ძიძგილაობა, უხეშობა... კი ბატონო, მაგრამ "პარკ დე პრენსზე" დაძაბული ფეხბურთი ვერ ვიხილეთ.

"კლასიკმა" კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პსჟ ერთი თავით სჯობს სხვა ფრანგულ გრანდებს, მათ შორის, "მარსელსაც". პარიზელებმა ამ ტურში კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა "მდევრებთან"...

თუმცა პსჟ-ს გამარჯვება ძვირი დაუჯდა - ნეიმარმა ტრავმა მიიღო და მატჩი ნაადრევად დატოვა. თანაც, უნაი ემერის ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა. როდესაც ბრაზილიელი მოედნიდან გაჰყავდათ, ის ტიროდა - 8 დღეში პსჟ-ს "რეალთან" მატჩი ელის ჩემპიონთა ლიგაზე...

Video

26.02.18 პსჟ - მარსელი 3:0

ჩემპიონი "მონაკო" 78-ე წუთამდე 3:1-ს იგებდა სტუმრად "ტულუზთან", თუმცა შემდეგ მათ კარში საეჭვო პენალტი დაინიშნა. საბოლოოდ, "ტულუზმა" ქულის გადარჩენა შეძლო - 3:3. ასე ჩაიყარა წყალში 22 წლის პორტუგალიელი შემტევის, რონი ლოპეშის დუბლი.

ლეონარდო ჟარდიმი ("მონაკოს" მწვრთნელი): "ამ ფრეს წაგების გემო აქვს. პირველი ტაიმი თანაბარი იყო. მეორე ტაიმში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ფეხბურთელები აღშფოთებულნი არიან ჩვენს კარში დანიშნული პენალტით. ძალიან ძნელია მსაჯის ქმედების შეფასება ასე, ვიდეოგამეორების გარეშე. ეს სისტემა რომ იყოს ჩემპიონატში, ჩვენ დღეს სახლში 3 ქულით წავიდოდით. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მეორე ადგილისთვის".

"სენტ ეტიენის" ახალწვეულმა მატიო დებიუშიმ ბოლო წუთზე გაათანაბრა და მარიანო დიასსა და ნაბილ ფეკირს ნაწვალები წყალში ჩაუყარა - 1:1, "ლიონმა" კვლავ დაკარგა ქულები. რონის დერბი ერთ-ერთი ყველაზე თვალსასეირო დაპირისპირებაა ფრანგულ ფეხბურთში. რომ არა კლასიკი, ის ამ ტურის ცენტრალური მატჩი იქნებოდა. ექსარსენალელმა არა მარტო ქულა გადაურჩინა "მწვანეებს", არამედ იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

ფაქტები

"ნანტმა" 2018 წელს ლიგა 1-ში ყველაზე ცოტა ქულა დააგროვა - 6.

ნოლან რუ (მეცი) მე-8 სეზონს ატარებს ლიგა 1-ში და პირველად დააგროვა სეზონში 10 გოლი.

"ტულუზმა" "მონაკოსთან" ბოლო 10 დაპირისპირებიდან მხოლოდ 4 არ წააგო.

გაელ კაკუტამ (ამიენი) ამ სეზონში 5 გოლი გაიტანა, რაც მისთვის კარიერის საუკეთესო მიღწევაა.

"ტრუამ" ლიგა 1-ის ბოლო 9 საგარეო მატჩი დათმო.

"დიჟონმა" ლიგა 1-ის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან 8 მოიგო.

მატიო დებიუშიმ (სენტ ეტიენი) ბოლო 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ზუსტად ამდენივეს გატანას წინა 93 მატჩი მოანდომა.

მარიანო დიასმა (ლიონი) "სენტ ეტიენთან" ორ დაპირისპირებაში 3 გოლში მიიღო მონაწილეობა.

ნაბილ ფეკირმა (ლიონი) "სენტ ეტიენთან" ბოლო 4 მატჩში 5 გოლში მიიღო მონაწილეობა.

მატიო გორგელენის (ლიონი) ლიგა 1-ში 5 მატჩიდან 2 "სენტ ეტიენთან" დაპირისპირებაზე მოდის.

პსჟ-მა "პარკ დე პრენსზე" ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო.

კილიან მბაპე (პსჟ) გახდა "კლასიკის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე - 19 წლისა და 2 თვის.

ლიგა 1. XXVII ტური

ტულუზი-მონაკო 3:3

გოლები: 0:1 რონი ლოპეში (8), 1:1 სანგარე (24), 1:2 რონი ლოპეში (47), 1:3 იოვეტიჩი (72), 2:3 დელორი (78-პენ), 3:3 სანოგო (87)

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, რაჯი - ჟოაო მოუტინიო, ფაბინიო - ტილემანსი (46. ღეზალი), ლემარი, რონი ლოპეში (89. დიაქაბი) - ბ. კეიტა (42. იოვეტიჩი)

დიჟონი-კაენი 2:0

გოლები: 1:0 და სილვა (24 ს.კ.), 2:0 ტავარეში (70-პენ)

გენგამი-მეცი 2:2

გოლები: 0:1 მოლე (6-პენ), 1:1 დეო (22), 1:2 რუ (56), 2:2 დეო (86)

ლილი-ანჟერი 1:2

გოლები: 0:1 ეკამბი (73), 1:1 პეპე (88), 1:2 ეკამბი (89)

ნანტი-ამიენი 0:1

გოლი: 0:1 კაკუტა (45+1)

რენი-ტრუა 2:0

გოლები: 1:0 ხაზრი (47-პენ), 2:0 პრჩიჩი (72)

გაძევება: შ. ტრაორე (94. ტრუა)

ლიონი-სენტ ეტიანი 1:1

გოლები: 1:0 მარიანო დიასი (19), 1:1 დებიუში (90)

ლიონი (4-2-3-1): გორგელენი - რაფაელი (36. ტეტე), მარსელო, მორელი, მენდი - ტუსარი (46. აუარი), ნდომბელე - ბ. ტრაორე, ფეკირი (70. დიაქაბი), დეპაი - მარიანო დიასი

პსჟ-მარსელი 3:0

გოლები: 1:0 მბაპე (10), 2:0 როლანდო (27 ს. კ.), 3:0 კავანი (55)

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა - ლო სელსო (71. დრაქსლერი), ლ. დიარა (61. ტიაგო მოტა), რაბიო - მბაპე (61. დი მარია), კავანი, ნეიმარი

მარსელი (4-2-3-1): პელე - საკაი (59. სარი), რამი, როლანდო, ამავი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი, პაიე, ოკამპოსი (38. სანსონი) - ჟერმენი (73. ნ"ჟიე)

სტრასბური-მონპელიე 0:0

ბორდო-ნიცა 0:0

ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 15 - მარიანო დიასი (ლიონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური

2 მარტი: ნიცა-ლილი, მონაკო-ბორდო;

3 მარტი: ტრუა-პსჟ, ამიენი-რენი, ანჟერი-გენგამი, მეცი-ტულუზი, სენტ ეტიენი-დიჟონი;

4 მარტი: კაენი-სტრასბური, მონპელიე-ლიონი, მარსელი-ნანტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ოფიციალურად: "მარსელმა" რობერტო დე ძერბი დაითხოვა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
აი, ბიზნესმენი - "მარსელი" 45 მილიონად შეიძინა და 1 მილიარდად ყიდის
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა