საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საქართველო-გერმანიის მატჩის (77:87) დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საქართველო-გერმანიის მატჩის (77:87) დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

- დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე და მადლობელი ვარ ჩვენი კალათბურთელების. ჩვენ შევეცადეთ მიგვეღწია წარმატებას ჩვენი სისტემით, მაგრამ ნამდვილად დაგვაკლდა კალათბურთელები.

ჩვენ ვითამაშეთ 6 ძირითადი კალათბურთელის გარეშე. რთულია ამ დროს აჩვენო კარგი კალათბურთი, ვიმუშავეთ მაქსიმალურად, მაგრამ დრო იყო ძალიან ცოტა ამისთვის. კარგად ვიასპარეზეთ ავსტრიასთან და ჩვენი მიზანია ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ ბოლო მატჩებშიც ავსტრიასთან და სერბეთთან.

რა თქმა უნდა, ყველას გვინდა წარმატების მიღწევა, ჩვენ, თქვენ ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს. ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა.

- ფიქრობთ, რომ სერბეთთან რეალურია გამარჯვება, რომ გადავიდეთ შემდეგ ჯგუფში ერთი მოგებით მაინც?

- პირველ რიგში უნდა მოვიგოთ ავსტრიასთან, რათა ჯგუფიდან გავიდეთ. სერბეთი ძლიერი გუნდია, ამ მომენტში მოიგებ თუ წააგებ, თქმა რთულია. ყველაფერი ზაფხულში გამოჩნდება. მიზნად დავისახეთ მომავალი თაობა შევათამაშოთ და მოხდეს ახალი ტალანტებით ნაკრების შევსება.

- თამაშის მიწურულს კამათი მოგივიდათ მოწინააღმდეგეთა მწვრთნელთან, შერიგდით?

- ამოიწურა რაც იყო, არ მინდა ამაზე საუბარი. 31 წელია მწვრთნელი ვარ, პატივს ვცემ მოწინააღმდეგს, თუ მეც იგივეს მოვითხოვ. ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავთ, შეეშალა რაღაც და ამას მოჰყვა ეს გაუგებრობა.

- პირველ ტაიმში გაგვიჭირდა ძალიან დაცვაში, მივიღეთ 50 ქულა და რას ფიქრობთ, შესაძლებელია ამის გამოსწორება?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოთამაშეები, რომლის წინააღმდეგ ვთამაშობდით, წამყვან ლიგებში ასპარეზობენ და შეთამაშებული არიან ერთმანეთთან კლუბებში. ჩვენი შესაძლებლობები კი მწირი იყო, ეს კალათბურთელების ბრალი არ არის. ჩვენ რამდენიმე სისტემა ვცადეთ, რამდენჯერმე გადავეწყვეთ, თუმცა არ გვეყო დრო მოსამზადებლად, რათა შეთამაშება ბოლომდე მოგვესწრო. მე მადლიერი ვარ ჩვენი ბიჭების.

- ბევრი წამყვანი კალათბურთელი გვაკლდა, თუმცა ბოლო 3 წუთშიც კი გვქონდა შანსი მოგების. თუ ელოდით ასეთ თამაშს?

- მე მჯეროდა ბოლო წუთამდე გამარჯვების, რაღაც მომენტში 3-ქულიანი რომ ჩაგვეგდო, ბოლოში შეიცვლებოდა სიტუაცია. რეალობა არის ხანდახან სხვანაირი, ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად.

საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 77:87 დამარცხდა

გივი
რაუნდა ბოისას საერთოდ კალათბურთში?>
gg
მართალი ბრძანდებით, მარა არავინ ყურადღებას არ აქცევდა ამ ბიჭებს და ოდნავ შანს არ აძლევდნენ, რა არ იცოდნენ რო ბოლო ბოლო წინა თაობა წავიდოდა და ესენი დაგვჭირდებოდნენ? არ ჯობდა წინა ევროპაზე ეს ახლაგაზრდები გაეყვანათ? უფრო შეთამაშდებოდნენ და გამოიცდებოდნენ,მარა მედლებს უმიზნებდნენ და ამათთვის ვის ეცალა...
gt
ბოისა რატოა ნაკრებში იოლი ასახსნელია - ძმაო ძმითა ხარ ძლიერი, თუ ძმა გყავს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი! :) ერთი არ მესმის, თავის მასხრად აგდება მაგარი სასიამოვნოა?!
gt
ბოისა რატოა ნაკრებში მაგას რა ახსნა უნდა: ძმაო ძმითა ხარ ძლიერი, თუ ძმა გყავს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი :) ისე, სირცხვილია მართლა, სასაცილოდ იხდიან თავს
888
ბოროდაჩევი,მილოვიდოვი,კაპუსტინის "დონის" კალათბურთელები ჩამოვიყვანოთ და "ავყვავდებით".ისე ამ ქვეყანაში როგორ ყველაფერი უკან მიდის?!ზუროსიც მალე გაიქცევა.
Kako
მადლობა ბიჭებს იმ მონდომებისთვის და ბრძოლისთვის რაც გუშინ გვიჩვენეს, მაქსიმუმი გაიღეს და ეს დასაფასებელია, მაგრამ ვინმეს შეუძლია ამიხსნას ბოისა რატომ არის ნაკრებში? ახალგაზრდაა, პერსპექტიულია, თუ აი რა არის მიზეზი? ისე ამთავრებს თამაშს საერთოდ კალათისკენ არც ისვრის ბურთს, არც დაცვას თამაშობს რაღაც სასწაულს. არ ჯობია ვინმე 20 წლის ბიჭს დაუძახონ გამოცდილებას მაინც მიიღებს???
grishka
ვინო , იურისტებიო ? ნუ მაცინებთ ბატონო ჩემო -- პროკურატურას არ ყავს ჩვენსას იურისტები და კალათბურთის ფედერაციას ეგ ფუფუნება საიდან? თანაც გურასპა და სასტავი და იურისტები არ ტეხავს და რამე ? პიროვნულად პატივს ვსცემ ყველას და ღირსებას არ ვეხები ძმაო :) , მაგრამ არაპროფესიონალიზმის ბუმია ყველგან :( მოკლედ , ყანაა და აქ რომ ვერ დავწერ ისაა კიდევ :(
გიორგი
ახაგაზრდები კარგი იყვნენ -ს შენ მგონი შახმატზე საუბრობ. ეს კალათბურთია. აქ ცოტა სხვანაირად არის წესები. ევროლიგა და ფიბა არიან დაპირისპირებულები. ზუსტად რომ კონტრაქტის ძალით არ გამოუშვეს და თუ უნდოდათ შუაზე გარღვეულიყვნენ მაინც არაფერი გამოვიდოდა. გერმალელებსაც ეკლდათ ევროლიგელები, მაგრამ მაგათ ძLიერი ჩემპიონატი აქვთ და შესაბამისად რეზერვიც უკეთესი ქონდათ...
Irakli
Veravin ityvis ar an ver moindomeso,tavis droze swori mushaoba iyo am nichebtan sachiro da dges shedegi gveqneboda..magram aqac qartulma senma idzala,ar sheidzleba arc ert sportis saxeobashi mitumetes kalatburtshi mxolod 5-6alatburtelze iyo damokidebuli wlebis ganmavlobashi..iqneb axla mainc mixvdnen isini visac exebat rom droa dgeidanve daiwyos im axalgazrdebtan mushaoba visitac chven wlebis shemdeg viamayebt..arada nichi udavod gvaq,samwuxarod am nichis gamoyenebas swori mimartuleba da mushaoba chirdeba..madloba bichebs gveamayebit magram meti gvinda,gvinda imitom rom shegvidzlia...vimushaot amaze yvelam ertad...
dato
ყოჩაღ ბიჭებს, ყოჩაღ ზუროსს, ყოჩაღ დიქსონს ამ საოცარ კაცს! ბოისაზე კი რა ვთქვა, უკაცრავად მაგრამ რამდენი ქულაც დააგროვა, იმ დონეზე შევაფასებდი მის თამაშს.
ანდრი
ყველა ერთ დღეშია, ჩვენი ფეფერაცია მანდ ვერაფეღს შეჩვლის.
ახაგაზრდები კარგი იყვნენ.
ჩვენ ვითამაშეთ 6 ძირითადი კალათბურთელის გარეშე. გასაგებია, მაგრამ რატომ? რატომ ვითამაშეთ 6 ძირითადი კალათბურთელის გარეშე? არ გამოუშვეს. რატომ გერმანელები გამოუშვეს და ჩვენებს ვინ არ უშვებს. ამ ჩვენს ფედერაციას იურისტები არ ჰყავს? რას უწერენ ჩვენი ქვეყნის კალათბურთელებს ეს კლუბების იურისტები კონტრაქტში არ უნდა გაღელვებდეთ? ჩემის აზრით ეს ფედერაციის სისუსტე კი არა და არაპროფესიონალიზმია. ჩავედით, ვესაუბრეთ,... თქვენი დიდი ხათრი გვაქო, მარა -არაო. ეს რას ნიშნავს? ვის ელაპარაკე? ელაპარაკე კი არა, მოითხოვე სამართლებრივი გზით!
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას