31 წლის მომხიბვლელ იტალიელ გოგონას კამერების წინ პოზიორობას ისევ პარაშუტით შიშვლად ხტომა ურჩევნია
თუ სპორტის ქართველი გულშემატკივრებისთვის სახელი და გვარი - რობერტო მანჩინი კარგად ნაცნობია, რა დააშავა რობერტა მანჩინომ? არც არაფერი! ყოველ შემთხვევაში, იტალიაში ეს გოგონა მეტად თუ არა, არანაკლებ პოპულარულია, ვიდრე "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი.

მეტიც, ექსტრემალური სპორტის სახეობების მოტრფიალე რობერტამ არა მარტო თავის სამშობლოში, მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი - ეს მომხიბვლელი იტალიელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარაშუტისტი და ბეის-ჯამპერია.

გაგიკვირდებათ და, რობერტა მანჩინოს პირად სპორტულ აქტივში 6 ათასზე მეტი ნახტომი, სხვადასხვა ჯილდოები და მსოფლიო რეკორდებია. სხვათა შორის, რამდენიმეჯერ ცხელსისხლიანმა იტალიელმა პარაშუტით სრულიად შიშველმაც იფრინა, რითაც მამაკაც გულშემატკივართა არმია გაიათმაგა.

"ცოტა კი შემცივდა, მაგრამ შიშველ სხეულზე ჰაერის ნაკადი ძალიან მესიამოვნა", - აღიარა ნახტომის შემდეგ რობერტამ და ალბათ ამიტომაც, რამდენიმე პოპულარულმა გამოცემამ 2010 წლის მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად სწორედ იგი დაასახელა.

ერთი ხანობა ექსტრემალ რობერტას საკუთარი თავი კიკბოკსინგსა და სხვადასხვა საბრძოლო ორთაბრძოლებშიც გამოუცდია და შავი ქამრის მფლობელიც გამხდარა. მოგვიანებით კი მას ყურადღება სამოდელო სააგენტოებმაც მიაპყრეს - ტანფეხი დაეწუნება თუ თვალწარბი?

ასე რომ, 31 წლის რობერტა მანჩინო დღეს სპორტულ ცხოვრებას სამოდელოსაც უთავსებს - რეკლამას უკეთებს ჯინსებს, მონაწილეობს სხვადასხვა ფოტოსესიებში, თუმცა სულის სიღრმეში მაინც სპორტსმენია: "არ მინდა მოდელობა, - განაცხადა ახლახან. - ეს ჩემთვის მხოლოდ ფულის კეთების საშუალებაა".

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა