ამ უქმეებზე საბერძნეთის ქალაქი მუდანია ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასს უმასპინძლებს, რომელსაც "ილიადისის თასი" ეწოდება

ამ უქმეებზე საბერძნეთის ქალაქი მუდანია ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასს უმასპინძლებს, რომელსაც "ილიადისის თასი" ეწოდება. საქართველოდან იქ ბიჭების ნაკრები იასპარეზებს, რომელიც უკვე გაემგზავრა ელადაში ასეთი შემადგენლობით: ლერი ჭელიძე, გიორგი მესაბლიშვილი (ორივე - 55), გიორგი კაცია, გოჩა გულბათაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (სამივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი, ვანო თოთლაძე, ოთარ არჩუაძე (ორივე - 66), თორნიკე ჯუღელი, ნიკოლოზ ოშაყმაშვილი, ლაშა ვეშაგური, ჯაბა ბიწაძე (ოთხივე - 73), ბექა რატიანი, შალვა ნინიძე, დავით გაზდელიანი, ზურაბ ეპიტაშვილი (ოთხივე - 81), გიორგი მერმანიშვილი, გიორგი სეტიელი, ილია ოტიაშვილი (სამივე - 90), დავით მერაბიშვილი, ელგუჯა ბიბილაშვილი, გიორგი ცნობილაძე, ამირან მაჭავარიანი (ოთხივე - 100), უშანგი კოკაური, როსტომ ხახალეიშვილი, გუგა კიბორძალიძე, ლევან მატიაშვილი, გიგა ჯიხვაძე (ხუთივე +100).

ნაკრებს საბერძნეთში თან გაჰყვნენ მთავარი მწვრთნელი გიორგი გუგავა და მწვრთნელი გურამ მოდებაძე. ისინი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის არჩევენ კადრებს და რაც შეიძლება, მეტი მონაწილის გამოცდა სურთ. მუდანიაში ჩვენი ნაკრები შარშანაც გამოვიდა და დიდი წარმატებითაც იჭიდავა. იმედია, არც წლეულს შეირცხვენენ თავს.

დასასრულს, ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ, რომელმაც დაასრულა შეკრება თურქეთში და ახლა დუშეთში გადის წვრთნებს. თურქეთში ნაკრების ფაქტობრივ ხელმძღვანელ პეტერ ზაიზენბახერს ძირითადად ეგრეთ წოდებული A გუნდი ჰყავდა წაყვანილი, დუშეთში კი გაფართოებული შემადგენლობაა. ამ ნაკრებსაც ავსტრიელი ევროპის პირველობისთვის ამზადებს, რომელიც 21-23 აპრილს სტამბოლში გაიმართება.

ზაიზენბახერის გადაწყვეტილებით, ლიდერები იქ არ იჭიდავებენ - მწვრთნელი მათ საგანგებო გრაფიკით ამზადებს აგვისტოში პარიზში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, თუმცა არაა გამორიცხული, 1-2 ევროპაზეც წაიყვანოს. ამას ზაიზენბახერი გზადაგზა გადაწყვიტავს, დასჭირდება თუ არა ვინმეს იქ ჭიდაობა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა