბა, მარცვალაძე? - ვკითხე ბოლოს. ეგეც საჭიროა, მაგის გაშვება არ იქნებაო - მიპასუხეს.

ასეა ახლაც, ყველა კარგია და რა ვქნა, ჩემი ბრალია, რომ ისინი ქართველები არიან?!

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

dima
nino afciauri ახალგაზრდულ ნაკრებებში აქვს ნათამაშები? დინამოში რა დროს იყო?
nino afciauri
მამუკა თუ ზუსტად მახსოვს 2001 წელს გარდაიცვალა.malemsrboli მეც ვეძაბდი ინფორმაციას ინტერნეტში მაგრამ ვერაფერი ვერ ვიპოვე.სამწუხაროა,იყო დრო როცა მთელი საქარტველო მასზე ლაპარაკობდა დგეს კიდე აღარავის აგარ ახსოვს.ისე თუ რამე გაინტერესებს მე მკითხეთ ბიძაშვილი იყო და ყველაფერი ვიცი.ისე მისი ძმა თორნიკე დგესაც თამაშობს ზესტაფონშია.
mamuka
22 არა უფრო 30 მდე იყო მგონი როცა დაიღუპა ,მაგრამ ახალგაზრდამ დაამტავრა კარიერა,მოგვიანებით ისევ დაიწყო თამაში თუ არ ვცდები წყალტუბოში თასის ფინალშიც გავიდნენ კარგი გუნდი იყო .დარსაძე მწვრთნელი იყო
malemsrboli
მამუკა აფციურზე იქნებ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ, დიდ ხანია ვეძებ მასზე ინფორმაციას და ვერსად ვერ მოვიპოვე.
nino afciauri
მამუკააა მართლაც ძალიან ნიჭიერი ფეხბირთელი იყოო მაგრამ სამწუხაროდ გარდაიცვალა.მაგრამ 22 წლის არ გარდაცვლილაა შეცდომაა სტატიაში.ჩემი ბიძაშვილი იყო და ამას დანამდვილებით იმიტომ ვამბობ..
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის