23 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდება და 25-ში გერმანიას უმასპინძლებს
23 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ავსტრიას დაუპირისპირდება და 25-ში გერმანიას უმასპინძლებს.

მთავარი პრობლემა, რაც ნაკრებს აქვს, ეს თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის თამაშს ეხება. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გერმანიასთან მატჩის დროს ქართველები კლუბში ისვენებენ.

ტრადიციად ქცეული კითხვა: გვეყოლებიან ნაკრებში შენგელია და შერმადინი?

ქართველ ლეგიონერებთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს დავუკავშირდით.

- ბატონო პაატა, რა ხდება თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინთან დაკავშირებით, იყო საუბარი, რომ თქვენ ესპანეთში აპირებდით წასვლას?

- დიახ, ვიყავი უკვე ესპანეთში წასული.

- რა შედეგი მოჰყვა თქვენს ვიზიტს?

- შედეგი მოჰყვა ის, რომ გიორგი შერმადინის თაობაზე რაღაც პასუხს ველოდები. თორნიკე შენგელიასაც და გიორგი შერმადინსაც ძალიან უნდათ ნაკრებში თამაში. თორნიკე არ იქნება, შერმადინიც იმავე მდგომარეობაშია, თუმცა პატარა იმედი რაღაცა არის. ვნახოთ, რა იქნება.

- თუმცა, გერმანიასთან მატჩში მათ ხომ აქვთ არასათამაშო პერიოდი?

- თავისუფალი დრო რომ აქვთ, მანდ სხვა თემაა. პრინციპზეა საუბარი ევროლიგასა და ფიბას შორის.

- რაც შეეხება მაიკლ დიქსონს, იყო საუბარი, რომ კლუბი არ უშვებდა და ნაკრებში ვერ ჩამოვიდოდა?

- დიქსონი ნაკრებში ითამაშებს. პრობლემა იყო, მაგრამ მოგვარდა.

პატრიოოტი ექიმი იმერელი
888 ს მიყვარს 8 რიცხვი ჩემი შვილი დაბადებულია ამ რიწხვში . ასობით პაციენტი მიმკურნალებია ნისიათ და არ მიწუწუნია, მსორი.თუ დოლორეს იბარურის შვილმა რუბენმა თქვა ჩემი სისხლი, სიცოცხლე ეკუთნის ესპანეთს,ალბათ ჩვენი თანამემამულების სისლი მაგათ ეკუთნის!
გიორგი
ევროპაზეც ფიბა-ევროლიგის ომი იყო, გერმანიასთან ხელი რომ არ გაანძრიეს?! თუ, ფაჩულიას კომენტარი იყო ღრმა პატივისცემით გამსჭვალული?! კაი ხანია საკალათბურთო ოჯახში არაჯანმრთელი სიტუაციაა და ჭურნალისტები უყრუებენ... დაათვალიერა ესპანეთი, თითქოს წინასწარ არ იცოდა "მოლაპარაკების" შედეგი. სანამ დანიშვნებს არ დაივიწყებენ არჩევნების სანაცვლოდ, მანამდე ჭაობში ვიქნებით. თუ დიდი სპორტსმენი ხარ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება გაქვს და თავზე უნდა გადაისვარო.
ნუგზარი
სანამ კომენტარს დაწერთ, იქნებ წაიკითხოთ რა ხდება ევროლიგასა და ფიბას შორის. ხელჩართული ომია გამართული და თქვენ გინდათ გურასპაულმა გადაწყვიტოს ეს პრობლემა? წერეთ იმაზე რაშიც ერკვევით და დაანებეთ კალათბურთს თავი. თქვენ ფიქრობთ რომ ფედერაციაზე უფრო გაწუხებთ ნაკრების ამბავი? სასაცილოა.
კოლა
ამ საიტის ადმინისტრაციას მიდა ვუთხრა რას ფილტრავთ ამ კომენტარებს კაგებე-ს საიტია?
თენგო
კომენტარი აზრს კარგავს, როდესაც არცერთი წამყვანი მოთამაშე არ გყავს ნაკრებში.
განდაგანა
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ სანაკრებო დონეზე სერიოზული დაღმასვლა გვექნება
ზურა
სამაგიეროდ აბა 25 თებერვლის თამაშის ბილეთებზე ნახეთ რა ხდება,ბილეთების ყიდვა მინდოდა და tkt.ge-ზე შევედი ვიფიქრე ნორმალურ ადგილებს შევარჩევ მეთქი და რაც კაი ადგილებია არ იყიდება,რომ მივწერე ამ საიტს ფეისბუქ გვერდზე მიპასუხეს რომ რაც კარგი ადგილებია უპატრონო ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვისაა გათვალისწინებულიო,ღმერთმა ქნას მასე იყოს მაგრამ ვფიქრობ გადამყიდველებისთვისაა გათვალისწინებული.....ფაქტიურად 15 ლარიანი ბილეტებზე ნორმალური ადგილები რაცაა არ იყიდება
bodo
და კონტრაქტის მოშლის კომპენსაციას ფედერაცია გადაუხდის ბასკონიას ?? მილიონებს თანაც>??
bodo
რატომ ვერ გაუბედავენ ?? კონტრაქტი აქვთ და როგორც სურთ ისე მოიმოქმედებენ სამწუხაროდ. ფიბაა უსუსურზე უსუსური და ვერ აგვარებს ევროლიგასთან ამ საკითხს
tubaldo
ბლეფი. ეს ისედაც ვიცოდით რომ ძალიან უნდათ თამაში . ახალი გეთქვა. პატარა იმედი რას გულისხმობს ერთი???
nnn
ბატონო ჟურნალისტო მაგისთვის ესპანეთი როგორ მოეწონა ის უნდა გეკითხათ და არა ნაკრების წევრებზე რაც აინტერესებდა ის კი გააკეთა
mm
100%
888
"პატრიოტი იმერელი" რა მაგარია არა?გააუქმოს ხომ კონტრაქტი?შენ კაცს ტყუილა ჭადს არ მოუტეხავ და სხვას მილიონიანი კონტრაქტის გაუქმებას თხოვ არა?მერე რა ქნას ჩამოვიდეს და შენ გიყუროს აქ?აბა შენახარ რაღა!
mmm
აბა რა ასეთი პირში ჩალაგამოვლების შემდეგ რა სინდისით იკომენტატორა ის თამაში. უთავმოყვარეო.
nmn
რა პრინციპებზე ლაპარაკობ თავგასიებულო ჩვენზეა მარტო პრინიპები? ნოემბერში ბულგარელებმა ბარსადან, როგორ ჩამოიყვანეს თავიანთ ნაკრებში კაცი? 20 მდე ევროლიგის გუნდში მყოფმა კაცმა ითამაშა ნოემბერში თავიამთ ნაკრებში და ეს რა პრინციპულობაზე ბოდიალობს?D
guraspauls
ხალხო რა ხდება 18 წლიანებში :18 წლიანებში ხდება ის რომ თამაშობს 19 წლიანები გურასპაული ვითომ საქმის კურსში არ არის.რა ხდება სუპერ ლიგაში რაც კი ხრონგი იყო ევროპაში აქ ჩამოიყარა და ჩვენი ფულით კვებავენ,ნახეთ დინამომ როგორ ივაჟკაცა ევროტურნირზე. ამ ხრონგს წილში უზის მწრთვნელები და რა თქმა უნდა ფედერაცია,ჩვენს ბავშვებს კი ცხრილავენ 16ტიდან 20 წლამდე ასაკში და ამას აკეთებს ფედერაცია.
sandrinio
არასამართლიანად მოვიდა პრეზიდენტან გურასპაული. უნდა მოეგო წესით და რიგით შიო ხეცურიანს. რომელიც მართლა ძალიან კარგი პროგრამა ქონდა და ყველა ნაკრები კანდიდატი უჭერდა მხარს. წინა ფედერაციამ დასვა ეს ვაჟბატონი და არც ცხვენია . არ უნდა ჩამოვიდნენ ზუსტად თოკოც და შერმადინიც . გამოიძახოს ანატოლი ბოისა და გამყრელიძე. ტუღუში და ხოშტარია მოკვეთეს ნაკრებიდან, ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელები , რაზე უნდა ველაპარაკოთ. უსამართლობის ზეიმია კალათბურთის ფედერაციაში. რას ჩადიოდა თუ ვერაფერს მიაღწია. ესპანეთი დაათვალიერა და კომენტატორი იყო ბასკონია - უნიკახას მატჩზე.
status quo
გაუსეირნია ბიჭს ესპანეთში ფედერაციის ხარჯზე.
888
შენგელია არის ჩვეულებრივი დაქირავებული მაღალანაზღაურებადი მოსამსახურე.თუ ის არ დაემორჩილება რეგლამენს,განაწესს ან კანონს მიიღებს დისკვალიფიკაციას და ვერცერთ პრესტიჟულ კლუბში ვერ ითამაშებს.მერე რა ქნას,საქართველოს პირველობაზე ითამაშოს 500ლარად?
სიმართლე
ესეც თუ პრეზიდენტია რა . ეგრე იცის დანიშნულმა და არა არჩეულმა პრეზიდენტმა, წავიდა ესპანეთში გაისეირნა მივლინებებში კაი ფული კეთდება ნაკრებისთვის რა გააკეთა ??? ნული!!! .....
ბბბ
თოკოს არ ათამაშებენ კი არა, დაეჩოქებიან კიდევაც, ის იმხელა ძალაა ბასკონიასათვის. მაინც ვერ ვიგებ თოკოს ვერჩამოსვლის მიზეზს, უბრალოდ ვერ გაუბედავენ არგაშვებას. ჩამო რა თოკო!
888
რას როშავთ? რასქვია შენგელიას როცა უნდა...სხვა კლუბს მოძებნის...არის კანონი და იმ კანონს არავინ დაარღვევს ევროლიგაში.პაატას ცდა სასიხარულოა,მაგრამ ვეჭვობ წინასწარ იცოდა,რომ არაფერი გამოუვიდოდა თუმცა მაინც სცადა.მართლა სადა ბანაობთ.
lado
კაროჩე რა, ერთ თამაშზე მაინც როგორ ვერ მოაგვარეთ რა, რომ ჩამოსულიყვნენ, რისი იმედი უნდა გვქონდეს მთავარი ძალა არ იქნება, კაი ბიჭები არიან ახლები მაგრამ გამოუცდელები, ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა წინ ბიჭებო თქვენს გვერდით ვართ.
იმერელი 2
აზრს დაკარგავს თამაშის ხილვა თბილისში ამ ორი სპორტსმენის გარეშე.
პატრიოტი იმერელი
თუ არის თორნიკე პატრიოტი უნდა გააუქმოს კონტრაქტი ესპანელებთან. გუნდები ბევრია სამშობლო ერთია!
ქომაგი
ფედერაციამ ცოტა მეტი პრინციპულობა რომ გამოიჩინოს სჯობს. ბასკონიასთან მიმართებაში მაინც აქვს კოზირები. იმხელა თანხებს იხდის ბასკონიას პროგრამაში ფედერაცია და ამ პროექტის შეცერებით დაემუქროს თუ შეაფერხებს ხოლმე შენგელიას გამოშვებას და ვნახოთ აბა როგორ პოზიციაზე იქნება ბასკონია. მაგრამ აქ რაღაც დემარშს უფრო ჰგავს სიტუაცია, შესაძლოა ნაკრების წევრები ფედერაციის ხელმძღვანელობასთან არიან კონტრაში და ამიტომ არ ჩამოდიან და მიზეზად კლუბის წინააღმდეგობა მოყავთ. ამასობაში კი ქართული კალათბურთი ჭაობისაკენ მიდის და იქიდან ამოსვლას ისევ წლები დაჭირდება.
dvalishvili lado
ვერ მოელაპარაკა(
თორნიკე
ცოტა პრინციპულობა გამოგეჩინათ რას ქვია არ უშვებენ დამრტყმელი ძალა ორივე თორნიკემ თვითონ მიაკაჩავოს კარიერა გაუჭდება ? მაგას ისედაც არავინ გაუშვებს სხვა გუნდში და თუ გაუტრაკებენ სხვა უკეთეს გუნდში ვერ ითამაშებს თუ რა ?..მოკლედ ამის ვიზიტს აზრი არ ჰქონდა შენგელია ძალიან გვწირდება
qomagi
ორი აზრი არ შეიძლება იყოს, ნამდვილად მასე იქნება ჩვენდა სამწუხაროდ
ქუთაისელი-2
შენგელიას და შერმანდინის გარეშე გავალთ ბოლო ადგილზე. მსორი
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
[VIDEO] ქურთი მებრძოლის სითავხედემ გააღიზიანა - ცარუკიანი ღონისძიებიდან გააგდეს
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
[VIDEO] ასეთი დაცვით მამარდაშვილი ვერაფერს გახდებოდა - "ლივერპული" სტუმრად "ასტონ ვილასთან" დამარცხდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "როდეზს" მოუგო და ლიგა 1-სკენ ნაბიჯი გადადგა
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში
გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს