და მორატიმ გადააფიქრებინა

"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "შალკესთან" განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ლეონარდო პოსტის დატოვებას აპირებდა და პრეზიდენტს წერილითაც მიმართა. მასიმო მორატიმ არ დააკმაყოფილა ლეოს მოთხოვნა და ბრაზილიელ სპეციალისტს მაშინვე დაუკავშირდა. მორატიმ დაარწმუნა ლეო, რომ გუნდისთვის უაღრესად საჭიროა და რომ მას ბოლომდე ენდობა. აღნიშნულ ინფორმაციას მორატი არც უარყოფს და არც ადასტურებს:

"შესაძლოა სურდა კიდეც ლეონარდოს პოსტის დატოვება, მაგრამ მალევე გადაიფიქრა და საქმიანობას ძველებური ენთუზიაზმით აგრძელებს. წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩია, ასევე თასის ნახევარფინალური ეტაპი და რაც მთავარია, არც სკუდეტოს მოპოვების შანსი დაგვიკარგავს. ლეოს ბოლომდე ვენდობი და მჯერა, რომ წარმატებებს მასთან ერთად მივაღწევთ. შესაძლოა, გამოცდილება აკლია და ამან რამდენჯერმე დათვური სამსახური გაუწია, მაგრამ უაღრესად ნიჭიერია და ვფიქრობ, რომ მის ხელში "ინტერს" მომავალი აქვს".

"შალკესთან" განცდილი ფიასკო "ინტერის" ბანაკში ძალიან მტკივნეულად მიიღეს - მთელი გუნდი შოკირებულია, სამუელ ეტოო კი მომხდარს უბრალოდ ვერ ხსნის: "სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასეთი საშინელება დაგვემართებოდა. წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა და რატომ ვერ გავუწიეთ წინააღმდეგობა გუნდს, რომელსაც ნამდვილად არ ჩამოვუარდებით. მეტიც, კიდევ ათჯერ რომ შევხვდეთ ერთმანეთს, მინიმუმ შვიდჯერ აუცილებლად "ინტერი" გაიმარჯვებს. ფეხბურთი ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება და ამის ნათელი მაგალითი "ინტერი'-"შალკეს" შეხვედრა გახლდათ".

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა