ქუთაისის "ტორპედო" სეზონის გახსნის მატჩში სახლში მოულოდნელად "დილასთან" დამარცხდა [VIDEO]
დღეს, 2 მარტს საქართველოს XXX საიუბილეო ჩემპიონატის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" სახლში მოულოდნელად დამარცხდა გორის "დილასთან" 2:3.

სეზონის გახსნითი მატჩი ქუთაისში მართლაც საინტერესო და დაძაბული გამოდგა. საქართველოს ჩემპიონი გადახალისებულ "დილასთან" თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და მე-14 წუთზე კუტალიას შესანიშნავი პასით დილიძემ გახსნა ანგარიში. მალე მასპინძლებმა მეორედ დალაშქრეს ბეგაშვილის კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 35-ე წუთზე დოლიძე ჩადუნელს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეტად აქტიურმა მარცხენა მცველმა სუხიაშვილმა ბოლო მომენტში მოახერხა ვარდნაში ბურთის მოგერიება.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სტუმრებმა ორი სახიფათო იერიში მიიტანეს კვასხვაძის კარზე. ქავთარაძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, მომდევნო შეტევისას კი ფანცულაიამ საპასუხო გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ფანცულაიამ დააწინაურა თავისი გუნდი, ხოლო დოლიძემ ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ "ტორპედო" ბევრს და უშედეგოდ უტევდა, შეცვლაზე შესულმა ფორტისმა კი 88-ე წუთზე კონტრშეტევაზე შორიდან ლამაზი დარტყმით მესამე გოლი გაიტანა და გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.

არ შიძლება არ აღინიშნოს, რომ "დილას" გამარჯვება მნიშვნელოვანწილად გუნდის მწვრთნელის გიორგი დარასელიას სწორად არჩეულმა სტრატეგიულმა და ტაქტიკურმა გეგმამ მოუპოვა.

ასეთი მოულოდნელი შედეგით დასრულდა ეს შეხვედრა. მოკლედ, ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისი კარგი იყო, უკეთეს გაგრძელებას ველით.

ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი

ტორპედო - დილა 2:3

გოლები: 1:0 გრიგოლ დოლიძე (14), 1:1 გიორგი ფანცულაია (45+1), 1:2 გიორგი ფანცულაია (1:2), 2:2 გრიგოლ დოლიძე (2:2), 2:3 ალვინ ფორტისი (88)

ტორპედო. 4-4-2: როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი კუხიანიძე (მერაბ მეგრელაძე 85), თენგიზ წიქარიძე (ევგენი ბოხაშვილი 57), გრიგოლ დოლიძე, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე (მიშიკო სარდალიშვილი 64), ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

დილა. 4-5-1: გიორგი ბეგაშვილი, გია ჩადუნელი, გიორგი კორიფაძე, ჯემალ გოგიაშვილი, ანზორ სუხიაშვილი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე, ნოდარ ქავთარაძე, დავით რაჟამაშვილი (გურამ სამუშია 90+2), ლევან ნონიკაშვილი (ალვინ ფორტისი 58), გიორგი ფანცულაია (ნიკოლა კოვტალიუკი 72)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

Tor
მწვრთნელი, ფეხბურთელები, აკადემია, სტადიონის და ბაზის რეკონსტრუქცია, ეს ყველაფერი ჭირდება ტორპედოს რო კონკურენტულ გუნდად ჩამოყალიბდეს . არ დაიწყოთ ეხლა დინამოს და მერანს და ვანის სულორს და ასე შემდეგ ხო უგებსო ვის რაში ჭირდება ეგეთი მოგება ევროსარბიელზე მუაღწიონ მთავარია წარმარებას
Jango
ხარიხიდან არეკლილი ბურთი არ იყო კარს შიგნით,კარის ხაზიდან აირეკლა და ხაზი არ გადაუკვეთავს,ასე რომ, მსაჯები არ შემცდარან,ვუყურე განმეორებით სპეციალურად,თუმცა ვიზუალური ეფექტი ასეთი ჰქონდა...
ქომაგი
ჩხეტო რატომ ატ ათამაშებ ბურჯანადძეს.მეგრელადზე დუბლების მოთამაშეა.
ქომაგი
ჯერ ჯერობით არც ტორპედოს საიტი არ ვარგა. სირცხვილია.
ქუთაისელი-2
რატომ ხუჭავს თვალებს ჩხეტიანი ორი ნორმალური მცველი და ნახევარმცველი რომ არ არის გუნდში და 6 თვე უთამაშებელი ლიპარტია რომ ჩამოიყვანეს!
Mr. Critic
chamova Dila Tbilisshi shemdeg turshi da naxavt rogor unda daamarcxot eg klubi ;)
roma
თამაშის დონე შარშანდელთან შედარებით მაღალი იყო, მაგრამ ამ შემადგენლობით ტორპედოს ევროსარბიელზე დიდი კრახი ელოდება, ჩემპიონი გუნდი ასე არ უნდა თამაშობდეს, გორის დილას რაც შეეხება ნორმალური გუნდია და სავარაუდოდ წელს არ გაუჭირდება ამ შემადგენლობით ადგილის შენარჩუნება ლიგაში, თუ რათქმაუნდა არ აუარდათ თავში ეს მოგება.
gia
Im xnis kaci rom gundis lideri ikneba..damtavrebulia torpedos igblebi..chxetiani gaagdebs,magram akac gaumartlebs foti an misnairi ushvelis
qomagi
პირველ მომენტში როცა გორის დილამ გაარტყა ხარიხას,ბურთი ხაზის შიგნით დაეცა გამეორება რომ ეჩვენებინათ აშკარა გოლი იყო,მარა არაუშავს 5 წამში მაინც დამსახურებულად გაიტანეს.
dato
დილა კაი გუნდია და კიდევაც მოიგო კუტაის სუ უმარტლებდა
სიმართლე
ტორპედოა გუნდი რომელსაც მწვრთნელის ხელი არ ეტყობა ... სუპერთასიც რო მოიგეს მაგრად გაუმართლათ ...
დათო რუსთავიდან
ტორპედო ესეთი შემადგენლობით, ასე არაორგანიზებულად და არაგუნდურად არ უნდა თამაშობდეს !!! გასაშვებია მწვრთნელი ....
Jango
დილა 1-ლ ტაიმში ჭარბად უხეშობდა და უფრო ბრუტალურს თამაშობდა,იგრძნობოდა მცირე მანდრაჟი "ჩემპიონის" წინაშე, მაგრამ ეს მანდრაჟი 30 წუთში მოეხსნათ, გატანილმა გოლმა კი მადა მისცა გორელებს. მეორე ტაიმში დილამ დაიმსახურა მოგება და მოიგო კიდეც. მეორე ტურში რუსთავთან ამათ უფრო დიდი გამოცდა ელოდება. ტორპედოს დეზორგანიზებულობა ამ წლის მისი საფირმო სტილი იქნება,შემადგენლობა ჰყავს ასეთი და მხოლოდ 2-3 კაცის ხარჯზე მარსზე ვერ გაფრინდებიან
Giorgi
ტორპედოს ლეგიონერების მოყვანა და ფულის დახარჯვა არ უნდა და აგერ ლეგიონერმა მოუგო თამაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 ტორპედო. ზღაპარში გადარჩენილი ქულა...
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
"შესანიშნავი ვარცხნილობა გაქვთ" - ინფანტინომ მის მსგავს მელოტ რეპორტიორს დასცინა
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
აბუაშვილის "მეცი" "ლავალს" დაუზავდა
სენსაცია. პრემიერლიგაში 9 წლის შემდეგ დაბრუნებულმა "ჰალ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა
[VIDEO] მესიმ ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი ფულადი ჯარიმით დასაჯეს
"სტუდენტობიდან ოსტატად იქცა" - ნევილმა არტეტა შეაქო
ფლიკმა ლევანდოვსკის შემცვლელს ლიგა 1-ში მიაგნო
"სწორედ ამიტომ, ალისონი ვიცე-კაპიტანი იქნება" - ირაოლა
[VIDEO] ჩემპიონის დამაჯერებელი სტარტი - "არსენალმა" "ქოვენთრი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] კაკაბაძის საგოლე პასით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა
"ინტერმა" "ლივერპულის" ნახევარმცველი შეიძინა
"შახტარმა" საშინაო არენად "სტემფორდ ბრიჯი" შეარჩია
"ბარსელონა" ხორვატიის ნაკრების მეკარეს შეიძენს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ფანცულაია ყაზახეთში ცხადაძის გუნდში გადავიდა
გიორგი ფანცულაია კარიერას "ჩიხურაში" გააგრძელებს
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ბათუმის "დინამომ" ფანცულაის კონტრაქტი გაუფორმა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ფანცულაია "სამგურალის" ფეხბურთელი გახდა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ქუთაისის "ტორპედომ" ოთხი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე