წლის ბოლომდე ერგნეთის არენას ექნება განათება, დამონტაჟდება სადრენაჟე და სარწყავი სისტემები, აშენდება 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა
ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, პარლამენტარი მიხეილ ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. ეს კვირას, სოფელ ერგნეთში მოხდა. ოკუპაციის ზოლში მოხვედრილ დასახლებაში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა - ეს ჩინებული ინიციატივა ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნოდა...

არენაზე თბილისის ღია პირველობაზე მოასპარეზე ცხინვალის "სამაჩაბლო" ითამაშებს, რომელმაც პირველ შეხვედრაში მარნეულის "ალგეთს" 5:1 მოუგო.

სტადიონის გახსნას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შტოების წარმომადგენლები, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების ხელმძღვანელი, უეფა-ს მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გია რევაზიშვილი - ანუ ის ადამიანები, რომლებიც ამ წამოწყებას პირველივე დღიდან გვერდში დაუდგნენ...

პირველ ეტაპზე, სამაჩაბლოელებმა მოაწყვეს მოედანი, შეიყვანეს დენის წყარო, დაამონტაჟეს ახალი კარები, პერიმეტრი ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბანერებით შეფუთეს. წლის ბოლომდე ერგნეთის არენას ექნება განათება, დამონტაჟდება სადრენაჟე და სარწყავი სისტემები, აშენდება 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა.

"არსებობს ცხინვალის გუნდი და ლოგიკურია, ერგნეთში სტადიონი რომ მოეწყო. ეს მშვენიერი წამოწყებაა, რადგან ეს სოფელი საოკუპაციო ზონასთან მდებარეობს. მნიშვნელოვანია, რომ სტადიონი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდეს, რათა საკმაოდ მაღალი დონის თამაშები ჩავატაროთ, მაგალითად, ასაკობრივი ნაკრებების ან ეროვნული ლიგის მატჩები. ამის თაობაზე უკვე ვილაპარაკეთ.

მადლობა იმ ხალხს, ვინც არენის მოწესრიგება შეძლო. ბავშვებს აქაც უნდათ ვარჯიში, თამაში და დიდ ფეხბურთში მოხვედრა. საამისოდ კი გამართული ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეთ", - ამბობს ყაველაშვილი.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ამბობს, რომ გუნდის შეთავაზებამ გაახარა:

"ჩემთვის პატივიც არის და სიხარულიც, რომ ცხინვალის "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტად ამირჩიეს. ეს გუნდი თითოეული ჩვენგანისთვის ბევრს ნიშნავს, უნდა გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ.

აქვე ვიტყვი, რომ სამომავლოდ, შესაძლოა, გუნდს სახელი შეეცვალოს. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ გუნდში თამაშის სურვილი ჩვენს ოს ძმებს აქვთ. გუნდი და სტადიონი ხომ სწორედ მეგობრობის აღსადგენად გაკეთდა. მთავარი ისაა, რომ ფეხბურთი აერთიანებს და იმედია, საფეხბურთო კლუბი "სამაჩაბლო" იქნება დასაწყისი იმ ეტაპისა, რომლითაც საბოლოოდ ქართველებისა და ოსების მეგობრული ურთიერთობების აღდგენა დასრულდება".

ყაველაშვილს საკანონმდებლო სიახლეებზეც ვკითხეთ:

"სპორტის განხრით კანონმდებლობის შეცვლაზე ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ არ მინდა დავაკონკრეტო, რა საკითხებს ვგულისხმობ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ეგნატე
რათუნდოდათ ეგეთი კაი სტადიონი და სარწყავი სისტემა აატალახა იქაურობა
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
საფეხბურთო თერაპია დაიწყო! ჯერ შიდა ქართლი, მერე პანკისი...
გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
გამოხმაურება: როგორ და რატომ ვკლავთ ინდივიდუალიზმს?
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
ომიდან ფეხბურთში - ინვალიდ-ამპუტანტთა გუნდმა "დილამ" ომის ვეტერანები გააერთიანა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
"გორის "დილას" წარმატება რეგიონში ფეხბურთის განვითარების სტიმულია"
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა