NBA: აღმოსავლეთის ცხრილის მეზობლებს - "ფილადელფია"-"ნიუ იორკს" შორის მეექვსე ადგილისთვის ბრძოლაში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ
გუშინდელი დღის ცენტრალური შეხვედრა "ნიუ იორკსა" და "ფილადელფიას" შორის გაიმართა. აღმოსავლეთის ცხრილის მეზობლები მეექვსე ადგილისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს და ამ დავაში უფრო წარმატებული "ნიუ იორკი" აღმოჩნდა. "ნიქსმა" პირველივე წუთებიდან დაიწყო წინ გასვლა.

კარმელო ენტონის მეთაურობით სტუმრებმა სამი მეოთხედის განმავლობაში უშანსოდ დატოვეს "ფილადელფია". მელოს თითქმის უშეცდომოდ ისროდა სამქულიანებს და საბოლოოდ შეხვედრა 31 ქულით დაასრულა. ნიუ იორკელებისთვის ერთადერთი ცუდი ამბავი გახდა ჩონსი ბილაპსის ტრავმა, რომელიც მეტოქე კალათბურთელს მუხლით შეეჯახა.

მასპინძლები კარგა ხანი გამოდიოდნენ შოკიდან. ჩვეულ დონეზე მხოლოდ ელტონ ბრენდმა და ტადეუშ იანგმა ითამაშეს. გუნდის ლიდერის - იგუოდალას მოქმედება უკანა ხაზზე კრიტიკას ვერ უძლებდა. მიუხედავად ამისა, "სიქსერზმა" კონცენტრაცია მოახერხა და 10:0 გაქცევა მოაწყო. საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე უკვე მასპინძლები იყვნენ წინ. მაგრამ დაგ კოლინზის შეგირდებმა დიდხანს ვერ გაძლეს. გადამწყვეტ მომენტში ცუდმა დაცვამ მასპინძლებს აღმოსავლეთში მეექვსე პოზიცია დააკარგვინა.

მოულოდნელად წააგო "მაიამიმ". ფლორიდელები შინ დამარცხდნენ "მილუოკისთან". "ჰიტს" დუეინ უეიდი აკლდა და მატჩის მთელი სიმძიმე ლებრონ ჯეიმსსა და კრის ბოშს დააწვათ მხრებზე. ეს კი არ იყო იოლი, რადგან "მილუოკიმ" შესანიშნავი დაცვა დააყენა, რომელსაც მასპინძლებმა ვერაფერი მოუხერხეს. მხოლოდ ლებრონის ინდივიდუალური მოქმედება შველოდა საქმეს.

მატჩის შუაში "მაიამიმ" დიდი გაჭირვებით, მაგრამ შეძლო სიტუაციის გამოსწორება, თუმცა სპოელსტრას ბიჭებს განსაკუთრებული უპირატესობა არ ჰქონიათ. რაც შეეხება "ბაქსს", დაცვის ხაზის გარდა უნდა გამოვყოთ ჯონ სალმონსის თამაში. სტუმრების ფორვარდი ყველაზე შედეგიანი იყო თავის გუნდში. მატჩის ბოლოსკენ ისევ ლებრონი შეეცადა თამაშის გადარჩენას, მაგრამ "ირმებმა" ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და გაუძლეს ფლორიდელთა ლიდერს.

შეუძლია მშვიდად იყოს "ნიუ ორლეანი". "ჰიუსტონის" ორი დღის წინანდელი მარცხის შემდეგ "ჰორნეტსს" პრაქტიკულად არაფერი ემუქრება. მიუხედავად ამისა, "ორლეანმა" თავი დაიზღვია და მშობლიურ არენაზე სწორედ "ჰიუსტონი" დაამარცხა. პირველ წუთებში "რაკეტების" 20:4 გაქცევის შემდეგ მონტი უილიამსის შეგირდებს დიდი ხანი მოუწიათ მდევრის როლში ყოფნა.

მაგრამ საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერით გამხნევებული "ჰორნეტსი" არ დანებდა. თამაშის გადარჩენა კრის პოლმა ითავა. "ნიუ ორლეანის" ლიდერი არ ერიდებოდა თავდასხმაში ინიციატივის თავის თავზე აღებას და საბოლოოდ, ერთი მოხსნა არ ეყო სამმაგ დუბლამდე. უნდა აღვნიშნოთ ტრევორ არიზას მოქმედებაც. ყოფილმა ჰიუსტონელმა ერთბაშად ექვსი ჩაჭრა გააკეთა და თავისი გუნდის თითქმის ყველა კონტრშეტევის სულისჩამდგმელი იყო. ასე რომ, უკვე დიდი შესვენების შემდეგ "ჰორნეტსი" წინ გავიდა და ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვია.

"დენვერი" აგრძელებს გულშემატკივრების გაოცებას. შინ "ოკლაჰომასთან" წაგების შემდეგ, "ნაგეტსმა" ამჯერად სტუმრად მოიგო დალასში. მაგრამ ამ შედეგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ, რადგან "მავერიქსი" მოედანზე ჯეისონ კიდისა და ტაისონ ჩენდლერის გარეშე გავიდა, თანაც ტექსასელებს მოტივაციაც ნაკლები ჰქონდათ.

შეხვედრის დებიუტში დაცვა შეტევას სჯობდა, რაც არადამახასიათებელია ორივე გუნდისთვის. სიტუაცია მეორე ტაიმისთვის გამოსწორდა "დენვერი" უფრო აგრესიულად გამოიყურებოდა, რასაც ვერ ვიტყვით "დალასზე". "ნაგეტსის" რიგებში, როგორც ყოველთვის სათადარიგოებმა გამოიჩინეს თავი, უფრო ზუსტად - ჯეი არ სმიტმა. სწორედ მან დაასამარა "დალასის" იმედები მეოთხე მეოთხედში.

როგორც ჩანს, "ლეიკერსმა" შეწყვიტა რეგულარულ ჩემპიონატში თამაში. ფილ ჯექსონის შეგირდები შეეგუენ იმ აზრს, რომ "სან ანტონიოს" ვეღარ დაეწევიან, ამიტომაც ბოლო მატჩებს ნახევარი ძალით ატარებენ. გამონაკლისი არ ყოფილა "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ შეხვედრა. კალიფორნიელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ წუთებზე 10:0 გაქცევაც შეძლეს, მაგრამ მხოლოდ კლასის ხარჯზე უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. "გოლდენ სტეიტი" გაცილებით ენერგიულად გამოიყურებოდა. თამაშის ბედი კარის, ელისისა და ლის ტრიომ გადაწყვიტა. მათ ჯამში 68 ქულა მოიპოვეს.

საინტერესოა, რომ "მეომრებმა" 2007 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს "ლეიკერსი".

ინდიანა-ვაშინგტონი 136:112

43:29, 32:27, 33:31, 28:25

ი: გრეინჯერი (25), ჯორჯი (23+6 მოხსნა), ჰიბერტი (16+6 მოხსნა), კოლისონი (15+11 პასი), ჰენსბრო (15+5 მოხსნა), დანლივი (14), მაკრობერტსი (10).

ვ: კროუფორდი (29), ბლეტჩი (23+10 მოხსნა), უოლი (19+9 მოხსნა), ჯეფერსი (13).

მაიამი-მილუოკი 85:90

15:25, 25:20, 23:18, 22:27

მაი: ჯეიმსი (29+8 პასი), ბოში (18+7 მოხსნა), მილერი (8+12 მოხსნა), ენტონი (8+11 მოხსნა).

მილ: სალმონსი (17+5 მოხსნა), მბა ა მუტე (14+12 მოხსნა), მაგეტი (14), დულინგი (10).

ფილადელფია-ნიუ იორკი 92:97

19:26, 22:23, 33:31, 28:25

ფ: იანგი (25+7 მოხსნა), ბრენდი (24+9 მოხსნა), იგუოდალა (15+6 პასი+5 მოხსნა), ჰოლიდეი (11+8 პასი+7 მოხსნა).

ნ-ი: ენტონი (31+11 მოხსნა), სტაუდმაიერი (18+7 პასი+6 მოხსნა), დუგლასი (17).

ტორონტო-კლივლენდი 96:104

17:28, 23:32, 24:17, 32:27

ტ: ბეილესი (28), დეროზანი (19+5 მოხსნა), უიმსი (17), ევანსი (15+13 მოხსნა).

კ: ჰიქსონი (28+10 მოხსნა), დევისი (19+12 პასი), სეშენსი (15), ჰოლინზი (14), გი (10+9 მოხსნა).

შარლოტი-ორლანდო 102:111 (ო)

28:26, 25:21, 24:24, 19:25, 6:15

შ: ჰენდერსონი (32+5 მოხსნა), დიაო (17+7 პასი+5 მოხსნა), კანინგემი (16+10 მოხსნა), ბრაუნი (14+5 მოხსნა).

ო: არენასი (25), ბასი (19+8 მოხსნა), ნელსონი (18+9 პასი), თურქოგლუ (17+7 მოხსნა), ჰოვარდი (15+7 მოხსნა), ანდერსონი (10).

დეტროიტი-ნიუ ჯერსი 116:109

32:28, 22:31, 35:29, 27:21

დ: ჰემილტონი (25+9 პასი+5 მოხსნა), სტაკი (22+10 პასი+5 მოხსნა), მონრო (20+10 მოხსნა), უილკოქსი (12+5 მოხსნა).

ნ-ჯ: ლოპესი (39+7 მოხსნა), ფარმარი (18+11 პასი), ვუიაჩიჩი (16), აუთლო (11).

ნიუ ორლეანი-ჰიუსტონი 101:93

21:38, 30:17, 23:16, 27:22

ნ-ო: პოლი (28+10 პასი+9 მოხსნა), არიზა (19+5 მოხსნა), ჯეკი (19+5 პასი), ოკაფორი (11).

ჰ: მარტინი (21), სკოლა (16+10 მოხსნა), დრაგიჩი (16), ბადინგერი (12), ჰეიესი (8+10 მოხსნა).

მინესოტა-ფინიქსი 98:108

23:26, 30:30, 24:26, 21:26

მ: ბიზლი (24+11 მოხსნა), რენდოლფი (19), უებსტერი (13), ტოლივერი (10+9 მოხსნა), ჯონსონი (10).

ფ: გორტატი (20+16 მოხსნა), ბრუქსი (19+6 პასი), ჰილი (17), უორიკი (17), კარტერი (12), ჩილდრესი (10).

ოკლაჰომა-კლიპერსი 112:108

26:31, 32:22, 29:24, 25:31

ო: დურანტი (29+7 მოხსნა), უესტბრუკი (16+7 მოხსნა+7 პასი), იბაკა (15+8 მოხსნა), პერკინსი (5+17 მოხსნა).

კ: გრიფინი (35+11 მოხსნა+6 პასი), უილიამსი (16+9 პასი), გორდონი (16+5 პასი), კამანი (12+8 მოხსნა), ჯორდანი (10+8 მოხსნა), სმიტი (10).

სან ანტონიო-საკრამენტო 124:92

23:22, 28:27, 41:21, 32:22

ს-ა: ჯინობილი (25+5 პასი), ჰილი (19), პარკერი (15+6 მოხსნა+6 პასი), ნილი (14), დანკანი (12+8 მოხსნა).

ს: ევანსი (16+5 პასი), კაზინსი (15+11 მოხსნა), დალემბერი (12+10 მოხსნა), უდრიხი (11+5 პასი), გარსია (10).

დალასი-დენვერი 96:104

17:23, 26:30, 26:19, 27:32

დალ: მერიონი (21+10 მოხსნა), ნოვიცკი (20+7 მოხსნა), ტერი (15), ბრიუერი (13), ბარეა (12+10 პასი), ჰეივორდი (1+19 მოხსნა+5 დაფარება).

დენ: სმიტი (23+5 მოხსნა), მარტინი (18+6 მოხსნა), ჩენდლერი (16), გალინარი (10), ჰარინგტონი (10), ნენე (9+15 მოხსნა).

გ. სტეიტი-ლეიკერსი 95:87

14:23, 29:15, 29:17, 23:32

გ-ს: ელისი (26+6 პასი), ლი (22+17 მოხსნა+5 პასი), კარი (20+6 მოხსნა+5 პასი), ამუნდსონი (11+5 მოხსნა), რაიტი (10+7 მოხსნა).

ლ: ბრაიანტი (25), გასოლი (18+7 მოხსნა), ბინუმი (13+17 მოხსნა), ბარნსი (10+6 მოხსნა).

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა