25 თებერვალს საღამოს 19:00 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გერმანიის ნაკრებს მასპინძლობს

25 თებერვალს საღამოს 19:00 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გერმანიის ნაკრებს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების დანაკლისი დიდია და ჩვენ შეგვიძლია მცირედით მაინც შევავსოთ ეს დანაკლისი, საქართველოს ჰიმნზე ერთხმად და ერთად უნდა დავდგეთ სპორტის სასახლეში და ბოლო წუთამდე არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ნაკრების ომახიანი მხარდაჭერა.

ამერიკელი მაიკლ დიქსონი საქართველოს სახელისთვის ბოლომდე იხარჯება და მის თავდადებას ყველა თამაშში ვხედავთ. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს ნაკრებს მოტივაცია, იმ ფონზე, როცა მისი გამარჯვების შანსები ძალზედ მცირეა.

მეტოქე იმაზე ძლიერია, ვიდრე წარმოგვიდგენია, ჩვენ წინა წელს ერთხელ უკვე შევხვდით ამ გუნდს და მარცხი ვიწვნიეთ. გერმანიამ 23 თებერვალს სერბეთი დაამარცხა და ამით დიდი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. მეტოქეს ევროლიგაც ნაკლებად აწუხებს და ტრავმებიც, რადგან ამ მდგომარეობით უფრო მეტი შანსი აქვს.

პარკეტზე ერთ გუნდში 5 კალათბურთელი თამაშობს, ჩვენ კი 6 კალათბურთელი გვაკლია და ნაკრებს ახლა სჭირდება ყველაზე მეტად ერთიანობა. სხვა რა გზა გვაქვს, წარუმატებლობაზე კი არა უიღბლობაზე უნდა ვიწუწუნოთ, ამდენხნიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ცინცაძე, ავსტრიასთან ჩატარებული რამდენიმე წუთის შემდეგ, ტრავმით დაგვემშვიდობა. ხოლო იმ წუთების განმავლობაში დავინახეთ, რას ნიშნავდა ჩვენთვის მუდმივად კრიტიკის ობიექტი "ბუ". ცინცაძე "ქუთაისის" გამთამაშებელმა ბექა წივწივაძემ ჩაანაცვლა.

არადა, მაიკლ დიქსონს როგორ გინდა ყველა ამპლუის საქმე მოსთხოვო? ჩვენს ლეგიონერს წინა მატჩში ყველაზე მეტი 9 მოხსნა ჰქონდა და ეს სტატისტიკაც მეტყველებს თუ რა საქმეს აკეთებს ის. მან 23 ქულა ჩააგდო და 4 გადაცემაც მიითვალა. სამი ტურის შემდეგ ის კვლავ ყველაზე შედეგიანია ევროპაში.

ფორმაში შესვლა დაეტყო ნაკრების ვეტერანს ნიკოლოზ ცქიტიშვილს, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ავსტრიასთან ყველაზე მაღალი იყო დიქსონის შემდეგ. "ბიბლოსში" მისი სათამაშო პრაქტიკა, ჩატარებულ შეხვედრაზე აისახებოდა და ვიმედოვნოთ, რომ ის ორმაგად უკეთესი იქნება გერმანელებთან მატჩში.

პროგრესი შეინიშნებოდა გოგა ბითაძის თამაშშიც, ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლა. მაგრამ მის მიერ ნასროლი ჯარიმების სიზუსტე კრიტიკას ვერ უძლებს, მან ავსტრიასთან 8-დან მხოლოდ 4 ჩააგდო.

ასე თუ ისე შედარებით ნორმალურად ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს ლევან ფაცაცია და აკაკი დვალიშვილი, თუმცა თუ დაშვებულ შეცდომას ავსტრიელები გვპატიობდნენ, გერმანელები არ გვაპატიებენ.

ძალიან გვეიმედება მერაბ ბოქოლიშვილისა და მიხეილ ბერიშვილის, ისინი ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ პირველ ორ მატჩში, მაგრამ ავსტრიასთან მათ თამაშს დადებითად ვერ შევაფასებთ, თუმცა ილიას ზუროსმა იცის თავისი საქმე და ისიც იცის თუ როგორ აათამაშოს ისინი.

იმედია, ჩვენს ფედერაცის არ ეწყინება რასაც დავწერ, მაგრამ ანატოლი ბოისამ დიდი ხანია ნაკრებში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და ეს ავსტრიასთან მატჩშიც გამოჩნდა. ნაკრებს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ იმ მცირე დროში მის მიერ დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. კარგი პიროვნება ყოველთვის კარგ შედეგს ვერ დადებს.

რაც შეეხება გერმანელებს, სერბებთან სამქულიანები ნაკლებად წაუვიდათ, 23-დან მხოლოდ 7 ჩააგდეს. თუმცა საშუალო მანძილიდან ტყორცნებითა და მოპოვებული ჯარიმებით შეძლეს მათი დამარცხება. ეს კი გვიკრძალავს იმ ფაქტს, რომ ხშირად უაზრო ჯარიმებს ვიღებთ და ტაიმის ლიმიტს ვაჭარბებთ.

საუკეთესო იყო რობერტ ბენზინგი, რომელმაც 17 ქულა დააგროვა და თუ გავიხსენებთ ჩვენს წინა მატჩს, ამავე კალათბურთელმა ჩვენ ნოემბერში 25 ქულა ჩაგვიგდო. სერბებთან კარგი იყო ზირბესიც, რომელმაც ჩვენთან 17 ქულა მოაგროვა. ამ ორი კალათბურთელის წინააღმდეგ დაცვას ბევრი სამუშაო ექნება და ნამდვილად გაჭირდება მათი შეჩერება, თუ მათ წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას დავაგროვებთ.

ყველაფერი 19:00 საათზე გადაწყდება, ბილეთები ჯერ კიდევ არის სალაროებში, გულშემატკივარო, ნაკრებს შენი გვერდით დგომა სჭირდება!

P.S იმედი ბოლოს კვდება და ბურთი ჯერ კიდევ მრგვალია...

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 ბაჰჩეშეჰირი (თურქეთი)

მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო

გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)

ილია ლონდარიძე ცენტრი 206 დინამო

ანატოლი ბოისა უკანახაზელი 194 კაკტუსი

ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 213 ბიბლოსი (ლიბანი)

ლევან ფაცაცია უკანახაზელი 198 მარნეული

აკაკი დვალიშვილი ცენტრი 207 ქუთაისი

ნიკა დარბაიძე ფორვარდი 203 ოლიმპი

მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 194 ოლიმპი

რეზო ჩაჩანიძე ფორვარდი 190 რუსთავი

ბექა წივწივაძე უკანახაზელი ქუთაისი

სოსო
ბრმა რას ჩიოდა და ორსავ თვალსაო.ესენიც ამას არ ტირიან?
მსქროლავი ტროლი
კაი ბიჭები და ნარკუშები ქუჩაში ვიცი მე, ნაკრებში რა ესაქმება?!...
Nnn
ვერ ვიტან რა ასეთ შეფასებებს მეტოქე იმაზე ძლიერია ვიდრე ჩვენ გვგონია. რა გვგონია კი მარა ასეთი, ჩვენ გაჭირვებას რა უთხარი თორემ არაფერი გუნდი ეგ არაა.
geo
ბოისა რატოა ნაკრებში?
baski
მოგებას ვუსურვებ დღეს ჩვენს კალათბურთელებს! წივწივაძე კარგი ბიჭია, ხშირად ვესწრები ქუთაისის თამაშებს და თუ ნაკრებშიც ისევე ლაღად ითამაშებს როგორც კლუბში ეს ძალიან მაგარი იქნება.. ხო და ბოისა არ ვიცი, მეცინება უბრალოდ:)
ქომაგი
იმედია, ჩვენს ფედერაცის არ ეწყინება რასაც დავწერ, მაგრამ ანატოლი ბოისამ დიდი ხანია ნაკრებში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და ეს ავსტრიასთან მატჩშიც გამოჩნდა PS. ლამის ყველა ამას ამბობს, მაგრამ მაინც ათამაშებენ :(
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89