საქართველოს ეროვნული ლიგის და "საბურთალოს" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი შვედური "გეტებორგის" ფეხბურთელი გახდა
საქართველოს ეროვნული ლიგის და "საბურთალოს" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი კარიერას შვედურ "გეტებორგში" გააგრძელებს.

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში ითამაშებს

ტრანსფერთან დაკავშირებით გიორგის ვესაუბრეთ:

- პირველ რიგში, გილოცავ "გეტებორგში" გადასვლას. მაინტერესებს, როგორ შეაფასებდი კლუბს და როგორია შენი ემოცია?

- მადლობა. "გეტებორგის" შესახებ მცირე რამ ვიცოდი, მაგრამ ახლა უფრო ვრცლად მოვიძიე ინფორმაცია და გავეცანი კლუბის შესახებ ყველაფერს. არა მარტო შვედეთში, არამედ სკანდინავიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მოხარული ვარ, რომ ჩემ მიმართ გამოხატა ინტერესი და ვეცდები, ნდობა გავამართლო.

- გექნებოდა ალბათ საუბარი კლუბის წარმომადგენლობასთან გუნდში დამკვიდრებასთან დაკავშირებით, ძირითადი შემადგენლობისთვის მოიაზრები თუ უფრო სათადარიგო და მოგიწევს, შენს შანსს დაელოდო?

- არა, რა თქმა უნდა. გარანტირებული არავის არაფერი აქვს და ჩემზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმოვაჩენ თავს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიმკვიდრო გუნდში ადგილი და პროგრესი გავაგრძელო. ასე გარანტირებული ნამდვილად არ მაქვს.

- შენ როგორ ფიქრობ, აუბამ შვედურ ფეხბურთს მხარს? რამდენად რთულად თვლი ეროვნული ლიგიდან შვედეთში თავის დამკვიდრებას?

- ეროვნული ლიგიდან თითქმის ყველა ჩემპიონატში გადასვლა რთულია, მაგრამ ასე ახლოს არ ვიცი, როგორი ჩემპიონატია და რომ ჩავალ, გავეცნობი. ალბათ, თუ მოვინდომებ, არაფერი იქნება რთული.

- შვედეთში ერთი ქართველი თამაშობს, ზურაბ ცისკარიძე. ხომ არ იცნობ ან ხომ არ გქონია კონტაქტი?

- არა, ნამდვილად არ ვიცი.

- როდის მიდიხარ შვედეთში და როდის იქნება წარდგენა?

- დღეს საღამოს მივდივარ შვედეთში, ხვალ პრესკონფერენცია იქნება და წარმადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი შვედურ კლუბთან 1+2.5 სისტემით გააფორმებს კონტრაქტს.

levan
რა არის სასაცილო, მე 10 ადგილოსან კლუბში გადასვლა? ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან კი ნამდვილადაა ერთ ერთი საუკეთესო! ახალ ვარჯიშებს, მომზადებას და ტაქტიკას რო გაივლის მერე გაიცინე თუ ვერ ივარგა..
gocha juve
არაა კარგი გამოსავალი გეტებორგში გადაბარგება გიორგი ბევრად კარგ გუნდს იმსახურებს ერთ დროს სახელოვანი გუნდი კი იყო მაგრამ ეხლა შვედეთის საშუალო კლასის გუნდი გახდა მეათე ადგლი 16 გუნდიან ჩემპიონატში ვნახოთ როგორ წარმატებულად წარიმართება გიორგისათვის საფეხბურთო კარიერა . წარმატებებს ვუსურვებ !
levani
საბურთალოში ყოფნას გეტებორგში ყოფნა არ ჯობია?
Tbiliseli
ერთ ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთან, რომელიც 21 წლამდელების კაპიტანია, ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები და გეტებორგში გადავიდა, ინტერვიუ მაგრად იწყება :) გილოცავთ გეტებორგში გადასვლასო :))))))) პ.ს გეტებორგი 10 ადგილზე გავიდა 16 გუნდიან ჩემპიონატში )) ძაან მეცინება.
სოსო
ვფიქრობ ამ ტრანსფერით საბურთალოც დაზარალდება და ხარაიშვილიც.ხარაიშვილთან ერთად გუნდი აუცილებლად მოიპოვებდა ვეროთასის საგზურს,თანაც მაშინდლისათვის გუნდიც გაცილებით უკეთესი იქნებოდა და ევროპაზე გამოსვლით გიორგის ფასიც გაცილებით მოიმატებდა,თუმცა მოხდა ის,რაც ყოველთვის ხდება ჩვენთან.ვიღაცამ მოცდა არ ისურვა და დღევანდელი კვერცხი ირჩია.გიორგის რა თქმა უნდა დიდ წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ მჯერა,რომ წასვლა იჩქარა.იქ მას ასეთი ნდობა და სათამაშო დრო არ ექნება.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა