"ევროპის ჩემპიონატის წილისყრის მსვლელობისას კიდევ ერთხელ დამეუფლა შეგრძნება, რომ ქართული კალათბურთი ევროპული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია", - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ევრობასკეტი 2022-ის წილისყრის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, რუსეთთან, თურქეთთან, ბელგიასთან და ბულგარეთთან. კენჭისყრის დასრულების შემდეგ პაატა გურასპაულმა ყველა მეტოქეზე მოკლედ ისაუბრა.

ესპანეთი

„ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ის ბოლო ათწლეულის ევროპის საუკეთესო გუნდია. სასიამოვნოა, რომ ქართველ გულშემატკივარს საშუალება მიეცემა, საკუთარი თვალით იხილოს ეს ლეგენდარული ნაკრები. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნაკრები ყველა მოწინააღმდეგესთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი“.

რუსეთი

„რუსეთის ნაკრები ბედისწერამ გვარგუნა. წინასწარ ვიცოდით, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე იქნებოდა. საქართველო მასთანაც, რასაკვირველია, მოსაგებად იბრძოლებს“.

თურქეთი

„ჩვენ მიერ არჩეული პარტნიორი, თურქეთის ნაკრები, ძალიან სერიოზული გუნდია თავისი შეინ ლარკინით. ის ძალიან ძლიერი კონკურენტი იქნება ნებისმიერი გუნდისთვის. პირველი ადგილისთვის თურქეთიც იბრძოლებს“.

ბელგია

„მეხუთე და მეექვსე კალათებიდან შეგვხვდა ბელგია და ბულგარეთი. ბელგიელებთან არაერთხელ გვითამაშია და ვიცით, რომ ბოლომდე იბრძვის, არასოდეს ნებდება. ამ ნაკრების რამდენიმე კალათბურთელი ევროპის ტოპ-გუნდებში თამაშობს. მათ შეუძლიათ მიზნად ჯგუფიდან გასვლა დაისახონ".

ბულგარეთი

„ბულგარეთის ნაკრები თითქოს ყველაზე სუსტია, თუმცა ბოლო შესარჩევ ეტაპზე მაღალ დონეზე ითამაშა. მან ფინალური ეტაპის მიღმა დატოვა ლატვიის ძლიერი ნაკრები. არა მგონია, ბულგარელები თბილისში სტატისტის როლით დაკმაყოფილდნენ“.

„ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივრისთვის ყველა მატჩი საინტერესო იქნება და წინასწარ რთულია იმის თქმა, რომელი ოთხი გუნდი განაგრძობს თამაშს მერვედფინალში".

GBF.GE

dsag
თუ ვერ ჩამოვიყვანეთ ორივე შანსიც არ გვექნება სულელური არჩევანის გამო.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში
ცნობილი გახდა, როდის დაიწყება ევრობასკეტისთვის ახალი დარბაზის მშენებლობა
მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)