ვებგვერდი ekhokavkaza.com აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით - "აფხაზი ფეხბურთელები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს "დამარცხებას" ცდილობენ".

თვითაღიარებულმა აფხაზეთის ნაკრებმა ლონდონში ConIFA-ს (ტურნირი გუნდებისთვის, რომლებიც ფიფას წევრები არ არიან) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უნდა დაიცვას.

ეს ტიტული აფხაზებმა საკუთარ კედლებში 2016 წელს მოიგეს.

თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯუმა კვარაცხელია ამასთან დაკავშირებით შემდეგს ამბობს:

"30 მაისს უკვე ლონდონში უნდა ვიყოთ და 12 ივნისამდე იქ უნდა დავრჩეთ. მინიმუმ ორი შეკრება უნდა გავიაროთ, სადაც 2 მატჩის გამართვა გვინდა. წინასწარი შეთანხმებაც გვაქვს. ნაკრების მწვრთნელი ბესლან გუბლია ყაბარდო-ბალყარეთში იყო. ალბათ, ნალჩიკის "სპარტაკთან" და "კრასნოდართან" ვითამაშებთ".

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაღწია იმას, რომ უნგრეთის სახელმწიფომ აფხაზ ფეხბურთელებს ვიზაზე უარი უთხრა და მათ ConIFA-ს ვერსიით ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწიათ.

არსებობს თუ არა შესაძლებლობა, მსგავსი ფაქტი ახლაც მოხდეს, კვარაცხელია ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ:

"დავუკავშირდით აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. არსებობს ადამიანი, რომელიც სპეციალურად ვიზების გაკეთებით არის დაკავებული. ვიზებს როსტოვში გავაკეთებთ და იქ დაახლოებით 35 ადამიანი უნდა წავიყვანოთ. თავად ConIFA კარგად გვექცევა. ძალიან უნდათ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ გარეშე უინტერესოა".

გამოცემა კი წერს, რომ თუ თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ნაკრები, რომელიც მოქმედი ჩემპიონია, ტურნირზე ვერ მოხვდება, ეს სკანდალი იქნება და თან იმაზე დიდი, როცა აფხაზები უნგრეთის ტურნირზე არ დაუშვეს.

ცნობისთვის კი გეტყვით, რომ ლონდონში ConIFA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე აფხაზეთი ჯგუფში ჩრდილოეთ კვიპროსთან, ტიბეტსა და ფელვიდიკთან (სლოვაკეთში მცხოვრები უნგრელები) არის.

სტატიაში ასევე ახსნილია, თუ რატომ გადაწყდა ტურნირის ჩატარება ლონდონში და არა რომელიმე არაღირებულ რესპუბლიკაში. ConIFA-ს განმარტებით, ლონდონის ერთ-ერთი ბუკმეკერული კომპანია ტურნირის სპონსორია.

alexandre
აი მე კი ასეთ ვარიანტს გთავაზობთ. იქნებ იმ აფხაზეთის ნაკრებში არის რომელიმე, ცოტათი მაინც რო გავდეს ვიტალის, სიომას, ბასას.... და მოვიწვიოთ საქართველოს ნაკრებში!!!
გიორგი
მთავრობაში ვის არ სძინავს.
დიმა
ქართული გვარებით რომ არიან, მეც ვიზიარებ რომ "ეს რა უბედურება გვჭირს ქართველებს," მაგრამ განა ის უაესი არ იქნებოდა, იმ გვარის ხალხის ყოფნა, აფხაზეთში 80 ათასი რომ არიან..? (დავიცავ ეთიკეთს და აქ არ დავასახელებ მათ ეთნიკურ კუთვნილებას, ისედაც ყველა ჩვენთაგანისთვის მისახვედრია.) გასაგებია რომ ვინმე ჯუმა კვარაცხელიები ცუდი ქართველები არიან, მაგრამ მაინც ქართველები არიან და მიუხედავა ყველაფრისა მათში მაინც არის ისტორიული მეხსირება, და აი ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს ქართულმა სახელმწიფომ, თორემ ვიზის მიღება არ მიღება და ამთთვის ამ მხრივ პრობლემების შექმნა, ჩვენ არ გვიწყვიტავს პრობლემას და პირადად მე არ გამაბედნიერებს
Vasili
ფედერაცია რას აკეთებს??? / ისე ის კვარაცხელია მაინც არ იყოს, რა უბედურება ეს ქართული გვარებით მაინც არ იყვნენ
888
საგარეო საქმეთა სამინისტროს საღათას ძილით ძინავს.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
CONIFA-ს ე.წ. ევროპის ჩემპიონატზე სეპარატისტები ერთმანეთს დაერივნენ
სეპარატისტული ცირკი: მუნდიალი სოხუმში, ევროპის ჩემპიონატი ცხინვალში
სოხუმელი სეპარატისტები ე.წ. მსოფლიოს ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადებიან [VIDEO]
დე ფაქტო აფხაზეთი ConIFA-ს მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს
სოხუმი არაღიარებული ქვეყნების 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს