ესპანური "ლაგუნ აროდან" წამოსული ქართველი კალათბურთელი პაოკ-ის ვარიანტს გამორიცხავს
ნიკა ცქიტიშვილმა "ლაგუნ არო" რომ დატოვა, ჩვენი გაზეთის მკითხველს კარგად მოეხსენება. გუშინდელ ნომერში ბერძნულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია შემოგთავაზეთ - ცქიტიშვილი შეიძლება პაოკ-ში გადავიდესო. მასთან დაკავშირებით საინტერესოა თავად კალათბურთელის მოსაზრება. მისი ინტერვიუ ფედერაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

- საბერძნეთიდან შემოთავაზება რომც მივიღო, სათამაშოდ, ალბათ, მაინც არ წავალ. მას შემდეგ, რაც 2 წლის წინათ ბერძნებმა გამიკეთეს, იქითკენ გახედვაც აღარ მინდა.

- ეგებ პაოკ-ის ხელმძღვანელები სიტყვის ხალხი არიან, ვიდრე შენი ყოფილი გუნდის, "პანიონიოსისა", რომელმაც კონტრაქტის პირობები დაგირღვია...

- ამ საკითხზე არავინ დამლაპარაკებია და მენეჯერი თუ ჩემს ზურგსუკან არკვევს საქმეს, ეგ არ ვიცი. არ დავმალავ: მაქვს რამდენიმე, ოღონდ არა ბერძნული ვარიანტი, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, სეზონის დარჩენილი დრო დავისვენო.

- თუ ვარიანტები გაქვს, რატომ ამბობ უარს?

- სეზონის დასრულებამდე 1 თვეა დარჩენილი. ასე მცირე დროისთვის არ მიღირს ახალ გუნდში, ახალ ქალაქში გადაბარგება. 2 თვეა, ოჯახი არ მინახავს და მირჩევნია, ეს დრო ჩემს ცოლ-შვილთან, სამშობლოში გავატარო. უახლოეს დღეებში თბილისში ჩამოვალ და მომავალი სეზონის გეგმებს აუჩქარებლად დავაწყობ.

- "ლაგუნ აროსთან" რატომ გაწყვიტე კონტრაქტი?

- ასე ჯობდა. ბოლო მატჩებში თითქმის არ მათამაშებდნენ და ორივე მხარის სურვილი იყო, რომ კონტრაქტი გაწყვეტილიყო.

- მერედა, შენ ეს ხელს გაძლევდა?

- თამაში ფაქტობრივად არ მიწევდა და არ მინდოდა იქ გაჩერება. დანარჩენი, ფინანსური საკითხები, კონტრაქტის შესაბამისად გადაწყდა. წაგებაში არ დავრჩენილვარ. ეს საქმე რომ უმტკივნეულოდ მოგვარდა, გუნდის ხელმძღვანელობასთან კარგი დამოკიდებულების დასტურია. ეგაა, მწვრთნელი არ მიყურებდა ბოლო დროს კარგი თვალით და გადავწყვიტეთ, ყველაფერი უმტკივნეულოდ მოგვეგვარებინა.

- ეროვნული ნაკრები 24 ივლისს იკრიბება. რას იტყვი ჩვენი ეროვნული გუნდის შანსებზე?

- რთული ბრძოლები გველის, მაგრამ ვფიქრობ, უნდა დავამტკიცოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოვხვდით. ეს რომ მოვახერხოთ, კარგად უნდა მოვემზადოთ. ყველა გულით და მონდომებით უნდა მოეკიდოს საქმეს. შესანიშნავი მოსამზადებელი განრიგი გვაქვს. 12 ამხანაგურ მატჩში ბევრი რამის დახვეწა და სრულყოფა შეიძლება. ეს ფაქტორი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ევროპის ჩემპიონატს მომზადებულები შევხვდეთ.

- საქართველოში კარგ დროს ჩამოდიხარ. პლეი ოფი აქაც მალე დაიწყება.

- საქართველოს ჩემპიონატზე კარგი ამბები მომდის, რაც ძალიან მახარებს. სამშობლოში ჩამოსვლა იმიტომაც მიხარია, რომ სუპერლიგის გადამწყვეტ თამაშებს დავესწრები. გავიგე, რომ სახელმწიფო გუნდებს ეხმარება და მომავალში კიდევ უფრო აქტიურ მხარდაჭერას აპირებს. ამ დახმარებამ უკვე გამოიღო ნაყოფი. როგორც ვიცი, ასეთი საინტერესო ჩემპიონატი კარგა ხანია, არ ჩატარებულა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა