ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრემიერლიგა. XXIX ტური: უპრეცედენტო სხვაობა ლიდერსა და მდევარს შორის [VIDEO]

პრემიერლიგა. XXIX  ტური: უპრეცედენტო სხვაობა ლიდერსა და მდევარს შორის [VIDEO]

ვიდრე დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" "კრისტალ პალასთან" ითამაშებს, პრემიერლიგაში ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა ამ სეზონისთვის უპრეცედენტოა - 18 ქულა ჯერ არ ყოფილა, თუმცა ამის თვლას აზრი აღარ აქვს. ეს ბოლო მიმოხილვაა, სადაც დისტანციებს, საჩემპიონო რბოლას თუ რაღაც ამდაგვარს ვახსენებთ...

რბოლა დასრულებულია და ეს დიდი ხანია ვიცით, ოფიციალურად კი, დღევანდელი მდგომარეობით, "სიტის" 10 ქულაღა (3 მოგება და 1 ფრე) სჭირდება, ჩემპიონად რომ გამოცხადდეს და, დიდი ალბათობით, ეს უკვე აპრილის შუა რიცხვებში შეიძლება მოხდეს...

მანჩესტერ სიტი-ჩელსი

...წუთიც არ იყო გასული მეორე ტაიმის დაწყებიდან, როცა ორი სილვას კომბინაციას "ჩელსის" კარში მოჰყვა გოლი, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა "ეტიჰადის" გუშინდელ დაპირისპირებაში - დავიდმა ჩააწოდა, ხოლო ბერნარდო შორეულ ძელთან დახვდა ბურთს და ტიბო კურტუამ თავისიანებს ვეღარ უშველა.

ვერ ვიტყვით, რომ "მანჩესტერ სიტიმ" გადასარევად ითამაშა, მაგრამ ამ ფონზეც კი "ჩელსი" ძალიან უსახური იყო. მარტო ის რად ღირს, რომ ანტონიო კონტეს შეგირდებმა ხეირიანად ვერც შეაწუხეს ედერსონი და მთელი თამაში ჩასაფრების რეჟიმში გაატარეს - მკაცრი მარწუხები მოედნის ცენტრში და ძალების განსაკუთრებული კონცენტრაცია საკუთარ საჯარიმოში ან მის მისადგომებთან. ამას კი, შეძლებისდაგვარად, კონტრშეტევები უნდა მოჰყოლოდა...

პეპ გვარდიოლას ბიჭები კი მოთმინებით, მუდმივი გადაადგილებითა და ბურთის კონტროლით ცდილობდნენ კონტეს ციხესიმაგრისთვის გასაღების მორგებას. ეს ერთხელ მოახერხეს კიდეც და საკმარისიც აღმოჩნდა გამარჯვებისთვის.

საინტერესოა, რომ "ქალაქელებმა" თამაშის განმავლობაში 902 პასი გააკეთეს, რაც 2003/04 წლების სეზონის შემდეგ პრემიერლიგაში ვერავინ მოახერხა...

ამასობაში კი, "ჩელსი" 5 ქულით დაშორდა ჩემპიონთა ლიგის ზონას და ეს უკვე ის პერსპექტივაა, რაც კონტეს მკაცრ განაჩენს გამოუტანს. თუმცა ვეჭვობთ, ის უკვე მზად არის ამისთვის...

Video

04.03.18 სიტი - ჩელსი 1:0

ფაქტები

კვირის მატჩების შემდეგ "მანჩესტერ სიტი" 18 ქულით უსწრებს მეორეადგილოსანს, რაც ყველაზე დიდი სხვაობაა 2006 წლის მარტის შემდეგ, როცა ჟოზე მოურინიოს "ჩელსი" 18 ქულით იყო წინ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედზე".

2003 წლის იანვრის შემდეგ "ჩელსიმ" პირველად წააგო ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი (ყველა ტურნირის ჩათვლით).

პრემიერლიგაში დებიუტის (2010 წლის აგვისტო) შემდეგ დავიდ სილვამ 73 საგოლე პასი გააკეთა, რაც 20-ით მეტია ნებისმიერი სხვა მოთამაშის მაჩვენებელზე.

ტოტენჰემი-ჰადერსფილდი

"მამლებმა" პრემიერლიგის დებიუტანტი დაამარცხეს და ამაში განსაკუთრებული არაფერია. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია. აგერ, დეკემბრის მერე 11 მატჩია აღარ წაუგია (8 მოგება, 3 ფრე). "ჰადერსფილდისთვის" კი სტუმრად გოლების გატანა ნამდვილი ტანჯვაა - ამ სეზონში "ტერიერები" უკვე მეთერთმეტედ დაბრუნდნენ შინ "მშრალად".

გადავიდეთ პოჩეტინოზე. "ტოტენჰემის" არგენტინელმა მწვრთნელმა პრემიერლიგაში მე-100 თამაში მოიგო. ამისთვის მას 197 მატჩი დასჭირდა. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს ლეგენდარულ კენი დალგლიშს, ვისთან ერთადაც პოჩეტინო მე-6 პოზიციას იყოფს და ჩამორჩება ჟოზე მოურინიოს (100 მოგება 142 მატჩში), ალექს ფერგიუსონს (162), არსენ ვენგერს (179), რაფა ბენიტესსა (181) და კლაუდიო რანიერის (187).

მატჩის გმირი კი, რა თქმა უნდა, ჰიუნგ-მინ სონი იყო, ვინც ორჯერ შეარხია "ჰადერსფილდის" კარის ბადე. თამაშის შემდეგ კორეელმა თქვა, რომ "უემბლი" მისთვის გაცილებით იღბლიანი არენაა. ამას სტატისტიკა გვიდასტურებს - მას მერე, რაც "დეზებმა" ამ სტადიონზე დაიდეს ბინა, სონმა 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა, "უაით ჰართ ლეინზე" კი მისი მაჩვენებელი გაცილებით მოკრძალებული იყო - 6 გოლი და 4 პასი... 30 მატჩში.

Video

03.03.18 ტოტენჰემი - ჰადერსფილდი 2:0

ლივერპული-ნიუკასლი

"ლივერპულის" დამრტყმელი ტრიო კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა - მოჰამედ სალაჰმა და სადიო მანემ თითო გოლი გაიტანეს, ამ უკანასკნელს კი ასისტენტობა რობერტო ფირმინომ გაუწია.

"წითლების" თავკაცმა იურგენ კლოპმა ცამდე აიყვანა სალაჰი და ბოლოს სხვა შეგირდებზეც დააყოლა:

"მე მიყვარს მისი გოლები, მე მიყვარს მისი საგოლე პასები, მე მიყვარს ეს ფეხბურთელი, მაგრამ გუნდში სხვების წონაც ძალიან დიდია და ეს სალაჰმაც კარგად იცის".

კლოპი თვლის, რომ ბოლო წუთზე ეგვიპტელს დუბლის შესრულებაში ხელი წესების დარღვევით შეუშალა "ნიუკასლის" კაპიტანმა ჯამაალ ლასელსმა, რომელიც კლოპისვე აზრით, წითელ ბარათს იმსახურებდა...

Video

03.03.18 ლივერპული - ნიუკასლი 2:0

ფაქტები

"ლივერპულს" პრემიერლიგაში "ნიუკასლთან" შინ 1994 წლის აპრილის შემდეგ არ წაუგია (22 მატჩი) და თითოეულ ამ თამაშში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

მოჰამედ სალაჰმა, ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 7 მატჩიდან თითოეულში გაიტანა, სულ მცირე, ერთი გოლი. ბოლოს უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა დენ სტარიჯს, რომელსაც 2014 წლის თებერვალში ზედიზედ 8 მატჩში გაჰქონდა გოლი.

იურგენ კლოპის მწვრთნელობის პერიოდში "ლივერპულმა" 97 მატჩში 200 გოლი გაიტანა. აქამდე, ამ ნიშნულს ყველაზე სწრაფად მიაღწიეს მანუელ პელეგრინიმ ("მანჩესტერ სიტი", 84 მატჩში) და ბრენდან როჯერსმა ("ლივერპული", 96 მატჩში).

ბრაიტონი-არსენალი

"არსენალში" ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს. არსენ ვენგერის გუნდი, რომ იტყვიან, ხელიდან წავიდა. რა დაემართა ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელთა კრებულს, რომელმაც ამ სეზონში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი შემოგვთავაზა და რეალურად გვიჩვენა, რა შეუძლია - ამას მარტო ვენგერი კი არა, ვეჭვობთ, დიდი სამწვრთნელო კონსილიუმიც ვერ ახსნის.

ზედიზედ 4 მარცხი ყველა ტურნირის ჩათვლით და აქედან 3 - საკუთარ მოედანზე. ჩავთვალოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის პერსპექტივა მკვდარია. რაღა დარჩა - ევროპალიგის მოგება? "არსენალს" იქაც უმძაფრესი კონკურენცია ელის და როგორ შეძლებს ვენგერი საამისოდ გუნდის მოტივირებას, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

მაინც მოვუსმინოთ ვენგერს:

"როგორმე უნდა გადავლახოთ ეს პერიოდი, ფიზიკურად და მენტალურად გავჯანსაღდეთ, რადგან მალე "მილანთან" გვიწევს თამაში და მერე ისევ პრემიერლიგის მორიგი ტურია... ასეთი რამ პირველად ხდება ჩემს კარიერაში და ეს არ არის ადვილი. თუმცა მაქვს საკმარისი გამოცდილება და სურვილი, რთული პერიოდი დავძლიოთ და სიტუაცია კარდინალურად გამოვასწოროთ".

Video

04.03.18 ბრაიტონი - არსენალი 2:1

ფაქტები

2012 წლის მარტის შემდეგ ეს იყო "არსენალის" პირველი მარცხი (35 მატჩში) პრემიერლიგაში ახალაღზევებულ გუნდთან.

"არსენალმა" პრემიერლიგის ბოლო 11 მატჩში ვერ შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.

"არსენალმა" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 15 გასვლით მატჩში მხოლოდ 13 ქულა დააგროვა. ეს არის ამ გუნდის ყველაზე დაბალი შედეგი 1989/90 წლების სეზონის შემდეგ.

"ბრაიტონმა" მიმდინარე სეზონში პირველად შეძლო პრემიერლიგაში ზედიზედ 3 საშინაო მატჩის მოგება.

ფაქტები სხვა მატჩებიდან

ტროი დინმა ("უოტფორდი") გაიტანა გოლი პრემიერლიგაში თავის მე-300 მატჩში. ასევე, მას გატანილი აქვს გოლები თავის 50-ე, მე-100, 150-ე, მე-200 და 250-ე მატჩებში.

"ბარნლიმ" დაასრულა 11-მატჩიანი მოუგებელი სერია (იგულისხმება პრემიერლიგის მატჩები).

"ბარნლიმ" შონ დიჩის მწვრთნელობის პერიოდში პირველად მოიგო თამაში, რომელშიც თავიდან მეტოქე იყო დაწინაურებული. დანარჩენი 60 ასეთი მატჩიდან "ბარნლიმ" 12 ფრედ ითამაშა, ხოლო 48 შემთხვევაში ვერ ასცდა წაგებას.

ჩენკ თოსუნი ("ევერტონი") მე-10 თურქი ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა, ხოლო პირველი - ჯემ კარაჩანის შემდეგ (გოლი "რედინგი"-"ფულჰემის" მატჩში 2013 წლის 4 მაისს). თურქ ფეხბურთელებს შორის პრემიერლიგის "ბომბარდირად" (34 გოლი) რჩება ნახევარმცველი მაზი იზეტი, ვინც ეს 1996-2004 წლებში, "ლესტერში" ყოფნისას მოახერხა.

"სუონსიმ" პრემიერლიგის მატჩებში 21-დან 20 პენალტი გაიტანა. ამასთან, ჯორდან აიუს მიერ შაბათს "ვესტ ჰემთან" მატჩში შესრულებული 11-მეტრიანი "სუონსისთვის" იყო პირველი - 2016 წლის დეკემბრის ("სანდერლენდთან") შემდეგ.

მიმდინარე სეზონში "ევერტონმა" წააგო 19 მატჩი ყველა ტურნირის ჩათვლით. ამ გუნდის ანტირეკორდია 21 მარცხი 2005/06 წლების სეზონში.

"ევერტონმა" წააგო პრემიერლიგის ბოლო 5 საგარეო მატჩი, ბოლო 23-დან კი მოიგო მხოლოდ ერთი (9 ფრე, 13 წაგება).

"ლესტერს" პრემიერლიგაში არასოდეს მოუგია "ბორნმუთისთვის" - 5 ფრე, 1 წაგება.

"საუთჰემპტონმა" პრემიერლიგის ბოლო 16 მატჩიდან მოიგო მხოლოდ ერთი (9 ფრე, 6 წაგება), ხოლო საკუთარ მოედანზე მოუგებელია ბოლო 8 მატჩში.

პრემიერლიგა. XXIX ტური

ბარნლი-ევერტონი 2:1

გოლები: 0:1 თოსუნი (20), 1:1 ბარნსი (56), 2:1 ვუდი (80)

გაძევება: ე. უილიამსი (86. ევერტონი)

ლესტერი-ბორნმუთი 1:1

გოლები: 0:1 ჯ. კინგი (35-პენ), 1:1 მაჰრეზი (90+7)

სუონსი-ვესტ ჰემი 4:1

გოლები: 1:0 კი (8), 2:0 ვან დერ ჰოორნი (32), 3:0 ე. კინგი (48), 4:0 ჯ. აიუ (63-პენ), 4:1 ანტონიო (79)

ტოტენჰემი-ჰადერსფილდი 2:0

გოლები: 1:0 სონი (27), 2:0 სონი (54)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დემბელე (77. სისოკო), დაიერი - სონი (70. ლამელა), ერიქსენი, ალი (83. ლუკას მოურა) - კეინი.

უოტფორდი-ვესტ ბრომვიჩი 1:0

გოლი: 1:0 დინი (77)

ლივერპული-ნიუკასლი 2:0

გოლები: 1:0 სალაჰი (40), 2:0 მანე (55)

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დიიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (79. მილნერი), ჯანი - სალაჰი, მანე (74. ლალანა), ფირმინო (88. მატიპი).

ბრაიტონი-არსენალი 2:1

გოლები: 1:0 დანკი (7), 2:0 მარეი (26), 2:1 ობამეიანგი (43)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ჩემბერსი (83. ნკეტია), მუსტაფი, კოსიელნი, კოლაშინაცი - უილშირი, ჯაკა - მხითარიანი (83. ბელერინი), იოზილი, ივობი (74. უელბეკი) - ობამეიანგი.

მანჩესტერ სიტი-ჩელსი 1:0

გოლი: 1:0 ბერნარდო სილვა (46)

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი, ზინჩენკო (87. დანილო) - დე ბრუინი, გიუნდოგანი, დავიდ სილვა (90+3. ფოდენი) - სანე, ბერნარდო სილვა, აგუერო (85. გაბრიელ ჟეზუში).

ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რიუდიგერი - მოზესი, ფაბრეგასი, დრინკუოტერი, ალონსო - ვილიანი (78. ჟირუ), პედრო (82. ემერსონი) - აზარი (90. მორატა).

საუთჰემპტონი-სტოკი 0:0

ორშაბათი, 5 მარტი

კრ. პალასი-მანჩესტერ იუნ 23:59

ბომბარდირები: 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 15 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური

10 მარტი: მანჩესტერ იუნაიტედი-ლივერპული, ევერტონი-ბრაიტონი, ჰადერსფილდი-სუონსი, ნიუკასლი-საუთჰემპტონი, ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი, ვესტ ჰემი-ბარნლი, ჩელსი-კრისტალ პალასი

11 მარტი: არსენალი-უოტფორდი, ბორნმუთი-ტოტენჰემი

12 მარტი: სტოკი-მანჩესტერ სიტი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება

ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

სლოტი იხტიბარს არ იტეხს - რას აპირებს "ლივერპული" ზაფხულში?

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი

"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს

ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს

ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან

ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური

"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა

მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ

WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას

"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"

"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა

შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე

[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო

"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა

შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ

მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს

კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება

ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო

"რეალის" დატოვების შემთხვევაში, ვინისიუსის დამატების მთავარი ფავორიტი ცნობილია

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა

"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა

"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს

ფოდენი რჩება - ინგლისელი "სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

"10 წლის წინ, სწორი გადაწყვეტილება მიმიღია" - გვარდიოლა აღშფოთებულია

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი

Breaking: პეპ გვარდიოლა მზადაა იტალიის ნაკრები გაწვრთნას

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა

ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს

"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?

სილვას თურქეთიდან სუპერ შეთავაზება აქვს - ბერნარდოს "ბარსელონაში" თამაში სურს

"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია

[VIDEO] ასეთი დაცვით მამარდაშვილი ვერაფერს გახდებოდა - "ლივერპული" სტუმრად "ასტონ ვილასთან" დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?

სლოტი იხტიბარს არ იტეხს - რას აპირებს "ლივერპული" ზაფხულში?

"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს