"მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღებს "ჩელსის" და ეს იქნება ინგლისური პრემიერლიგის მორიგი ტურის კლასიკა. ამ შეხვედრას დამატებითი დატვირთვა რაღად უნდა, მაგრამ ესეც არის - ჟოზე მოურინიო საკუთარი "წარსულის" წინააღმდეგ ითამაშებს. პორტუგალიელმა მწვრთნელმა სახელი ხომ სწორედ "არისტოკრატთა" შორის მოღვაწეობით დაიგდო.

ორივე გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში და, წესით, ისინი დაღლილები უნდა იყვნენ, მაგრამ ეს ისეთი მატჩია, როცა ყველაფერი მეორე პლანზე გადადის. ფაქტია, ორივე გრანდი ბოლომდე დაიხარჯება და მაქსიმუმს გვიჩვენებს მინდორზე. ეს კი, თითქოს უნდა წაადგეს თამაშის სანახაობრივ მხარეს, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე - მოურინიოცა და ანტონიო კონტეც შედეგზე ორიენტირებული (უფრო "დაცვითს" რომ ვეძახით) ფეხბურთის აპოლოგეტები არიან. იმედი დავიტოვოთ, რომ ინგლისური სული გაიმარჯვებს და ასე თუ ისე შემტევ ფეხბურთს ვიხილავთ.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორიიდან: "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" წინააღმდეგ ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 14 მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო, დანარჩენი მატჩებიდან 5 ფრედ, ხოლო 8 თამაში ლონდონელთა გამარჯვებით დასრულდა.

რაც შეეხება უშუალოდ კონტესა და მოურინიოს შორის დაპირისპირებებს, აქ იტალიელის უპირატესობა აშკარაა - 4 მატჩიდან 3 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით. პორტუგალიელს განსაკუთრებით მწარედ უნდა ახსოვდეს 2016 წლის 23 ოქტომბერი, როცა "სტემფორდ ბრიჯზე" მისი "იუნაიტედი" 0:4 დამარცხდა. სწორედ აქედან დაიწყო ქიშპი მასსა და კონტეს შორის, რაც სიტყვიერ შეხლა-შემოხლაში გამოიხატა. ასე რომ, თამაშს ინტრიგა არც ამ მხრივ აკლია...

და კიდევ ერთი - "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს მიმდინარე სეზონში "დიდი ექვსეულის" გუნდების კარში არც ერთი გოლი არ გაუტანია.

ამ ტურში ისვენებენ "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი", მაგრამ რაღა დასვენებაა - კვირას ისინი ლიგის თასის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო ამ ტურის მატჩს ფინალიდან რამდენიმე დღეში, 1 მარტს გამართავენ.

საინტერესო უნდა გამოდგეს ლონდონური დერბი. "ტოტენჰემი" აუცილებლად ეცდება "კრისტალ პალასის" დამარცხებას. წესით, ეს "დეზებისთვის" შეუსრულებელი მისია სულაც არ უნდა იყოს.

"ლივერპული" ფავორიტის რანგში დაუხვდება შინ "ვესტ ჰემს". იურგენ კლოპის მიერ გაწვრთნილი გუნდი კი გამოეთხოვა ფელიპე კოუტინიოს, მაგრამ ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავის წასვლა გუნდს მაინცდამაინც არ დასტყობია.

ცხადია, ამ თამაშში "ლივერპული" იქნება დომინანტი. პრემიერლიგაში დიდი ბრძოლაა გაჩაღებული ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და გრანდებს შეცდომის დაშვების უფლება ნამდვილად არ აქვთ.

ფაქტები

"ლესტერისა და "სტოკის" ბოლო 5 მატჩიდან 4-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ბორნმუთისა" და "ნიუკასლის" ბოლო 3 მატჩიდან 2 ფრედ დასრულდა.

"ბარნლისა" და "საუთჰემპტონის" ბოლო 2 შეხვედრა "ბარნლიმ" მოიგო.

"ლივერპულისა" და "ვესტ ჰემის" ბოლო 3 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ვესტ ბრომვიჩისა" და "ჰადერსფილდის" ბოლო 6 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"უოტფორდისა" და "ევერტონის" ბოლო 2 შეხვედრა "ევერტონმა" მოიგო.

"კრისტალ პალასსა" და "ტოტენჰემს" შორის გამართული ბოლო 3 შეხვედრა "ტოტენჰემის" გამარჯვებით დასრულდა.

პრემიერლიგა. XXVIII ტური

შაბათი, 24 თებერვალი

ლესტერი-სტოკი 16:30

ბორნმუთი-ნიუკასლი 19:00

ბრაიტონი-სუონსი 19:00

ბარნლი-საუთჰემპტონი 19:00

ლივერპული-ვესტ ჰემი 19:00

ვესტ ბრომვიჩი-ჰადერსფილდი 19:00

უოტფორდი-ევერტონი 21:30

25 თებერვალი

კრ. პალასი-ტოტენჰემი 16:00

მანჩესტერ იუნ-ჩელსი 18:05

1 მარტი

არსენალი-მანჩესტერ სიტი 23:45

ბომბარდირები: 23 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 22 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 15 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 13 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 12 - რობერტო ფირმინო (ლივერპული), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგა
"პორტუგალიელმა მწვრთნელმა სახელი ხომ სწორედ "არისტოკრატთა" შორის მოღვაწეობით დაიგდო." - "პორტუს" ჩემპიონთა ლიგა ნეტა ვინ მოაგებინა...
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს