"საბურთალოს" ზედიზედ მეოთხე ფრე
დედაქალაქურმა "საბურთალომ" თურქეთში, სადაც მეორე შეკრებაზე იმყოფება, მორიგი ამხანაგური მატჩი პოლონეთის პირველი ლიგის მესამეადგილოსან "ვრაკუვთან" გამართა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა დაწინაურება ორივე გუნდს შეეძლო.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში პოლონელებმა გაიტანეს. 72-ე წუთზე კი ანგარიში შეტევაში ჩართულმა ნიკოლოზ მალიმ გაათანაბრა, რომელმაც გეგა დიასამიძისგან გენიალური გადაცემა მიიღო და ახლო მანძილიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა. საბურთალოელებს მეორე ნახევარში გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდათ. ერთ-ერთ ეპიზოდში ხარაიშვილის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ, ბოლო წუთებზე კი, ნადარაიას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, თავით გოშთელიანი ურტყამდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.

დღევანდელ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველ და მეორე ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობა ათამაშა.

საბურთალო (პირველი ტაიმი): ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, გვარაძე, ალთუნაშვილი, ვოლკოვი, ვაგნერი, ტატანაშვილი.

საბურთალო (მეორე ტაიმი): კუპატაძე, მალი, ცნობილაძე, გრიგალაშვილი, ნადარაია, თარხნიშვილი, ელვინ ტერა, ხარაიშვილი, დიასამიძე, გორგიაშვილი, გოშთელიანი.

მომზადებულია "საბურთალოს" საიტის მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს