sports.ru: ანანიძე დროის უმეტეს ნაწილს მოედანზე კი არა საწოლზე ატარებს
sports.ru: პოპოვი გაანათხოვრეს, ჯანო კი არა. სადაა ლოგიკა?

sports.ru-ს ჟურნალისტმა მარკ ბესონოვმა წერილი გამოაქვეყნა მოსკოვის "სპარტაკის" და მისი ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის შესახებ, რომლის მცირედით შემოკლებულ ვარიანტსაც გთავაზობთ:

"ბულგარელი იველინ პოპოვი "სპარტაკისთვის" ბალასტი გახდა და "რუბინში" გაუშვეს იჯარით, თუმცა "სპარტაკში" კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც მისგან არც სტატუსით, არც სათამაშო დონით და არც ამპლუით არ განსხვავდება.

ჯანო ანანიძე უკვე მრავალი წელია დროის უმეტეს ნაწილს მოედანზე კი არა საავადმყოფოში საწოლზე ატარებს. პოპოვის მსგავსად ისიც 5 წლის წინ მიღწეულ დონეზე გაიჭედა. თუ ბულგარელი გულშემატკივრებს ნიჭიერ შემსრულებლად დაამახსოვრდებათ, ჯანო ჯერ კიდევ მორცხვი ღიმილის მქონე პერსპექტიული ფეხბურთელის სტატუსის მქონეა, რომელიც დროდადრო თავისი უზარმაზარი ტალანტით გაიბრწყინებს. პოპოვი მალე 31 წლისა გახდება, ანანიძე 26-საა და ვერც ერთი უკვე თავს ზემოთ ვეღარ გადახტება.

"სპარტაკმა" პოპოვის გაშვება და ანანიძის დატოვება არჩია, რომელიც კონკურენციას სამედოვთან, ხანინთან, პაშალიჩთან და მელგარეხოსთან აგებს. გავარკვიოთ, ყველაზე სუსტ რგოლად რატომ მიიჩნიეს იველინი, ვინაც მოედანზე ცეცხლს ვერ ანთებდა, მაგრამ ბრძოლა შეეძლო.

პოპოვი აქტიურად მონაწილეობდა პრესინგში, ბურთის სწრაფად ატანას ცდილობდა და ჯანოსგან განსხვავებით პრესინგის მომენტს შესანიშნავად გრძნობდა. თუმცა, ზუსტი გადაცემებით არ გამოირჩეოდა, ის უფრო მუშა ფეხბურთელია, ვიდრე შემოქმედი.

რომ არა მუდმივი ტრავმები ამ ქართველ ბიჭს უეჭველი მიიწვევდა რომელიმე სოლიდური ევროპული კლუბი. ახლა კი მისი სატრანსფერო ღირებულება წლიდან წლამდე ეცემა. Transfermarkt-ს მონაცემით გასულ სეზონში მისი ფასი 2.2 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 700 ათასით დაეცა. მან 25 წლის ასაკში ვერ გადააბიჯა პერსპექტიული ბიჭის ზღვარიდან ჩამოყალიბებულ ფეხბურთელობამდე.

საფეხბურთო მონაცემებით ის სჯობს პოპოვს, უფრო გრძნობს თამაშს, ზონებს შორის თავისუფლად იხსნება, მაგრამ პოპოვივით ვარდება ანსამბლიდან. დავაკვირდეთ რომელ გუნდებთან მატჩებში აყენებს ჯანოს მწვრთნელი მასიმო კარერა ძირითად შემადგენლობაში და ყველაფერი ნათელი შეიქნება - "არსენალთან", "ლოკომოტივთან" და "ანჟისთან", რომლებიც უფრო ღია ფეხბურთის მიმდევრები არიან, ცარიელ ზონებს ტოვებენ და მეტოქეს კომბინაციური ფეხბურთის თამაშის საშუალებას აძლევენ.

3 წუთი ჩაკეტილ ცსკა-სთან, 15 ხაბაროვსკის სკა-სთან, სათადარიგოობა "დინამოსთან", "უფასთან", "კრასნოდართან" და "ზენიტთან". ეს გუნდები იშვიათად ტოვებენ თავისუფალ სივრცეებს, საიდანაც უყვარს მას შეტევა. დასკვნა - ის კარერას განსაზღვრულ სიტუაციებში სჭირდება.

აი, რა უთხრა მან სეზონის დასაწყისში ჟურნალისტებს:"იცით, მე შემქმნელი ფეხბურთელი ვარ, მოწინააღმდეგის მომტყუებელი, მომენტების შემქმნელი. როცა მოედანზე არ გადიხარ, ტონუსს კარგავ. ამიტომ აღმოვჩნდი არასახარბიელო ვითარებაში. როდესაც არ ვთამაშობ, ჩემთან ურთიერთობაც არ ღირს. ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა ეს იციან. მხოლოდ მაშინ მირეკავენ, თუ კარგად ვიასპარეზე. ჩემთვის უმთავრესი თამაშია".

სისტემატურად თამაშში კი ხელს ტრავმები უშლის. რატომ ამჯობინა კარერამ პოპოვს ანანიძე? მიზეზი სამია.

1. ჯანო დიდი ხანია გუნდშია და გულშემატკივართათვის შინაურია. ის უყვართ, მისი ჯერ კიდევ სჯერათ და მის გაშვებას მტკივნეულად აღიქვამდნენ.

2. ანანიძე უფრო მრავალმხრივია. უკანდახეული თავდამსხმელის პოზიციიდან შეუძლია მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლოს და კვინსი პრომესს სამოქმედოს ზონა გამოუნთავისუფლოს. აგრეთვე ხშირად მოქმედებს საყრდენი ნახევარმცველის ადგილას და თავისთავად, გამთამაშებლად. ამის მეშვეობით გლუშაკოვს საშუალება ეძლევა მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან წინ აიწიოს, თავად ჯანო კი იერიშისას პირლოს როლს ასრულებს.

3. ტრავმირებული ფეხბურთელის გაყიდვა ან გაიჯარება შეუძლებელია. ამდენად, ტრავმამ გუნდში დარჩენაში ცოტა ხელიც შეუწყო. ყოველ შემთხვევაში, კარერა მზადაა კიდევ ერთი შანსი მისცეს".

Dato
შეეძლო თავის დროზე გადასვლა ევროპაში მაგრამ ფეხბურთს სპარტაკის უკეთესი ხელფასი ამჯობინა
მერაბი
შერჩა "სპარტაკს"! ძალიან საწყენია!
Gio
ეგ რომ აწი ევროპაში წავა, ხელში არ გავარდება.
Paata.g
Evropuli klubebis rigi udgas da ar midis?
ტოტტი
ანანიძე უნდა წავიდეს ევროპის რომელიმე კლუბში შეაკლა თავი სპარტაკს და მადლობელი არავინაა
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია