ცინცაძე და ბითაძე ნაკრებს შეუერთდნენ, რომელიც ხვალ ვენაში გაფრინდება
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გიორგი ცინცაძე და გოგა ბითაძე შეუერთდნენ. ცინცაძე თბილისში რუმინეთიდან ჩამოვიდა, სადაც გუშინ საღამოს ამ ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის მატჩში ითამაშა. ბითაძეს რაც შეეხება,მან სერბეთის თასის ნახევარფინალში შაბათ საღამოს მიიღო მონაწილეობა, დღეს კი თბილისში დაბრუნდა და ცინცაძესთან ერთად, რომ იტყვიან, პირდაპირ აეროპორტიდან მივიდა სპორტის სასახლეში გამართულ საღამოს ვარჯიშზე.

არც ერთ მათგანს არ უვარჯიშია. ცინცაძეს, რომელსაც ტრავმის გამო თითქმის 3 თვე გაუცდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე პირველად გუშინ გავიდა, ნაკრების ექიმმა ნატრავმალ ფეხზე მასაჟი გაუკეთა, რის შემდეგაც გუნდის ძირითადი გამთამაშებელი ბითაძესთან ერთად ვარჯიშს მოედნის კიდიდან ადევნებდა თვალს. რაც შეეხება მოედანზე მიმდინარე ამბებს, ილიას ზუროსმა გუნდს დატვირთული ვარჯიში ჩაუტარა. სროლები, კომბინაციები, სწრაფი შეტევები, მოთელვები – ბერძენმა სპეციალისტმა თავისი სამწვრთნელო არსენალი თითქმის სრულად გამოიყენა და კალათბურთელები გვარიანად მოქანცა.

ცინცაძე და ბითაძე ხვალ დილას ივარჯიშებენ, საღამოს კი ნაკრები ავსტრიაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს და ის 12 კალათბურთელიც დასახელდება, რომლებიც 21 თებერვალს, დილის 10:20 საათზე გეზს ვენისკენ აიღებენ. შეგახსენებთ, რომ ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 23 თებერვალს, ვენის Schwechat არენაზე, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა