როგორი შთაბეჭდილება დატოვა საბა კვირკველიამ "ნიცასთან" მატჩში?
ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივმა" საფრანგეთში 3:2 დაამარცხა "ნიცა", თუმცა ისევე შეიძლებოდა განადგურებულიყო, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე "სპარტაკი" "ლივერპულთან" (0:7), რამეთუ 2:0-ზე ფრანგულ გუნდს კიდევ რამოდენიმე მომენტი ჰქონდა და რომ გამოეყენებინა, მერვედფინალისტის ვინაობა "ალიანც რივიერაზევე" გაირკვეოდა. უბრალოდ, ფრანგულ გუნდს საქმის იქვე მოსათავებლად კლასი არ ეყო.

შეგახსენებთ, ლუსიენ ფავრის გუნდი ქვეყნის ჩემპიონატზე 34 ქულით მე-9 ადგილზეა და ბოლო სამ ტურში ტურში დამარცხდა (დიჟონთან 2:3, ტულუზასთან 0:1 და მეცთან 1:2). საერთოდაც, ამ კლუბს ფინანსურად არ ულხინს და ზაფხულში წამყვანი ფეხბურთელების და მათ შორის მარიო ბალოტელის გაშვებას გეგმავს.

დებიუტში ცხადი შეიქნა "ლოკოს" ის პრობლემები, რომლებმაც ჯერ კიდევ ესპანურ შეკრებაზე ჩატარებულ სპარინგებზე იჩინა თავი. კერძოდ, ნორვეგიის "სტრემსგოდსეტთან" 2:2-ზე დასრულებულ შეხვედრაში. მაშინ მწვრთნელმა იური სიომინმა დაცვის შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ყოველივე ეს ძვირად უჯდებათ და შემდეგ გმირული ძალისხმევით უხდებათ მათი გადალახვა. უნდა აღინიშნოს, რომ "რკინიგზელთა" წუნი მარტო მისი უკანახა ხაზის ბრალი როდია.

მეტოქე ნახევარდაცვიდან დრიბლინგით ადვილად გადადის შეტევაზე. მაგალითად, "ნიცას" ფეხბურთელებმა ბალოტელიმ, პლეამ, სერიმ და განსაკუთრებით სენ-მაქსიმენმა პირველ ტაიმში უამრავი პრობლემა შეუქმნეს "ლოკოს".

შედეგად, ფლანგზე დენისოვის შეცდომის შემდეგ ბალოტელიმ ანგარიში გახსნა. იმ მომენტში კვირკველიას დაზღვევა შეეძლო, მაგრამ მისი დადანაშაულება გაშვებულ გოლში არ შეიძლება.

მერე პეიჩინოვიჩს მოხვდა ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე და ატეხეს რუსმა ჟურნალისტებმა ერთი ამბავი - გვჩაგრავენო. არადა, მიუხედავად იმისა, რომ სერბს განზრახ არ უთამაშია ხელით, კარისკენ დარტყმულ ბურთს მიმართულება აშკარად შეუცვალა.

0:2-ზე "ლოკომოტივი" კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა და გაუმართლა "ნიცამ" მესამე გოლი რომ ვერ გაიტანა, ხოლო ზედ შესვენებაზე ერთი ბურთის გაქვითვამ ძალიან უშველა. პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

ნაანტრაქტევს სიომინმა პასიური დენისოვი და კოლომეიცევი რიბუსით და ფარფანით შეცვალა და თამაშის სურათიც შეიცვალა. 69-ე წუთზე მსაჯმა უკანასკნელი იმედის ჯარიმაზე მაპინძელთა მარცხენა მცველი კოლე გააძევა, ფერნანდეშმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ლოკომოტივმა" 3:2 გაიმარჯვა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას. ეს ორი საშუალო ევროპული კლასის გუნდის თამაში იყო. თუ შეიძლება ასე ვთქვათ, "აჭრილი" თამაში, ორი განსხვავებული ტაიმით. აშკარაა, რასაც ადვილად ახერხებს სიომინის კრებული რუსეთის პირველობაზე, იმას ვერ შეძლებს უფრო მაღალი დონის მეტოქეებთან.

აღნიშნა კიდევაც ნამატჩევს სიომინმა, რომ მათ ჩემპიონატზე შესვენებაა, კარგა ხანია ოფიციალური მატჩები არ ჩაუტარებიათ და უამრავი დაშვებული შეცდომის შემდეგ თამაშში გარდატეხა შეიტანეს. ეგაა, ამდენ შეცდომას უფრო მაღალი კლასის მოწინააღმდეგე არ აპატიებს და მწარედ დასჯის.

რაც შეეხება კვირკველიას. "სპორტ - ექსპრესმა" მისი გარჯა 6 ბალით შეაფასა:"ნაწილობრივ დამნაშავეა მეორე გაშვებულ გოლში, ბურთი თავით სერის დაუგდო, მერე კი მეტოქის ფინტისას ამოვარდა ეპიზოდიდან. თუმცა, მთლიანობაში კარგი მატჩი ჩაატარა".

უნდა ითქვას, საბას საუკეთესოდ ნამდვილად არ უასპარეზია, მისი უკეთესი თამაშებიც გვინახავს, დაცვაში იმდენად უხეიროდ ირჯებოდნენ პარტნიორები, რომ შეტევაშიც ვერ მიდიოდა და საერთოდ - უკვე 26 წლისაა და ამ გუნდში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა.

თუ პროგრესი სურს, აუცილებლად და ყოველ მიზეზგარეშე უკეთესი საფეხბურთო ლიგის კლუბში უნდა გადავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამავე დონის ფეხბურთელად დარჩება.

გასაგებია, "ლოკოში" ის თავს ყოველმხრივ კარგად გრძნობს, იქ ერთ-ერთი საუკეთესოა, ალბათ, ფინანსურ პირობებსაც არ უჩივის, მაგრამ უნდა გარისკოს. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და დრო უცბად გაირბენს.

მას შანსის გამოყენება მართებს და თუ არ გამოუვიდა, "ლოკომოტივის" დარ გუნდში ყოველთვის დაბრუნდება. გარისკავს კი?

Video

15.02.18. ნიცა - ლოკომოტივი 2:3

ბუჯანგა
ევროპული ფეხბურთისთვის არცერთი ქართველი ფეხბურთელი არაა მზად..სანამ კიდევ დროა ბავშვთა ფეხბურტში ჩაიდოს ფული..ჩამოიყვანონ კვალიფიცირებული მწვრთნელები ფიზიკური მოზადების სპეციალსიტები..ფსიქოლოგები..დაიწყონ გაზრდა 10 წლიდან ბავშვების..ნორმალურად და სწორად აღზარდონ...მერე აქვს შანსი უკვე 16-18 წლის ფეხბურთელს არა რუსეთში არამედ ევროპაში გააღწიოს..რუსეთში ფეხბურთის თამაშს ვერასოდეს ისწავლიან..
Shoda
ავტორს ეტყობა, რომ აზროვნებს. იცის ფეხბურთი ...
ალეკო
კანკავა თავის დროზე დნიპროში თამაშობდა და საკმაოდ წარმატებულად, მისი საფრანგეთში გადასვლის შემდეგ დაიწყო მისი დაღმასვლა და ეხლა სადაც თამაშობს ყველას კარგად მოეხსენება
nnn
რუსეთს რომ ევროპა ჯობს ორი აზრი არაა მაგრამ იქ თუ სათამაშო დრო არ ექნა ან ძლიერ ჩემპიონატში ვერ მოხვდა რა აზრი აქვს ისე ანდორაც ევროპაა მის რომელიმე გუნდში შეიძლება ჩვენც მიგვიღონ
roma
სწორად მოიქცა რომ ზამთრის ტრანსფერზე გუნდი არ დატოვა 100 % დავეთანხმე, ახლა კიიი ველოდები მის საუკეთესო არჩევანს 2 წლიანი კონტრაქტით ტოპ 4 ლიგაში საშუალო დონის გუნდთან და შემდეგ უკვე ტოპ კლუბებზე შეიძლება ლაპარაკი. საბა სახლს საძირკველიდან აშენებენ და არ იჩქარო ჯერ სახურავის დადგმა, 28 წლის ასაკში შეგიძლია სახლი დააასრულო და სასახლის შენება დაიწყო, წარმატებებს გისურვებ და საუკეთესო გადაწყვეტილებას შენს ცხოვრებაში.
zura
სად უნდა წავიდეს? 5-6 წელი დარჩენია სათამაშოდ, მილიონებს დააგროვებს ჩამოვა საქართველოში და იცხოვრებს კოხტად.მშვენივრად არის კაცი მოწყობილი.რამე სერიოზული ევროპული კლუბიდან აქვს შემოთავაზება და უარს ამბობს თუ რა.სხის საქმეში რა პროფესორია ყველა.
sa
ქართული ისწავლე უკეთესია მეგობარო
ვასო
რაის წამსვლელია, ან ვის რად უნდა კვირკველია, ადგილს მაგი ვერ არჩევს, პასს ვერ აკეთებს, დაზღვევაზე თამაში არ იცის, კაცს ვერ ატყვილებს, მოედნის ხედვა ნული, ერთადერთი პერსონბალურ დაცვაზე ითამაშებს, და ფიზიკური მონაცემები აქ, ლოკომოტივი არის მაგის პატალოკი . კვირკველია არის ჯანიანი, აბსოლუტურად უშინაარსო მასტი, მაგი კანკავა და ლობჟანიძე, გადააბი ერტმანეტზე, ერტი სტილი და კლასი. მაგას დვალიც ჯობია, გიორგაძეც და ხოჭოლავაც. ბევრჯერ დოუღუპივართ და კიდევ ბევრჯერ დაგვღუპავს, მათ შორის ერთა ლიგაზე, თორე ნახავთ
Mm
არსად არაა ეს ღრუსედიდან წამსვლელი შეუშვით ეგ თავში.დდ
კახა
ამას თუ ჩელებაძის იმედი აქვს რომ ევროპაში მოაწყობს ძალიან სცდება ეს ირონიით რეალურად წლის ბოლოს თუ უკეთეს ჩემპიონატში იგულისხმება ტოპ 4 დავეთანხმები სტატის ავტორს დარჩება საშუალო დონის ფეხბურთელად არადა მაგარი შანსი აქვს დიდი ფეხბურთი ითამაშოს მეწყინება თუ ამ კომენტარის გახსენება მომიწევის ამის არასწორი გადაწყვეტილების გამო რუსეთი ჭაობია ყველანაირად გითრევს.
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონმა" "ნიცას" მოუგო
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
"კვარაცხელია ჩვენთან არ დააფასეს" - რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
"სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" წააგო - დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ლაკაზეტის ჰეთ-თრიკი და მიქაუტაძე შეცვლაზე - "ლიონმა" "ნიცას" მოუგო
სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
არაბები საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდს იყიდიან? - რეტკლიფს ამ თანხით თავის გეგმები აქვს