ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრანდელიმ დაუწერელი კანონი დაარღვია

პრანდელიმ დაუწერელი კანონი დაარღვია

ჩეზარე ნაპოლის გულშემატკივრობს: "არ მესმის რატომ უნდა დავმალო ვის ვგულშემატკივრობ ამა თუ იმ თამაშში და გნებავთ, მთლიანად ტურნირზე"...
მას შემდეგ, რაც "მადონინაში" "მილანმა" "ინტერი" გაანადგურა და მთელი ხუთი ქულით ჩამოიტოვა თანაქალაქელი, იტალიაში უკვე აღარ სჯერათ, რომ ლეონარდოს გუნდს სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია. "როსონერის" ერთადერთ კონკურენტად "ნაპოლი" მიიჩნევა, გუნდი, რომელიც მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება ლიდერს და მაღალი დონის ფეხბურთს სტაბილურად თამაშობს. გასულ ტურში, ნეაპოლელებმა ფანტასტიკური მატჩი მოიგეს "ლაციოსთან" და საბრძოლო განწყობა კიდევ უფრო აიმაღლეს. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 4:2 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ - არადა, სტუმრები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ და თითქოს თამაშსაც სრულად აკონტროლებდნენ. ასეთი დრამატული მატჩის მოგების შემდეგ, ძალიან ბევრი ალაპარაკდა იმაზე, რომ ნეაპოლელებს შესწევთ სკუდეტოს მოპოვების ძალა და მეტიც, ფავორიტებიც კი არიან ამ ბრძოლაში. სწორედ ამ მოსაზრებას იზიარებს იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი, ჩეზარე პრანდელი:

"ვფიქრობ, რომ სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტედენტი "ნაპოლია" და ამ სიტყვებს ჰაერზე ნამდვილად არ ვამბობ - ბოლო ტურებში სწორედ ნეაპოლელები აჩვენებენ საუკეთესო თამაშს და იგრძნობა, რომ კიდევ უფრო შეუძლიათ მომატება. საერთოდ, ძალიან მომწონს ეს გუნდი და რა დასამალია, ვგულშემატკივრობ კიდეც. მომწონს ტაქტიკა-სტრატეგია, რომელსაც ვალტერ მაძარი ირჩევს, შემადგენლობა და ის არანორმალური ატმოსფერო, რომელიც "სან პაოლოს" სტადიონზე სუფევს. გამომდინარე აქედან, სწორედ სამხრეთელებს ვქომაგობ და იმედია, ჩემპიონებიც გახდებიან".

როგორც წესი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელები თავს იკავებენ ამა თუ იმ გუნდის მიმართ სიმპათიების გამოხატვისგან, მაგრამ ჩეზარე პრანდელიმ ეს დაუწერელი კანონი დაარღვია: "არ მესმის რატომ უნდა დავმალო ვის ვგულშემატკივრობ ამა თუ იმ თამაშში და გნებავთ, მთლიანად ტურნირზე... არასდროს მავიწყდება, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვარ და მხოლოდ იმათ ვიძახებ შემადგენლობაში, ვინც კონკრეტული მომენტისთვის საუკეთესო ფორმაშია. როდესაც ვამბობ, რომ "ნაპოლის" ჩემპიონობა უფრო გამახარებს, ვიდრე "მილანის", ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკრებში ფავორიტი გუნდიდან მივიწვევ ფეხბურთელებს. საკუთარი თავის მტერი ნამდვილად არ ვარ და შემადგენლობასაც იმის მიხედვით ვარჩევ, ვინ უკეთ თამაშობს ფეხბურთს და ვინ ჯდება ჩემს ტაქტიკურ მონახაზში".

პრანდელიმ მაძარის შესახებ ისაუბრა ვრცლად და შემდეგი განაცხადა: "ვალტერი გენიალური სპეციალისტია და ამაში ტურიდან ტურამდე ვრწმუნდები. კარგად გრძნობს თამაშის პულსს და იცის, რა დროს რა ცვლილებას უნდა მიმართოს. არასდროს ეშლება შემადგენლობის თუ ტაქტიკა-სტრატეგიის შერჩევა. მოკლედ, მისი მისამართით კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ჩემი პირადი აზრია, რომ ის ისეთივე მნიშვნელოვანია "ნაპოლისთვის", როგორც თავის დროზე დიეგო მარადონა იყო - განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ დიეგო ფეხბურთელი იყო, ვალტერი კი მწვრთნელია".

"ნაპოლის" შანსებთან დაკავშირებით, მოსაზრება გამოთქვა ანტონიო კარეკამ, ფეხბურთელმა, რომელიც 90-იან წლებში ასპარეზობდა სამხრეთულ კლუბში და დიეგო მარადონასთან ერთად, სკუდეტოც მოუგია. აი რას ფიქრობს კარეკა: "მთავარია ირწმუნონ ნეაპოლელებმა და ასეთ შემთხვევაში, სკუდეტოს მოგებაც შესაძლებელია. რწმენას ძასლიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვამბობ - მახსოვს, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში თითოეულ ფეხბურთელს ემოციების მოზღვავება ჰქონდა და რომ არა საქმისადმი სწორი მიდგომა და საკუთარი თავის ხელში აყვანა, სკუდეტო ხელიდან გაგვექცეოდა. იმდროინდელი და ამჟამინდელი გუნდების შედარება? - ჩვენ სამი გამოკვეთილი თავდამსხმელით ვთამაშობდით და გაცილებით უფრო შემტევი გუნდი გვყავდა, ამიტომ ხშირად მეტოქეებს უბრალოდ ვანადგურებდით. მაძარიც სამი შემტევით თამაშობს, მაგრამ იქიდან მხოლოდ ერთი, ედინსონ კავანია გამოკვეთილი ფორვარდი. მარეკ ჰამშიკი და ესეკილ ლავეცი კი უკნიდან თამაშობენ და ნახევარდაცვას გვარიანად ეხმარებიან. განსაკუთრებით ლავეცი მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა აიღოს თამაში საკუთარ თავზე - ხშირად აქვს დასარტყმელი პოზიცია და მაინც პასის გაკეთებაზე ფიქრობს. არადა, კარგი დარტყმა აქვს და თუ უფრო ხშირად დაემუქრება მეტოქეთა კარს, მისთვისაც უკეთესი იქნება და მთელი გუნდისთვისაც".

გასაკვირი არ არის, რომ ნეიტრალურად განწყობილი გულშემატკივრების აბსოლუტური უმეტესობა "ნაპოლის" გულშემატკივრობს. ეს ბუნებრივია, რადგან "მილანი" მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული გრანდია, ობიექტურად უფრო ძლიერ გუნდად ითვლება, უმეტესობა კი როგორც წესი სწორედ სუსტს ქომაგობს - ასე უფრო საინტერესოა და ალბათ სამართლიანიც.

დავუბრუნდეთ პრანდელის განცხადებას მისი "ნაპოლისადმი" სიმპათიების შესახებ და ადრიანო გალიანის მოვუსმინოთ, რომელიც ძალიან გაანაწყენა "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელის კომენტარმა: "უკვე დავურეკე ფედეკალჩოს პრეზიდენტს და ჩემი აზრი პირადად მოვახსენე - არამგონია, რომ სწორი იყოს, როდესაც ეროვნული ნაკრების თავკაცი ამა თუ იმ გუნდს სიყვარულში უტყდება. ამან შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს ფეხბურთელებზე, რომლებიც "აძურას" კანდიდატები არიან და ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩეზარეს თავი მოაწონონ. ჯანკარლო აბეტემ გაიზიარა ჩემი მოსაზრება და პირობა მომცა, რომ ამ თემაზე პრანდელის აუცილებლად დაელაპარაკება".

მართალია, უმეტესობამ "ინტერი" უკვე ჩამოწერა სასკუდეტო მარათონიდან, მაგრამ ასე კატეგორიულად ლაპარაკი არა გვგონია, რომ სწორი იყოს. ლეონარდოს გუნდი მესამე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და ხუთი ქულით ჩამორჩება "მილანს", სამით კი "ნაპოლის". ბოლოს, დარჩენილი შეხვედრების კალენდარს გადავხედოთ...

XXXII ტური

ფიორენტინა-მილანი

ბოლონია-ნაპოლი

ინტერი-კიევო

XXXIII

მილანი-სამპდორია

ნაპოლი-უდინეზე

პარმა-ინტერი

XXXIV

ბრეშა-მილანი

პალერმო-ნაპოლი

ინტერი-ლაციო

XXXV

მილანი-ბოლონია

ნაპოლი-ჯენოა

ჩეზენა-ინტერი

XXXVI

რომა-მილანი

ლეჩე-ნაპოლი

ინტერი-ფიორენტინა

XXXVII

მილანი-კალიარი

ნაპოლი-ინტერი

XXXVIII

უდინეზე-მილანი

იუვენტუსი-ნაპოლი

ინტერი-კატანია

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 31 19 8 4 54-22 65

2. ნაპოლი 31 19 5 7 50-30 62

3. ინტერი 31 18 6 7 56-35 60

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა