ევროპა ლიგა. განმეორებითი 1/16 ფინალური მატჩები: "ნაპოლიმ" 2:0 გაიმარჯვა და მაინც გავარდა [VIDEO]
გუშინ, ევროპა ლიგის საპასუხო 1/16-ფინალური შეხვედრები ჩატარდა და ყველა მერვედფინალისტი გაირკვა.
ტრავმირებული ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის "სპარტაკმა" გასვლაზე 2:1 სძლია "ატლეტიკს", მაგრამ ვინაიდან პირველი შეხვედრა 1:3 ჰქონდა წაგებული, გათამაშებას გამოეთიშა.
ბუქარესტში დამარცხების (0:1) შემდეგ, "ლაციომ" რომში გაანადგურა "სტიაუა" 5:1. ჰეთ-თრიკი თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ შეასრულა.
23.02.18 ლაციო - სტიაუა 5:1
"ნაპოლიმ" გერმანიაში 2:0 მოუგო "ლაიპციგს", მაგრამ ვინაიდან "სან პაოლოზე" 1:3-ზე დამარცხდა, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით შემდეგ ეტაპზე აღმოსავლეთგერმანული გუნდი გავიდა. თუმცა, ეს ეტყობა ნეაპოლურ გუნდს დიდად არ ანაღვლებს, რადგან სრულად სერია A-ზეა კონცენტრირებული.
22.02.18 ლაიფციგი - ნაპოლი 0:2
"არსენალს" "ოსტერსუნდსთან" 3-გოლიანი ფორა ჰქონდა და თითქოს უპრობლემოდ უნდა გასულიყო 1/8 ფინალში. თუმცა, 22-ე და 23-ე წუთებზე 70 წამში ორი გოლი გაუშვა და აუტკივარი თავი აიტკივა. მაინც თავისი გაიტანა კლასმა - მატჩი 1:2 დასრულდა და "მეთოფეებმა" მერვედფინალს უწიეს.
23.02.18 არსენალი - ოსტრესუნდი 1:2
"დორტმუნდი" 83-ე წუთამდე 0:1-ზე მარცხდებოდა ბერგამოში "ატალანტასთან", პირველი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, ეს ანგარიში იტალიურ გუნდს აძლევდა ხელს, მერე მარსელ შმელცერმა გაათანაბრა ანგარიში და თავისი გუნდი 1/8 ფინალში გაიყვანა.
23.02.18 ატალანტა - დორტმუნდი 1:1
"ლიონმა" "ვილიარეალს" მეორე თამაშიც მოუგო 1:0 (3:1) და შემდეგ ეტაპზე მომავალი მეტოქის მოლოდინშია.
"მილანმა" "სან სიროზე" მშვიდად, 1:0 სძლია "ლუდოგორეცს", რომელიც ბულგარეთში 3:0 გაანადგურა. მოკლედ, ჯენარო გატუზო რაც ჩაუდგა როსონერის სათავეში, საქმეები სულ უფრო და უფრო უკეთ მისდის.
23.02.18 მილანი - ლუდოგორეცი 1:0
ევროპა ლიგა. განმეორებითი 1/16 ფინალური მატჩები
ლოკომოტივი - ნიცა 1:0 (3:2)
ატლეტიკო - კოპენჰაგენი 1:0 (4:1)
დინამო (კ) - აეკ 0:0 (1:1)
ლაციო - სტიაუა 5:1 (0:1)
პლზენი - პარტიზანი 2:0 (1:1)
ლაიპციგი - ნაპოლი 0:2 (3:1)
სპორტინგი - ასტანა 3:3 (3:1)
ვილიარეალი - ლიონი 0:1 (1:3)
ზენიტი -სელტიკი 3:0 (0:1)
მილანი - ლუდოგორეცი 1:0 (3:0)
არსენალი - ოსტერსუნდსი 1:2 (3:0)
ატალანტა - დორტმუნდი 1:1 (2:3)
ბილბაო - სპარტაკი 1:2 (3:1)
ბრაგა - მარსელი 1:0 (0:3)
ცსკა - ცრვენა ზვეზდა 1:0 (0:0)
ზალცბურგი - სოსიედადი 2:1 (2:2)
ტურნირის 1/8 ფინალების კენჭისყრა დღეს ნიონში გაიმართება, მატჩები კი 5 და 12 აპრილს ჩატარდება.
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა