მჭედლიძის ლელო და ქუბრიაშვილის დაბრუნება
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩების პარალელურად, საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა და მასში 8 ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა.

ისე მოხდა, რომ ორ თამაშში მოედანზე 3-3 ჩვენებური გავიდა, ხოლო ორში - თითო-თითო.

გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფმა ‘აჟენმა’ ლიდერი ‘მონპელიე’ 31:29 დაამარცხა და ამაში ბორჯღალოსანმა თამაზ მჭედლიძემ 5-ქულიანი წვლილი შეიტანა.

24 წლის ბორჯღალოსანს წელს საქმეები ისე კარგად ვერ მისდის, როგორც გასულ 2 სეზონში. გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, მას ორი თამაშის შერკინების მესამე ხაზში ჩატარება მოუწია, ახლა კი გარემარბის პოზიციაზე დაბრუნდა, მოედანზე 80 წუთი გაატარა და 21-ეზე ლელო გაიტანა. მიმდინარე სეზონში ეს თაზოს მეორე ლელოა. პირველი მან 2017 წლის 26 აგვისტოს ასევე ‘მონპელიეს’ გაუტანა.

‘აჟენის’ შემადგენლობაში 53-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა, ხოლო ‘მონპელიეს’ ბურჯი დუდუ ქუბრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს. 31 წლის ქუბრიაშვილს 2017 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია.

ორი მნიშვნელოვანი მომენტიც - მე-6 წუთიდან ‘მონპელიე’ კაცნაკლული თამაშობდა, რადგან მეორეხაზელი წითელი ბარათით დაკარგა და ბოლო წუთზე ჯარიმა ვერ გაიტანა, რის გამოც მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩა. მიუხედავად ამისა, ის 61 ქულით პირველ ადგილზეა და 3-ით უსწრებს უახლოეს მდევარ ‘რასინგს’, ხოლო ‘აჟენი’ 31 ქულით მე-11 პოზიციამდე აღზევდა და 5 ქულით დაშორდა გასავარდნ ზონას.

‘რასინგმა’ ‘ბრივი’ მიიღო, საწყის 22 წუთში 2 ლელო გაიტანა, ორივე გარდასახა და ერთი ჯარიმაც მიითვალა, მაგრამ მონაგარს ვეღარაფერი შემატა და 17:13 იმარჯვა. პარიზელთა შორის 53-ე წუთიდან ითამაშა ვასილ კაკოვინმა. ‘ბრივის’ სასტარტოში იყო და მოედანზე 55 წუთი გაატარა კარლენ ასიეშვილმა, ხოლო ბეკოშვილი თამაშში სწორედ 55-ე წუთიდან ჩაერთო.

‘ლა როშელთან’ მატჩში მოედანზე ორჯერ გამოჩნდა ბექა კაკაბაძე. მან ტრავმირებული თანაგუნდელი ჯერ მე-8-დან მე-15 წუთამდე შეცვალა, ხოლო 52-ე წუთზე სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. მისმა ‘კლერმონმა’ მეტოქე 21:17 დაამარცხა და 36 ქულით მე-10 ადგილზეა.

‘სტად ფრანსესთან’ 33:27 მოგების მიუხედავად, 22 ქულით ბოლო ადგილზეა ‘ოიონა’. ის 4 ქულით ჩამორჩება ‘ბრივს’ და 6-ით ‘სტად ფრანსეს’. ‘ოიონას’ სასტარტო შემადგენლობაში იყო ირაკლი მირცხულავა და 65-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ტაიმის მიწურულს ქართველმა ბურჯმა ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს
პრო დე2: ქუბრიაშვილი ლიდერებში და ალანია ძირითადში
ქართველი მორაგბე ლეგიონერების ამბები: მიხეილ ნარიაშვილი დაბრუნდა
რაგბის ლეგიონი: თამაზ მჭედლიძემ ლამაზი ლელოთი დაიწყო [VIDEO]
"მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ახლა საქართველოს სულ სხვა თვალით უყურებს"
lerugbynistere: თამაზ მჭედლიძე "რუონში" ითამაშებს; ალბათ, სოსო მათიაშვილიც
პრო დე2: ქუბრიაშვილმა ტოპ 14-ისკენ ლელოთი გაიწია
თამაზ მჭედლიძე: საქართველოს ჰიმნზე დადგომა მომენატრა
მილტონ ჰეიგი: უელსის დამარცხება? - რატომაც არა?!
რაგბი. ლეგიონი: ქართველების "მონპელიემ" რეგულარული გათამაშება მოიგო
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში