23 თებერვალს, 21 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ავსტრიის წინააღმდეგ პარკეტზე გავა და მორიგი წარმატებისთვის იბრძოლებს
23 თებერვალს, ჩვენი დროით 21:00 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ავსტრიის წინააღმდეგ პარკეტზე გავა.

ალბათ, კითხვაც არ გვექნებოდა მოგება-წაგებაზე, რომ არა კატასტროფული დანაკლისი. შენგელიასა და შერმადინს ევროლიგა არ უშვებს, სანაძეს, ბურჯანაძესა და მარკოიშვილს კი - ტრავმა.

საბედნიეროდ, ნაკრებს უბრუნდება გიორგი ცინცაძე. "ბუ", რომელიც ხშირად კრიტიკის ობიექტია, ამჟამად ჩვენი იმედი და გადამწყვეტი ფაქტორიც შეიძლება გახდეს. თითქმის სამთვიანი ტრავმის შემდეგ რუმინეთში "ფილიქს გალანტის" წინააღმდეგ 16:40 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრაც იყო.

წინა სანაკრებო ფანჯრის შემდეგ მოულოდნელი იყო მაიკლ დიქსონის გადაბარგება თურქულ "ბასაქშეჰირში", რომელიც მე-2 ლიგის წევრია. თუმცა პირადი კარიერა მაიკლის გადასაწყვეტია, მთავარია, იყოს ისევ იმ ფორმაში, როგორშიც წინა თამაშების დროს იყო.

ძალიან კარგ ფორმაშია გოგა ბითაძე, რომელსაც წინა შეხვედრების დროს სანაკრებოდ გახსნა გაუჭირდა და ხშირად უშვებდა შეცდომებს, თუმცა ის ჯერ ახალგაზრდაა და პერიოდულად აგრძელებს განვითარებას. ვიმედოვნებთ, ის შეძლებს გახდეს ნაკრებისთვის სრულფასოვანი ცენტრი.

ლიბანში ჩემპიონატის დაწყებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც საშუალოდ 20 ქულაზე მეტს აგროვებს და "ბიბლოსის" ლიდერია. მისი ფაქტორიც ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება ნაკრებში, რადგან მისი გამოცდილების ფორვარდი ავსტრიელებს ნამდვილად არ ჰყავთ.

ნაკრებთან ერთად არიან მიხეილ ბერიშვილი და მერაბ ბოქოლიშვილი, რომლებიც ერთ-ერთი გამორჩეულები იყვნენ სერბეთისა და გერმანიის წინააღმდეგ. მათ ჯამში 14 სამქულიანი ჩააგდეს.

რაც შეეხება ავსტრიას, მათ პირველი მატჩი სერბეთის წინააღმდეგ 85:64 დათმეს, ხოლო გერმანიასთან 90:49 დამარცხდნენ. მეტოქეს არ ჰყავს ევროლიგის კალათბურთელები და ნაკრების ძირითადი ბირთვი დაახლოებით 4 წელზე მეტია ერთად თამაშობს.

კალათბურთელთა უმეტესობა ავსტრიის ლიგაში თამაშობს, თუმცა არიან ლეგიონეები გერმანიიდან, ბრიტანეთიდან და ესპანეთიდან. გამორჩეული კალათბურთელი გუნდის ცენტრი რასიდ მაჰალბასიჩია, რომელიც გერმანულ "ევე ბასკეტში" ასპარეზობს.

ასევე გამორჩეულია უკანახაზელი ტომას შრეინერი, რომელიც ესპანურ "ბურგოსში" თამაშობს და თანაგუნდელებთან შედარებით ხშირად ისვრის სამქულიანებს. მისი კონტროლი აუცილებელი იქნება პერიმეტრზე.

ასევე, მეტოქე არ თამაშობს ერთი და იგივე კალათბურთელებით, დაახლოებით 10-მდე კალათბურთელი ინაწილებს დროს და ძირითადი აქცენტი სამწამიანებზე მოდის. გუნდს ორი ცენტრი ჰყავს, რომლებსაც აუცილებლად დატვირთავენ. დიდი როლი ექნება მათ წინააღმდეგ გოგა ბითაძეს, რომელსაც ამ შეხვედრაში განსაკუთრებით დიდი ყურადღების კონცენტრაცია მართებს.

ერთი შეხედვით, ავსტრია არ არის გადაულახავი ბარიერი და ბევრად სუსტი ნაკრებია, ვიდრე ეს სერბეთი და გერმანია იყვნენ, თუმცა არ დაგვავიწყდეს 2017 წლის 29 ივლისი, როცა ნაკრები უკეთეს ფორმაში იყო და ავსტრიელებთან 77:87 დამარცხდა.

ყველაფერი 23 თებერვალს ვენაში, Schwechat-არენაზე გადაწყდება. მატჩს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აჩვენებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 პოლიტექნიკა (რუმინეთი)

მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 ბაჰჩეშეჰირი (თურქეთი)

მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო

გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)

ილია ლონდარიძე ცენტრი 206 დინამო

ანატოლი ბოისა უკანახაზელი 194 კაკტუსი

ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 213 ბიბლოსი (ლიბანი)

ლევან ფაცაცია უკანახაზელი 198 მარნეული

აკაკი დვალიშვილი ცენტრი 207 ქუთაისი

ნიკა დარბაიძე ფორვარდი 203 ოლიმპი

მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 194 ოლიმპი

რეზო ჩაჩანიძე ფორვარდი 190 რუსთავი

ramzes
თუ ფედერაციას ერთი ადგილი არ ჰქონდა მოქმედი კონტიგენტის ჩამოსაყვანად მაშინ საქმეზე სხვა მიეშვა... მაგრამ მთავარი ხომ ისაა, რომ თანამდებობრივი სიკეთით ისარგებლონ ! ვაი ჩვენს პატრონს...
ika
"ყველაფერი 23 თებერვალს ვენაში, Schwechat-არენაზე გადაწყდება. მატჩს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აჩვენებს."
იმერელი 2
888- კარგი ინტუიცია გაქვს!
ლეკი
და სხვა გუნდი გყავს?! იქნებ უკეთესებია სადმე და არ ვიცით. ურჩიე ზუროსს:)
მორწვი ან მარწყვი ერთი ოხერია
არჩევნებს ის კავშირი აქვს რომ არცერთ კალადბურთელს არ უნდოდა ეს შენი კომუნისტები, ზიან კაბინეტებში და მიყვებიან დინებას. არჩენენ ოჯახებს სამსახურით. გააყალბეს და გაიტანეს გურასპაული ესაა ყველაზე ცუდი. ასე შორს ვერ წვალთ.
მორწვი ან მარწყვი ერთი ოხერია
ამ ფედერაციის ხელში მაგრად მკიდია რას იზამს ნაკრები. კომუნისტების ერა მოვიდა
888
ამ გუნდით წარმატება მხოლოდ საქართველოს პირველობაზე შეიძლება მოიპოვო.
alert
აცტრია 2,2 საქართველო 1,6 დაეცემა ავსტრიის კოეფიციენტი და გადაზღვევაც შეიძლება.
ლევანი
პაატა გურასპაულს უსახურ პრეზიდენტს ეძახი და ხეცურიანს, რომელსაც არც ყოფილი, არც მოქმედი კალათბურთელები არ ვიცნობთ, სახიანს:)? ან საერთოდ, ევროლიგის და ფიბა-ევროპის დაპირისპირებასა და ტრავმირებულ კალათბურთელებთან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნებს რა კავშირი აქვს?! მეეჭვება, კალათბურთისთვის კარგი გინდოდეს!
იმერელი 2
მაინც პესიმისტურად ვარ განწყობილი!
იმერელი 2
რატომ არ აშუქებს თამაშს ტელევიზია!
gizog
გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს შუა ევროპაში.
სოსო
არჩევნები მეც გავაკრიტიკე,მაგრამ ახლანდელ მდგომარეობასთან რა კავშირია ვერ ვხვდები.ტრავმირებულები ვერც მაშინ ითამაშებდნენ და ევროლიგის გუნდები არც მაშინ გამოუშვებდნენ,ვერც ზაზა ჩამოვიდოდა,გინდაც ნაკრებში დარჩენილიყო.ჩვენს ბიჭებს კი გამარჯვებას ვუსურვებ.ახლა მათ ორი თამაშის გამოცდილება უკვე აქვთ,დროც ჰქონდათ,რომ მაშინდელი შეცდომები გაეანალიზებინათ და დაძაბულობაც შედარებით ნაკლები ექნებათ,ერთი კია,ახლა ავსტრიამაც იცის.ვინაა მათთვის საშიში და როგორ უნდა ითამაშონ მათ წინააღმდეგ,თუმცა გამარჯვება ნამდვილად შეგვიძლია და ვფიქრობ,გავიმარჯვებთ კიდეც.
შაკო
1. ბუ 2. დიქსონი 3. ბერიშვილი 4. ცქიტიშვილი 5. ბითაძე
ზაზა
გონივრული ეჭვი მაქვს ჟურნალისტები შეპარვით მოსალოდნელ წაგებას გვაგუებენ და გვიპრავებენ რადგან აგერ უკვე სამიდღეა ერთდაიგივე ნიუსი ტრიალებს არიქნება შენგელია არიქნება შერმანდინი მარკოიშვილი სანაძე ბურჯანაძე. და ეს ახალი ინფო ხომარარი ხალხო რამდენი ხანია ვიცით.არავინ არ დაძრახავს ზუროსს თუ წავაგებთ და არც კალათბურთელებს. რადგან ვიცით ვინ რისი მაქნისიც არის.
status quo
ან გავლენ და ან არა.ასე იცის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების გაყალბებამ და ამ პოსტზე უფერული,უსახური და მარიონეტის დანიშვნამ.
B-52
დიდი პატივისცემით, ერთი შენიშვნა მაქვს, უნდა იყოს: უბურჯანაძეოდ და უსანაძეოდ.
bajo
ეს არი იმ გაყალბებული არჰევნების სჰედეგი,და არცერტი ჯურნალისტი ხმას არ იგებს რატომგაც.
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89