ევროპა ლიგა. პირველი 1/16 ფინალური მატჩები: ბატშუაი "ბორუსიას" ევროტურნირზეც მიათრევს [VIDEO]
ევროპა ლიგის 1/16-ფინალური შეხვედრებიდან რამოდენიმე მართლაც საინტერესო გამოდგა.
ტრავმირებული ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის "სპარტაკი" მოსკოვში 1:3 დამარცხდა ბილბაოს "ატლეტიკთან" და შემდეგ ეტაპზე გასვლის მიზერული შანსი დარჩა. ამ შეხვედრაში დუბლი 37 წლის ფორვარდმა არიც ადურისმა მიითვალა, რომელმაც ტურნირზე ზედიზედ 5 შეხვედრაში გაიტანა გოლი და 2010/2011 წლების სეზონში "მონაკოს" თავდამსხმელის რადამელ ფალკაოს დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
დორტმუნდის "ბორუსიამ" "სიგნალ იდუნა პარკზე" მიში ბატშუაის მიერ 90+1-ე წუთზე გატანილი გოლით 3:2 სძლია ბერგამოს "ატალანტას". მიშიმ დუბლი შეასრულა და რაც ახალ გუნდში გადავიდა 3 შეხვედრაში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"მილანმა" ბულგარეთში 3:0 გაანადგურა "ლუდოგორეცი" და კვლავ გაიტანა გოლი 20 წლის პატრიკ კუტრონემ. მოკლედ, ჯენარო გატუზოს ხელში როსონერი პროგრესს განიცდის და ეს უდავოდ მისი დამსახურებაა.
15.02.18 ლუდოგორეცი - მილანი 0:3
"არსენალმა" შვედეთში ადვილად დაამარცხა "ოსტერსუნდსი" 3:0. მასპინძლებს მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ პირველ წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლოთ, მაგრამ თერთმეტმეტრიანი მცველმა ტომ პეტერსონმა ვერ გამოიყენა.
15.02.18. ოსტერსუნდი - არსენალი 0:3
"მადრიდის "ატლეტიკომ" დანიაში "კოპენჰაგენი" 4:1 გააბითურა და თავი მერვედფინალში დაიგულა, "ლაციომ" ბუქარესტში 0:1 წააგო "სტიაუასთან", "ვილიარეალი" გასვლაზე დამარცხდა "ლიონთან" 1:3.
16.02.18 კოპენჰაგენი - ატლეტიკო 1:4
ასეთივე ანგარიშით დამარცხდა "ნაპოლი" "სან პაოლოზე" "ლაიპციგთან", თუმცა მისი მწვრთნელი მაურიციო სარი ამ ტურნირს პრიორიტეტულად არ მიიჩნევს და ეს წაგებაც მისი გუნდისთვის დიდი ტრაგედია არაა.
15.02.18. ნაპოლი - ლაიპციგი 1:3
ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი. I მატჩები
ნიცა - ლოკომოტივი 2:3
ასტანა - სპორტინგი 1:3
დორტმუნდი - ატალანტა 3:2
ლუდოგორეცი - მილანი 0:3
მარსელი - ბრაგა 3:0
ოსტერსუნდსი - არსენალი 0:3
სოსიედადი - ზალცბურგი 2:2
სპარტაკი - ბილბაო 1:3
აეკ - დინამო (კ) 1:1
სელტიკი - ზენიტი 1:0
კოპენჰაგენი - ატლეტიკო 1:4
სტიაუა - ლაციო 1:0
ლიონი - ვილიარეალი 3:1
ნაპოლი - ლაიპციგი 1:3
პარტიზანი - პლზენი 1:1
ცრვენა ზვეზდა - ცსკა 0:0
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა