დიდი 10: "ლოკომოტივმა" "ლელო სარასენსს" სძლია
თბილისის ‘ლოკომოტივმა’ დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო-სარასენსი’ ბონუს-ქულით, 39:21 დაამარცხა და ლიდერთან, ქუთაისის ‘აიასთან’ ერთქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.

დიდი 10-ის მე-13 ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას და ქართული შიდა რაგბის მთავარ დერბის ‘ავჭალამ’ უმასპინძლა. ნომინალურ სტუმარს, ‘ლელო-სარასენსს’ ეროვნულ და 20-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული რამდენიმე მოთამაშე აკლდა და ამან მატჩის მსვლელობაზე იმოქმედა. ბრძოლა 1 საათს გაგრძელდა, დასკვნით წუთებში კი რკინიგზელებმა გადამყვეტი უპირატესობა და პრემიალური ქულა მოიპოვეს. თამაში ყვითელი ბარათების სიმრავლითაც გამოირჩა და დასკვნით წუთებში ‘ლელო-სარასენსს’ 12-13 კაცით უწევდა თავის დაცვა.

მატჩის დებიუტი ‘ლოკომოტივმა’ მაღალ ტემპში ჩაატარა და ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა. ვახტანგ კავთიძემ, რომელსაც მანამდე ჯარიმა გაუცუდდა ხაზი გაჭრა, ლელოს გატანა თავად შეეძლო, თუმცა ეს პატივი ვახტანგ ამირანაშვილს დაუთმო და თავად გარდასახვას დასჯერდა - 7:0. ‘ლელო-სარასენსმა’ ტაიმის შუაში უპასუხა, ირაკლი ყიასაშვილმა ხაზი გაჭრა და შებოჭილმა ოფლოუდით თავისუფალ ზონაში თორნიკე ახობაძე შეიყვანა.

ყიასაშვილმა გარდასახვით წინასწორობა აღადგინა, თუმცა კავთიძემ მალევე ჯარიმით უპასუხა, ხოლო 28-ე წუთზე დავით ხიდეშელმა და ლაშა ფოფხაძემ დერეფნიდან მოულოდნელი, სამსვლიანი ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და ამ უკანასკნელმა ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და შესვენების წინ ‘ლელო-სარასენსმა’ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. მორკინალებმა მოკლე დარტყმებით დაახლოებით 10 მეტრი იარეს და მორიგი მიძალება თორნიკე ბუბუტეიშვილის ლელოთი დასრულდა, ხოლო ყიასაშვილი გარდასახვიდან არ შეცდა - 15:14.

მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო და ‘ლელო-სარასენსი’ უტევდა, მაგრამ ფეხით თამაშის გადაწყვეტილება მცდარი აღმოჩნდა, ბურთი გიორგი აფციაურის ნადავლი გახდა და ფლანგზე გაიქცა, მას კარგად მიყვა ამირანაშვილი, კონტრშეტევა კი ტრავმის შემდეგ დაბრუნებული რამაზ ხარაზიშვილის ლელოთი დასრულდა. კიდევ 5 წუთში მოლს ხიდეშელი მოწყდა და სახიფათოდ შეუტია, მისი შეჩერების შემდეგ ბურთი ფლანგზე სწრაფად გაიშალა და ნიკა ჩიღვინიძის პასის შემდეგ ლელო გიორგი შკინინმა მიითვალა. ეს მისი მე-10 ლელოა დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზურაბ ძნელაძეს გაუტოლდა, რომელმაც ‘ბათუმს’ 3 ლელო დაუდო.

გარდასახვები არაზუსტი იყო და ‘ლელო-სარასენსი’ თამაშში დაბრუნდა. დიდ დიღმელები მეტოქის 22-ში დამკვიდრდნენ, ლელოს დადების შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, თუმცა მცველები ჯარიმდებოდნენ. ამას სინბინით აფციაური შეეწირა. სიტუაცია თითქოს განიმუხტა, მაგრამ ლევან გოგოლაშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთი რომ აიღო სამი შემტევის გარემოცვაში მალევე დაკარგა, ის თორნიკე ახობაძემ აიტაცა და მისი შემჩერებელი აღარავინ დარჩა. ყიასაშვილმა ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა - 25:21.

დასკვნითი წუთები რკინიგზელების იყო. შეცვლაზე შესულმა გიორგი ბეგაძემ ამირანაშვილი ინტერვალში შეიყვანა, ხაზი გაიჭრა და მას 30-მეტრიანი გარღვევის შემდეგ მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა, რაქიდან ბურთი სწრაფად გავიდა და კავთიძე ლელოს გაიტანდა ცისკარა ბერიაშვილს ბურთში ხელი რომ არ ჩაერტყა. ‘ლოკომოტივმა’ შერკინება ირჩია, მესამე ჯერზე ბურთი ბეგაძემ აიტაცა და ბოჭვის მიუხედავად ლელო გაიტანა - 32:21.

მალე მსაჯმა ერთი ‘ლოკომოტიველი’ და ორი ‘ლელოელი’ გაასინბინა, რკინიგზელებმა ჯარიმის ნაცვლად კვლავ შერკინება ირჩიეს, გიორგი გეგიამ პრემიალური ლელო გაიტანა, ხოლო ხარაზიშვილმა გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 39:21.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
აღიარება ესპანეთში - მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
[VIDEO] "ეს ბომბი ხომ არ არის?!" - ენრიკე პრესკონფერენციის დაწყებამდე უცნაურ სიტუაციაში გაეხვა
ბექაური, ლიპარტელიანი - ოქროს მედლების მოლოდინში ტაშკენტში
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
სანდროს დაბალშედეგიანი მატჩი - "ტორონტო" მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] "ეს ყოველივე ორგაზმს ჰგავს... სხეულში ჟრუანტელი გივლის და თითქოს მწვერვალს მიაღწიე" - ფერან ტორესის შედარებამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა
დემბელე დღესაც არ იქნება - პსჟ-ის "მონაკოსთან" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
წავა ალისონი? - ბრაზილიელი მსოფლიო გრანდის მთავარი სამიზნეა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა
"ლოკომოტივმა" "ლელო-სარასენსი" გაწითლებულ დროში დაამარცხა
დიდი 10: "აკადემიამ" "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "ხარებს" მოუგო
"ლელო სარასენსის" პატარა მორაგბეები კანის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები გახდნენ
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალისტები ცნობილია
"არმაზმა" ჩემპიონს სძლია და საჩემპიონო რბოლას გამოთიშა
დიდი 10: "ხარები" - "ლელო სარასენსი" 26:29
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა