ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე კარიერას ჩეხეთის კლუბ "სლოვაცკოში" განაგრძობს
ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე კარიერას ჩეხეთის კლუბ "სლოვაცკოში" განაგრძობს.

ფეხბურთელი ბოლოს თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. მისი დამატება თბილისის "დინამოსაც" სურდა, თუმცა ფორვარდმა კარიერის გაგრძელება უცხოეთში გადაწყვიტა.

Sportall.ge სიხარულიძეს ჩეხეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორ შეეწყვეთ "სლოვაცკოს", რამდენად კარგად მიდის ადაპტაციის პერიოდი?

- ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და ვფიქრობ, მალე გავივლი ადაპტაციის პერიოდსაც.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ უშუალოდ "სლოვაცკოს" შესახებ, რას წარმოადგენს ეს გუნდი ჩეხეთში?

- დარჩენილ სეზონში მთავარი მიზანი ადგილის შენარჩუნებაა და დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება.

- როდესაც ჩეხეთში თქვენი ტრანსფერი შედგა, თქვენ განაცხადეთ, რომ ამაში რჩევა ვლადიმირ ვაისმა და დიმიტრი ტატანაშვილმა მოგცათ. რა გითხრეს მათ, რატომ "სლოვაცკო"?

- მსგავსი რამ არ მითქვამს... გაუგებრობა იყო ან არასწორი თარგმანი.

- "სლოვაცკოს" გარდა, კიდევ რომელი უცხოური ვარიანტები იყო?

- იყო ვარიანტები, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი ახლა აღარ მინდა.

- თქვენი დამატება თბილისის "დინამოსაც" სურდა და კლუბმა ეს დაადასტურა კიდეც, თუმცა თქვენ "დინამოში" არ გადახვედით...

- უცხოეთში მინდოდა თამაში - მსურდა, უფრო ძლიერ ჩემპიონატში მეცადა ჩემი შესაძლებლობები...

- თქვენ საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად ითამაშებთ. რა შეგიძლიათ გვითხრათ, რა არის თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

- ჯერ ამაზე სალაპარაკოდ ძალიან მცირე დროა გასული. ვნახოთ, ყველაფერი როგორ წავა...

- თქვენ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდით. როგორ ფიქრობთ, აი, ამ შემთხვევაში, რამდენად მართებულია, როდესაც შენი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი ჩეხეთის ჩემპიონატის იმ გუნდში მიდის, რომელიც დასარჩენად იბრძვის?

- რა თქმა უნდა, მართებულად ვთვლი ახლა და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო...

- 27 წლის ასაკში წახვედით უცხოეთში სათამაშოდ. როგორ ფიქრობთ, დაგვიანებული იყო თუ არა წასვლა და რა არის თქვენი მიზანი?

- რა თქმა უნდა, არა! ფეხბურთში 27 წელი არ არის ის ასაკი, რომ დაგვიანებულად მიიჩნიო.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ თბილისის "ლოკომოტივზე" და მის მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანზე, რომლის ხელშიც თქვენ აშკარად დიდი პროგრესი განიცადეთ?..

- კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი "ლოკომოტივის" ყველა წევრს, რომლებთან ერთადაც ერთი ძალიან კარგი წელი გავატარე. რა თქმა უნდა, დიდი როლი იყო გიორგი დევდარიანის იმ შედეგში, რაც წინა სეზონში მქონდა, რადგან მქონდა ნდობა და იმდენი სათამაშო დრო, რამდენიც არასდროს არსად მქონია და მადლობა მინდა მას ამისთვის გადავუხადო.

- რამდენად დიდია ფინანსური სხვაობა ჩეხეთის კლუბსა და თბილისის "ლოკომოტივს" შორის?

- სხვაობა არის, მაგრამ ძალიან მცირე.

chempionatis dones eseni ar ceven aravin ar chamokavt puls ar deben kontrakti ert clianebi erti mizezi mainc mitxarit ak ratom unda gacherde?))))))))))))
გიო
ყველა ვარიანტში სწორი გადაწყვეტილებაა. ევროპა მაინც ევროპაა. ჩეხეთის ჩემპიონატი საქართველოს ჩემპიონატს რომ ჯობს, ამაში არავის არ ეპარება ეჭვი. ჩვენთან ფეხბურთი კლინიკური სიკვდილის რეჟიმშია. წარმატებები ამ ახალგაზრდა კაცს ახალ კლუბში და რაც ყველაზე მთავარია ნაკრებში.

romc ar ikos sxvaoba ak gacherebas azri araak namdvilad carmatebebi vusurvot am igroks :))
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] ათამაშეს და თავიც გამოიჩინა - გოგლიჩიძემ "მონცაში" პირველივე მატჩში გაიტანა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
"ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს" - შერინგემმა რაშფორდსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
ექსკლუზივი: ირაკლი სიხარულიძე ახალ კლუბთან დღეს მოაწერს ხელს
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
"სლოვაცკოს" სპორტული დირექტორი: ქართველები ბევრს შრომობენ და ამბიციურები არიან
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ირაკლი სიხარულიძე კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატის მე-14-ადგილოსან კლუბში გააგრძელებს
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ოფიციალურად: ირაკლი სიხარულიძე "რიგასში" გადავიდა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
რატომ არ თამაშობს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჩეხეთის ჩემპიონატში?
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ