საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე საქართველოს სუპერთასის მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

არსებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოსა" და "ჩიხურას" შორის გამართულ საქართველოს სუპერთასის მატჩზე მოხდა.

"ჩიხურას" დირექტორისა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში არბიტრების საკითხის განხილვის შემდეგ გადაიზარდა.

"მოგესალმებით. მსურს, გამოვეხმაურო უსიამოვნო ინციდენტს, რომელიც მოხდა ჩემსა და საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორს შორის.

მე, როგორც საჯარო პირს, მაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც ალბათ, უპირველესი უნდა იყოს ყოველთვის და ყველა ვითარებაში, მაგრამ მეორე მხრივ, დამეთანხმებით, ძნელია თავი შეიკავო, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ (თანაც, დაუმსახურებელს) შენს თანამშრომლებს, მეგობრებს, ბილწსიტყვაობენ. რა თქმა უნდა, ამით არ ვამართლებ ჩემს საქციელს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვწუხვარ მომხდარ ფაქტზე.

აქვე, მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ხსენებული ვალდებულება აქვს ყველა ოფიციალურ პირს მატჩის მონაწილე თუ მომსახურე პერსონალის მიმართ. დაუშვებელია ნებისმიერი უპატივცემულობა მსაჯებისა და სხვა ოფიციალური პირებისადმი, რაც ხშირად ზღვარგადასულ ქმედებაში გამოიხატება.

მოვუწოდებ კლუბების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, პატივი ვცეთ ერთმანეთს და პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს", - წერს ჭუმბურიძე.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის "ჩიხურა" 85-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, ხოლო შემდეგ "ტორპედომ" 2 გოლის გატანა მოახერხა და ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.

ისტორიაში პირველად! - ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს სუპერთასი მოიგო [VIDEO]

საჩხერის "ჩიხურას" ემოციური ქომაგი სუპერთასზე [VIDEO]

jino
სახლში წადი პატივცემულო და სხვა ხელობას მოჰკიდე ხელი- ეს საქმე არ იცი!!!!!
Gff-ს
ტყულად არავინ გლაძღავთ, არაფრის მაქნისები რომ ხართ მაგიტოც გლანძღავენ. თქვენ კიდე ქუჩიდან მოსულები ხართ, ახსნა–განმარტების და პასუხის გაცემას ცემა–ტყეპა გირჩევნიათ. სირცხვილია ის რაც მოხდა, რაც ამ კაცმა ჩაიდინა და რეაგიება უნდა მოყვეს ამ ყველაფერს. მაგრამ მთვარი მაინც მიზეზია, ერთია ის რომ უმაქნისობოთ აფუჭებთ საქმეს და მერო კიდე განზრახ ქმედებით. "დაუმსახურებლადო" მაგრა გამეცინა. ჯალათი ვადაჭკორიას დამკვეთევი ხართ :D
bajo
მოვიტხოვოტ ამ ზონდერის განტავისუფლება.ბოიკოტი ფეხბურტს...
ბს
ფატქი 1: გოლებს ვუყურე და წესების დაცვით გავიდა ყველა, ფაქტი 2: ცნობილი ფაქტია, რომ შუკაკიძე პატიოსანი და წესიერი ადამიანია, ფაქტი 3: გინება და ცემა-ტყეპა. სხვა რამეშია საქმე და ჩვენი ფეხბურთის ,,საამაყო" ოჯახი გვიმალავს რაღაცას, თუმცა ეს ხომ მათი ცხოვრების სტილია და რა გვიკვირს.
ქომაგი
ეს ის ელიკაშვილია თამაშებს რომ აწყობ(და)ს? ადრე თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი იყო მგონი. გენძეხაძესთან ერთან ბევრი თამაშის ჩაწყობა გაფუჭებაში აქვს გასვრილი ხელი.
ჯიმშო
ამათ ოჯახური ბიზნესი ქონიათ!!!!
xai tarakunem respublik
ვაი თქვენს პატრონს...თქვენ როგორ გიძლებთ ხალხი.......?! კახაია სფფ-ს ვიცე პრეზიდენტი ხარ თუ ძველი ბიჭი?
ქუხი
ნეპოტიზმი სამსაჯო სტრუქტურაში: მამუკა ელიკაშვილი-მასაჯთა განვითარებისა და რეკრუტირების უფროსი მენეჯერი, შვილი გიორგი ელიკაშვილი-ფიფას ასისტენტი;გიორგი კიკაჩეიშვილი-მსაჯთა კომიტეტის წევრი,შვილი გოგა კიკაჩეიშვილი-ეროვნული კატეგორიის არბიტრი;გურამ ჩიგოგიძე-ასევე კომიტეტის წევრი,შვილი დავით ჩიგოგიძე ფიფას ასისტენტი;ავთანდილ შალამბერიძე მენჯერი,შვილი კახა შალამბერიძე ფედერაციის პრეს სამსახურის უფროსი. პ.ს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ფეხბურთის ფედერაციის საიტზე.
pavle ingorokva
მაგაზე არ ინევრიულო კახა დარაგოი. შენი გაწევ-გამოწევა, რომელიც არც არავის უნახავს ეკრანებზე, რა მოსატანია პრემიერის გაწევ-გამოწევასა და გინებასთან შედარებით, რომელიც ეკრანებზე ვიხილეთ! ამასთან, ამბობთ თმენის ვალდებულება მაქვსო! კი, გაქვსო, მაგრამ არა გაქვსოოოო. ან ვის უხდი ბოდიშს? ვის რაში აინტერესებს თქვენს "საფეხბურთო ოჯახში" რა ხდება? თუმცა რახან კმენტარი გავაკეთე, გამოდის რომ გვაინტერესებს. აბა მეცა ვყოფილვარ რა!!!!!!!!
ემზარი
ბერიკა პატიოსანი კაცია! ფედერაციის ქმედების მოთმენაც ძნელია ბატონებო.როდემდე უნდა ვუყუროთ ამ ვადაჭკორიას უნამუსობას? დინამო-ტორპედოს მატჩის მერე საერთოდ უნდა აეგრძალათ მსაჯობა და სამსაჯო განყოფილებაში რა ხდება? ან რა ხალხი მუშაობს გადახედეთ.კორუფციის და ნეპოტიზმის ბუდეა.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო
საჩხერეში სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო, "ჩიხურა" ივანწმინდას დაუბრუნდა [PHOTO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისია უნდა შეიქმნას - ინტერვიუ ევროპის კლუბების ასოციაციის კომიტეტის წევრთან
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
"ბარსელონა", "ჩელსი", "ჩიხურა" - ბერიკა შუკაკიძე ევროპული ფეხბურთის წამყვანი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი გახდა
ფერნანდო ტორესმა კრიშტიანო რონალდოს მატჩის დროს დედა შეაგინა [VIDEO]
ბერიკა შუკაკიძე უეფას ახალ ტურნირზე: უნდა გავაანალიზოთ და დავინახოთ, სად ვართ
ბერიკა შუკაკიძე: შოტლანდიელებმა მხოლოდ ერთ საკითხში მოგვიბოდიშეს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
ინციდენტი სიონი-შუქურას მატჩში: ფანებმა შალამბერიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]