16 წლის ქართველი ფეხბურთელი ნიკა ქუთათელაძე პსჟ-ის 17-წლამდელთა გუნდში თამაშობს. როგორც თავად გვითხრა, მას ხუთი ვარჯიში პარიზელთა ძირითად გუნდშიც აქვს ჩატარებული.

ქუთათელაძისვე თქმით, მისით ტურინის "იუვენტუსი" იყო დაინტერესებული, თუმცა ყველაფერ ამის შესახებ ძალიან საინტერესო ინტერვიუში შეიტყობთ, რომელიც Sportall.ge-მ ახალგაზრდა ტალანტთან ჩაწერა.

- როგორ მიდის თქვენი საქმეები პსჟ-ში, რომელ ასაკობრივ გუნდში იმყოფებით ამჟამად და რას გეგმავთ შემდგომში?

- ამჟამად პსჟ-ის 17-წლამდელთა გუნდში ვთამაშობ. ყველაფერი მიმდინარეობს ისე, როგორც ფეხბურთელის ცხოვრებაში ხდება. მომავალზე ახლა საუბარი ნაადრევი იქნება. აქ ვარ და ჯერ იმაზე ვფიქრობ, როგორ განვვითარდე, როგორ მოვუმატო ამა თუ იმ კომპონენტში და ვიმუშაო საკუთარ თავზე. რა იქნება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს.

- რას იტყოდით უშუალოდ წვრთნის პროცესზე, ვინ არიან თქვენი მწვრთნელები, რა შეხება გაქვთ პსჟ-ის ძირითად გუნდთან და თუ იღებთ მათგან რჩევებს?

- 17-წლამდელთა გუნდს 5 მწვრთნელი ჰყავს. ჩემი მთავარი მწვრთნელი ლორენ ჰუარდია, დამხმარე მწვრთნელები კი ბაფოდე დიაკაბი, მიშელ პიზო, მიშელ სიმაო და ზუმანა კამარა არიან.

მინდა აღვნიშნო, რომ ზუმანა კამარა, წარსულში ცნობილი პსჟ-ის ფეხბურთელი და კაპიტანი, ახლა უნაი ემერის პირველი დამხმარეა. კამარა კვირაში 3-4-ჯერ ჩვენს ვარჯიშებს ესწრება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გვიხსნიან ვარჯიშს თეორიულად და შემდეგ უკვე პრაქტიკულად.

ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი უშუალო დავალება და ამოცანა, რასაც თავი უნდა გაართვას. ეს აუცილებელია, რადგან შემდეგში ყველაფერი თამაშებში გადაგაქვს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გვკრებს ერთად და განვიხილავთ ვარჯიშს.

ხუთჯერ ვივარჯიშე პირველი გუნდის ფეხბურთელებთან. ყოველ სამშაბათს 17 და 19-წლამდელთა გუნდიდან არჩევენ ერთ ფეხბურთელს და უფლებას აძლევენ, ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშოს.

- თქვენ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გითამაშიათ. რას გეგმავთ მომავალში, თუ გაქვთ ურთიერთობა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებთან და ფედერაციასთან?

- დიახ, მითამაშია, მაგრამ არცთუ ისე ბევრჯერ. მე ფეხბურთელი ვარ და ფედერაციასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. რაც შეეხება მწვრთნელებს, ისეთი ურთიერთობა მაქვს, რაც ფეხბურთელს და მწვრთნელს უნდა ჰქონდეთ.

- ინტერნეტში გავრცელდა თქვენი და პსჟ-ის სუპერვარსკვლავ ნეიმარის შეხვედრის ფოტო. როგორ შეგიძლიათ გაიხსენოთ ეს მომენტი?

- ნეიმარი ბაზაზე შემხვდა და ფოტოს გადაღება ვთხოვე. ახალი გადმოსული იყო გუნდში და ის ჩემი კუმირია.

- პსჟ-ის შემადგენლობაში ძალიან ბევრი ვარსკვლავი ასპარეზობს. რა შეგიძლიათ გვითხრათ უშუალოდ ქალაქზე? როდესაც პარიზში პსჟ თამაშობს, როგორია იმ დღეს ატმოსფერო?

- პსჟ დიდი გუნდია გამორჩეული მოთამაშეებით, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვხვდებით ბაზაზე. ხშირად ვხვდებით ერთმანეთს სადილზე და თუ დრო გვაქვს, მათ ვარჯიშებს ვუყურებთ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.

პარიზს რაც შეეხება, ეს არის დიდი, ხმაურიანი ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს. აქ უყვართ სიცოცხლე, მოდა და ფეხბურთი. პარიზზე ბევრი შეიძლება ითქვას... პსჟ-ის თამაშებზე სტადიონი ყოველთვის სავსეა. ბილეთები დიდი ხნით ადრე იყიდება და გასაგებია, თუ როგორ ელოდებიან გულშემატკივრები გუნდის თამაშს.

- პსჟ "რეალთან" 3:1 დამარცხდა, რაც დიდი იმედგაცრუება იყო პარიზელთათვის. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ? თქვენ უფრო ახლო შეხება გექნებათ ამ თემასთან...

- ნამდვილად გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთ შეხვედრას წააგებ... მით უმეტეს, პსჟ-მა კარგად დაიწყო და იგებდა კიდეც. განმეორებითი თამაში წინ არის და ალბათ, კარგად გახსოვთ, რა გაუკეთა პსჟ-მა გასულ სეზონში საკუთარ მოედანზე "ბარსელონას". მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ.

- რომელია ნიკა ქუთათელაძის ოცნების გუნდი?

- ვფიქრობ, ჩემი ოცნების გუნდში უკვე ვიმყოფები.

- თუ გაქვთ შემოთავაზებები, რომ სხვა გუნდში გადახვიდეთ?

- ამით მე არ ვინტერესდები, რადგან კონკრეტული მიზანი მაქვს - პსჟ-ის პირველ გუნდში თამაში. ხშირად რეკავენ ჩემს ოჯახში აგენტები, სკაუტები და გუნდების წარმომადგენლები... ამას წინათ, იტალიელები დაუკავშირდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და კონკრეტულად ალექსანდრე იაშვილს.

მათ ჩვენს ოჯახთან უნდოდათ დაკავშირება. ეს ამბავი გვითხრა ალექსანდრე ამისულაშვილმა, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია. შემდეგ ლორენცო კაპრანიმ დაურეკა მამაჩემს, რომელიც 12 წლის განმავლობაში კახა კალაძის აგენტი იყო.

მან გვითხრა, რომ ტურინის "იუვენტუსის" დავალებით გვირეკავდა, პირადად ფაბიო პარატიჩი, ტურინელთა სპორტული დირექტორი იყო ჩემით დაინტერესებული, რომელიც ჩამოსულიც კი იყო პარიზში. კლუივერტს სთხოვა, რომ ეშუამდგომლა, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდრე ამისულაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ დღევანდელი ქართული ფეხბურთის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობთ?

- ევროსარბიელზე ქართული გუნდების შედეგი ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობას ცხადყოფს. ეროვნულ ჩემპიონატს კი აქტიურად თვალყურს ვერ ვადევნებ. არც ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს აქვთ სახარბიელო შედეგი. ზოგადად ვადევნებ თვალს და იმედი მაქვს, მომავალში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

- რა იციან საფრანგეთში ქართულ ფეხბურთზე, თუ არის მათთვის ცნობილი ქართველი ფეხბურთელები?

- საფრანგეთში ქართველ ფეხბურთელებზე ბევრი არაფერი იციან. მხოლოდ კახა კალაძეს და შოთა არველაძეს იცნობენ, კლუბებიდან კი - თბილისის "დინამოს".

- რა არის თქვენი სამომავლო მიზანი, რას აპირებს ნიკა ქუთათელაძე?

- ჩემი სამომავლო მიზანი ერთია - ვითამაშო ფეხბურთი. ფეხბურთის ლეგენდა პატრიკ კლუივერტმა ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მე საქართველოს და მსოფლიოს გაოცება შემიძლია.

ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მოდუნების უფლება არ მაქვს და თუნდაც მას იმედები გავუცრუო. ამისთვის ყოველდღიურად უფრო მეტს მოვინდომებ.

ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავ, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

როგორც იბრაჰიმოვიჩი - ფრანგებმა ნიკა ქუთათელაძის გოლი ზლატანისას შეადარეს

შიბლატროლის
რა მაგრა გეჭყანება პუტინოიდურ ინტრიგანულ კოკოითის ჯიშის ტვინი შიბლაკაცო, 11 კომენტარი რა ამბავია?
gio
momavali messi...kai reklama gaiketa. magitomac brcyinavs saqartvelos nakrebshi...
ზვიად
ჩვენი ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებს და ნემსაძის მონახაზში არ ჯდება))))))).დარწმუნებული ვარ დინამოში სინჯებზე რო მიიყვანო დაუწუნებენ))))
ვახტანგი
ძალიან ბევრი ვიცინე ნაცარქექიას კომენტარზე, მაგარი კაცია საკაიფოდ ღადაობს :D :D :D
ზეზვა
მაგას ტყიბულის მეშახტეში როა კაფელი და პარკეტიც ეცოდინება. ნომერი დადევით რა.
ნაცარქექია
ფედერაციაში არ უნდათ პროფესიონალები დანიშნონ მწვრთნელებად და წარმატებას მიაღწიონ, იმიტომ, რომ სულ სოროსის ხალხია ან ჩრდილოეთ კორეის აგენტები. მთელი ქვეყანა პროფესიონალი მწვრთნელებითაა გადაძეძგილი, მაგრამ ისინი სახლში არიან წამოგორებულნი და პროფესიონალურ კომენტარებს საიტებზე წერენ. ჩემი ბიძაშვილი ტყიბულის მეშახტეში თამაშობს პროფესიონალი თავდამსხმელია და მეკარეობაც შეუძლია, მაგრამ ნაკრებში არ იძახებენ, ბლოკავენ.
სოსო
ამათ ნაკრებში?ეს რას ნიშნავს?საფრანგეთის ნაკრებში აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელებიმც თამაშობენ,მაგრამ ეს მათი ნაკრებია და მთლიანად ,სულით გულით,შეგნებით და თუ გინდათ სიტყვა ჯიგარიც იხმარეთ,ჯიგრით ქართველს ეუბნები ამათთან რა გინდაო?მშობელს და სამშობლოს არ ირჩევენ,არც ის ივარგებს კაცად,ვინც საკუთარ დედას ლანძღავს და დედინაცვლის მზეს ფიცულობს.არც სამშობლოა ძროხა,რომელიც მხოლოდ უნდა წველო,ის საკურთხეველია,რომლისთვისაც უნდა ილოცო და ვაი მას,ვისაც ეს არ ესმის.მწვრთნელები სამუდამოდ არ არიან თანამდებობაზე,ისინი მოდიან და მიდიან,აი ნაკრები კი რჩება და როცა დასჭირდები,უნდა წახვიდე და უდრტვინველად გააკეთო ყველაფერი,რისი გაკეთებაც შეგიძლია.ის ხომ იმ მომენტში შენი სამშობლოა.ანრი ერთს გკითხავ,თუ საუკეთესოს ეუბნები მანდ არ ითამაშო სუსტები არიანო,როგორ გაძლიერდება ის სუსტი?საფრანგეთის ნაკრებიდან ერთი კაცი, ზიდანი რომ წავიდა,ნაკრების ძალა განახევრდა.ლიდერს დიდი გავლენა აქვს გუნდის შედეგზე და ამ ბიჭს ნამდვილად შეუძლია ნაკრებს ლიდერობა გაუწიოს,მას ხომ გოლების გატანა ეხერხება,ჩვენი ყველა ნაკრების მთავარი ნაკლი კი სწორედ გამტანი თავდამსხმელის არ ყოლაა. არ ვიცი,რატომ არ იწვევენ ნიკას ასაკობრივ ნაკრებში,მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს,მთავარია,როცა დრო მოვა, პირველ ნაკრებს გამოადგეს.ყველა ასაკობრივი ნაკრების ამოცანაც ხომ ესაა.თქვენ კი ასეთი აზრებით, ბიჭს ჭკუას და გულს ნუ აურევთ.
Grisha
რატო წერთ ისეთ კომენტარს რაც არ იცით?ჩირქს რატო ცხებთ ადამიანებს??ხო აბა სულ იმაზე ფუქრობენ კობი და ნემსა როგორ გაყიდონ ფეხბურთელები ნაკრებიდან...არაკომპეტენტური კომენტარებია.გინახიათ ამ ბიჭის თამაში??სამჯერ ყავდა შეკრებაზე ნემსაძეს...ნემსაძეს არ უნდა კაი ნაკრები ხო? და ფედერაციას არ უნდა ნაკრები ევროპაზე მოხვდეს ხო?!ჩაგრავენ არა??!!
ზესტა
ნემსაძე გასაშვებია. სწორია თენგო
ანრი
ვერ გავიგე.ამ ბიჭის მამა იყო 12წ.კალაძის აგენტი? მიხედე შვილო საქმეს.რა გინდა ამათ წყალწაღებულ ნაკრებში?
llcl
თენგო-ს. კარგი რა თენგო, ეს ბიჭი უკვე პსჟ-შია, სავარაუდოთ აგენტიც ყავს უკვე და კლუბურ ცხოვრებას თვითონ მიხედავს, ნემსაძე, კობიაშვილ თუ არველაძეების ჩაურევლად, ხო და ესენი ამის გაყიდვით ვერაფერს მიიღებენ, ამიტომ იძახებენ მათ, ვისგანაც რაღაც ხეირს ელიან. 2x2=4
თენგო
ამ ბიჭის 17 წლადელებში არ გამოძახება მეტყველებს იმაზე რომ ნემსაძე არის არა პროფესიონალი.
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლეგენდები მიდიან. "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება - მამარდაშვილი ძირითადი მეკარე იქნება
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ქუთათელაძის 370-მილიონიანი ფოტოები
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
გიორგი ნემსაძე: ამ ბიჭებმა მიაღწიონ, რასაც ჩვენ ვერ შევწვდით...
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
ნიკა ქუთათელაძემ Sportall.ge-ს მკითხველი დაასაჩუქრა
ნიკა ქუთათელაძე: პსჟ-სთან კონტრაქტში დიდი წვლილი კლუივერტს მიუძღვის
გურამ ასპინძელაშვილი: არც თამაშით ვარ კმაყოფილი და არც შედეგით
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ტოჩინოშინი იაპონური პრესის ობიექტივში
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა