რუსული პრემიერლიგის მე-14 ტურში, ნალჩიკის "სპარტაკმა" ცსკა მოსკოვში დავით სირაძისა და გოგიტა გოგუას გოლების წყალობით მოუგო...

რუსული პრემიერლიგის მე-14 ტურში, ნალჩიკის "სპარტაკმა" ცსკა მოსკოვში დავით სირაძისა და გოგიტა გოგუას გოლების წყალობით მოუგო. გატანილი ბურთების გარდა, ჩვენებურთა კარგი თამაში რუს მიმომხილველებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და ნალჩიკელთა გუნდის ორივე ქართველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გოგუა სიმბოლურ ნაკრებში ორმა საიტმა დაასახელა.

პოპულარულმა "სპორტ ექსპრესმა" მხოლოდ გოგიტა გოგუა შეიყვანა სიმბოლურში. ვებგვერდმა www.euro-football.ru-მ კი მხოლოდ ის დაასახელაა ტურის საუკეთესო 11-ეულში ეს ასე ახსნა:

"ჯერ კიდევ მატჩისწინა მიმოხილვაში გავაფრთხილეთ არმიელები, რომ კარგ ფორმაში მყოფი გოგიტა გოგუა მათთვის მეტად სახიფათო იქნებოდა და მის წინააღმდეგ მეტი ყურადღებით უნდა ეთამაშათ. ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების მცველებმა ჩვენი ეს რჩევა ყურად არ იღეს და დაისაჯნენ კიდეც. გოგუა მარცხენა ფრთაზე ბატონობდა და გატანილი გოლის გარდა, დიდებული თამაშით დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი. მატჩი პირველ ტაიმში გოგიტა გოგუას არმიელები ეუხეშებოდნენ და არაერთხელ ჩაარტყეს ფეხში, მაგრამ არბიტრმა ეს რეაგირების გარეშე დატოვა. ტაიმის შუაწელს გოგუას კლუბის ექიმიც დახმარებაც კი დასჭრდა, მაგრამ თამაშის მაინც გააგრძელა. ცსკა-ს ფეხბურთელებმა ქართველზე ნადირობა გააგრძელეს და არბიტრისგან ორი ყვითელი ბარათითაც დასაჩუქრდნენ...

ხატაჟენკოვის ჩაწოდების შემდეგ, გოგუამ ერთი შეხებით შორეულ დაბალ კუთხეში დაურტყა არმიელთა მეკარეს და გამარჯვების გოლი გაიტანა. თავად გოგუამაც მიიღო ყვითელი ბარათი. ნალჩიკელთა თავკაცი იური კრასნოჟანი უმალ გაერკვა სიტუაციაში და გოგუა შეცვალა. ამით კრსნოჟანმა ქართველის გაძევებაც აიცილა თავიდან და მისი ტრავმაც. გოგუას გარეშე ნალჩიკელთა შეტევები უღიმღამო გახდა. თუმცა, სანამ მოედანზე იყო, ქართველმა ნახევარმცველმა თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულა".

სიმბოლურში შეიყვანა გოგიტა გოგუა ვებგვერდმა www.championat.ru-მაც. "ქართველმა ნახევარმცველმა ცსკა-სთან მატჩში მხოლოდ ტაიმი დაჰყო მოედანზე, მაგრამ შეუჩერებელი იყო. პერსონალური მეურვე ოდია გოგუამ ყველა ორთაბრძოლაში დაჯაბნა. შემბერასიც ცდილობდა პარტნიორებს დახმარებოდა, მაგრამ გოგიტამ ისიც არაერთხელ გააწბილა. გოგუას კარგი თამაშის გვირგვინი მის მიერ გატანილი ეფექტური გოლი იყო, რომელმაც ნალჩიკელებს მოსკოვში ცსკა-სთან გამარჯვება მოუტანა", - წერს საიტი www.euro-football.ru.

ვებგვერდმა www.soccer.ru-მ გოგუა სიმბოლურ ნაკრებში არ შეიყვანა, მაგრამ სათადარიგოთა შორის დაასახელა და ასეთი მინაწერი გააკეთა:

"ცსკა-სთან მატჩიც პირველ ტაიმში არა მარტო ნალჩიკელთა შორის, არამედ ორივე გუნდში საუკეთესო იყო. საჯარიმო დარტყმებიც გამოიმუშავა. ქართველი ნახევარმცველი ვერავინ შეაჩერა, სანაქებო ოდია არარაობად აქცია და გამარჯვების გოლი გაიტანა".

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა