სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" მიმდინარე სეზონის ყველაზე პრინციპულ მატჩს უმასპინძლა. "მეკობრეებმა" ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდ "ვილანოვას" უმასპინძლეს და დაუნდობელი ბრძოლა ოვერტაიმში - 68:69 დათმეს.

გამარჯვება "სეტონ ჰოლს" "ბიგ ისთის" მძლავრ კონფერენციაში მესამე ადგილის დასაკავებლად ხელსაყრელ პოზიციაში აყენებდა, ხოლო "ვილანოვას" წაგება რეგულარული ჩემპიონატის მოგების შანსს უსპობდა. სეტონჰოლელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ორჯერ შემოატრიალეს მატჩი - ერთხელ ძირითადი დროის დასრულებამდე და ერთხელაც ოვერტაიმში, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვების მოსაპოვებლად მცირედი დააკლდათ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ უპრინციპულეს მატჩში სათამაშოდ 14 წუთი დაეთმო ქართველ ფორვარდს. მამუკელაშვილი მოედანზე პირველ და მეორე ნახევარში, დაახლოებით თანაბარი დროით გამოჩნდა და 6 ქულასთან ერთად 2 მოხსნა მიითვალა. სანდრომ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, თითო საჯარიმო და სამიანი კი ააცილა. საუკეთესო გახლდათ ხადინ კარინგტონი - 23 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი. "ვილანოვას" კი მაილს ბრიჯისმა 23 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით ულიდერა.

ამ წაგების შემდეგ "სეტონ ჰოლს" 9 მოგება და 8 მარცხი დაუგროვდა და "ბიგ ისთის" კონფერენციაში მე-4 ადგილზე რჩება, თუმცა ანალოგიური შედეგი აქვთ "ბატლერს" და "პროვიდენსს". დარჩენილია 1 ტური და "მეკობრეები" სწორედ "ბატლერს" ხვდებიან. მოგების შემთხვევაში მამუკელაშვილის გუნდი მე-4 ადგილს შეინარჩუნებს და პლეი-ოფის პირველ წრეში მეხუთეზე გასულ "პროვიდენსს" ან ისევ და ისევ "ბატლერს" შეხვდება.

ბარემ აქვე ვთქვათ იმის შესახებ, თუ რა მოხდება კონფერენციაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. პირველ ადგილზე გასულს ("ქსავიერს" ან "ვილანოვას") გადაეცემა ერთ-ერთი ტიტული, რომელიც უმდაბლესია სეზონის ტიტულებს შორის. ათივე გუნდი 7-10 მარტს შეიკრიბება ნიუ-იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" და გამოარკვევს "ბიგ ისთის" კონფერენციის ჩემპიონს.

I-VI ადგილებზე გასული გუნდები მეოთხედფინალში პირდაპირ შევლენ, ხოლო პლეი-ოფში დარჩენილი 2 საგზურისთვის VII-X ადგილებზე გასულები იბრძოლებენ. მე-7 შეხვდება მე-10-ეს, ხოლო მე-8 – მე-9-ეს. პირველი წყვილის გამარჯვებული მეოთხედფინალში რეგულარულში მე-2-ზე გასულ გუნდს შეუწყვილდება, ხოლო მეორე წყვილის მომგები – პირველადგილოსანს.

ყველა საპლეიოფო სერიის გამარჯვებული, ფინალის ჩათვლით, გამოვლინდება 1 მატჩით.

"სეტონ ჰოლი" რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს 3 მარტს გამართავს და ეს იქნება ბოლო შეხვედრა ამ გუნდის უხუცესი მოთამაშეებისთვის (სენიორებისთვის) საკუთარი გულშემატკივრების წინაშე. ეს მომენტი ამერიკის სტუდენტურ კალათბურთში თავისებური რიტუალია, როცა უნივერსიტეტის გუნდის მოთამაშეები ერთგულ გულშემატკივრებს ემშვიდობებიან.

წელს "სეტონ ჰოლი" დაემშვიდობება თვის ლიდერ სენიორებს – ხადინ კარინგტონს, ისმაელ სანოგოს, დეიზი როდრიგესს და ეინჯელ დელგადოს – რის შემდეგაც მეტი ასპარეზი დაეთმობათ გუნდის მომდევნო თაობის წარმომადგენლებს – მათ შორის, სანდრო მამუკელაშვილსაც.

ცნობისთვის, სტუდენტურ კალათბურთში არსებული ასაკობრივი დიფერენციის შკალაში (ფრეშმენი, ჯუნიორი, სოფმორი და სენიორი) სანდრო ყველაზე უმრწემეს კალათბურთელთა – ფრეშმენთა კოჰორტაშია.

მომავალ სეზონში მამუკელაშვილი ჯუნიორებში გადაინაცვლებს, საიდანაც გუნდის ლიდერობა რთული, თუმცა ნიჭიერ კალათბურთელთათვის შესაძლებელია. "სეტონ ჰოლის" წლევანდელ ლიდერთაგან ჯუნიორი არცერთია – მხოლოდ მაილს პაუელია (15.8 ქ, მეორე შედეგი გუნდში) სენიორთა კოჰორტის ერთი საფეხურით დაბლა მდგომი სოფმორებიდან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
სანდრო მამუკელაშვილმა კონფერენციის ჩემპიონობა დაკარგა და NCAA-ის საგზური მოიგო
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და დასანანი მარცხი ოვერტაიმში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
სანდრო მამუკელაშვილის საპლეიოფო ამბები: ორმაგი დუბლი, თამაშიდან გაძევება და ფინალის საგზური
სანდრო მამუკელაშვილმა სეზონის ბოლო მატჩში "უოფორდთან" 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
სანდრო მამუკელაშვილმა ჩემპიონთან მატჩში 12 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა
მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში და დასანანი მარცხი კონფერენციის ლიდერთან [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა