სერია A-ს ტურის მთავარი მატჩის საძიებლად შორს წასვლა ნამდვილად არ გვჭირდება. კვირა საღამოს რომში ერთმანეთს ტრადიციული მოწინააღმდეგეები - "რომა" და "მილანი" დაუპირისპირდებიან.

ორივე გუნდი დაღლილია ევროთასების გამო, მაგრამ ჩემპიონატში ბოლო დროს ორივე კარგ ფორმაშია და, წესით, კარგი თამაში უნდა გამოვიდეს, მით უმეტეს, მეტოქეები უკანასკნელ მატჩებში არც შემტევ ფეხბურთზე ამბობენ უარს. თან "მილანს" ნავსი აქვს გასატეხი - ბოლო 4 მატჩიდან "რომასთან" ოთხივე წააგო.

"რომას" დამრიგებელ ეუსებიო დი ფრანჩესკოსა და "მილანის" მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს არაერთხელ გაურკვევიათ ურთიერთობა მინდორზე. ახლა ისინი სამწვრთნელო ასპარეზზე გაარჩევენ საქმეს.

"კალიარი" ყოველთვის სარგებლობს საშინაო გუნდის სტატუსით, მაგრამ "ნაპოლისთან" უნდა გაუჭირდეს. ნეაპოლელებმა ევროპალიგაზე კი ითამაშეს, მაგრამ ყველამ იცის, რომ რანგით მეორე კონტინენტურ ტურნირზე ნეაპოლელები მხოლოდ მსუბუქად იტვირთებიან. მათი მთავარი მიზანი ხომ "სკუდეტოს" მოპოვებაა...

"ნაპოლის" იმედი აქვს, რომ "ატალანტა" გასვლით შეხვედრაში ქულებს წაართმევს "იუვენტუსს". ცხადია, ბერგამოელებისთვის ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ "იუვე" ჩემპიონთა ლიგაში "ტოტენჰემთან" ურთულესი საგარეო მატჩისთვის ემზადება, მაგრამ ამ თამაშში ვერ მოეშვება, რადგან სასწორზე იტალიის ჩემპიონობა დევს. საკმარისია, "ბებერ ქალბატონს" ფეხი დაუცდეს, რომ "ნაპოლი" ამ საჩუქარს აუცილებლად შეირგებს.

ნეაპოლურ კლუბს მეტოქესთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს - თუ მაურიციო სარის გუნდის წამყვანი ფეხბურთელები ჯანზე არიან, ამას ვერ ვიტყვით "იუვენტუსზე" - მასიმილიანო ალეგრის ისევ ჰყავს დაშავებული რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომ აღარაფერი ვთქვათ გონსალო იგუაინსა და ფედერიკო ბერნარდესკიზე, რომლებიც ტურინულ დერბიში დაშავდნენ.

არათანაბრად მოასპარეზე "ინტერს" გამარჯვების მშვენიერი შანსი ეძლევა. ლუჩანო სპალეტის მიერ გაწვრთნილი გუნდი აუტსაიდერ "ბენევენტოს" ეთამაშება. "ნერაძურიმ" მიგვაჩვია უსიამოვნო სიურპრიზებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა ძნელია, დაეჭვდე მასპინძელთა წარმატებაში.

ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მონადირე "ლაციო" მოსაგებად ეწვევა "სასუოლოს". რომაელებს შემადგენლობა არ დაეწუნებათ. ეგაა, ცოტა სტაბილურობა აკლიათ. ამ შეხვედრაში შემტევ ფეხბურთს უნდა ველოდეთ.

ფაქტები

"ბოლონიასა" და "ჯენოას" შორის ბოლო 9 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"კიევოს" მონაწილეობით ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"სასუოლოსა" და "ლაციოს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5 -ზე მეტი გოლი გავიდა.

"ვერონასა" და "ტორინოს" შორის ბოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.

"იუვენტუსსა"და "ატალანტას" ბოლო 3 მატჩიდან ორში ფრე აღინიშნა.

"მილანსა" და "რომას" შორის ბოლო 4 მატჩი დედაქალაქელებმა მოიგეს.

სერია A. XXVI ტური

შაბათი, 24 თებერვალი

ბოლონია-ჯენოა 21:00

ინტერი-ბენევენტო 23:45

კვირა, 25 თებერვალი

კროტონე-სპალ 15:30

ფიორენტინა-კიევო 18:00

სამპდორია-უდინეზე 18:00

სასუოლო-ლაციო 18:00

ვერონა-ტორინო 18:00

იუვენტუსი-ატალანტა 21:00

რომა-მილანი 23:45

ორშაბათი, 26 თებერვალი

კალიარი-ნაპოლი 23:45

ბომბარდირები: 22 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 15 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი