მუნდიალის პაროდია - გახსნის ცერემონიალს 28 მაისს, სოხუმის "დინამოს" გარემონტებული სტადიონი უმასპინძლებს
სოხუმი მსოფლიო არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადება. ეს ტურნირი 28 მაისიდან 5 ივნისამდე დაიგეგმა და მის ჩატარებას რუსებისგან დაპყრობილ ქართულ მიწაზე არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო გაერთიანება (CONIFA) აპირებს.

მასში მონაწილეობისთვის 12 არაღიარებული სეპარატისტული რეგიონის გუნდი მიიწვიეს: აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ჩაგოს კუნძულების, ქურთისტანის, ჩრდილოეთ კვიპროსის, პადანიას, პენჯაბის, რაეტიას, რომანების, საპმის, სომალილანდის, იაპონიაში კორეელთა გაერთიანებისა და დასავლეთ სომხეთის.

სეპარატისტების მუნდიალის გახსნის ცერემონიალს 28 მაისს, 19 საათზე, სოხუმის "დინამოს" სტადიონი უმასპინძლებს, რომელიც საგანგებოდ ამ ტურნირისთვის გაარემონტეს. მატჩებს ტურნირის პარტნიორი მედიაჯგუფი - "სპრინგმედია" გადასცემს.

უკვე ვრცელდება ტურნირის სარეკლამო კლიპი, რომელში მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი ისეთ ფერ-ხორცზეა, სპორტსმენებზე მეტად "კაი პურისმჭამელთა" გაერთიანებას უფრო ჰგვანან.

CONIFA 2013 წელს დაფუძნდა, სეპარატისტულ მუნდიალს კი ორ წელიწადში ერთხელ ატარებენ. საინტერესოა, რომ აფხაზეთში მუნდიალის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ მათსა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებზე ვიზა არ გასცა და პირველ სეპარატისტულ ევროპის ჩემპიონატზე არ დაუშვა.

არის ლაპარაკი, რომ შემდეგ მუნდიალზე დონეცკისა და ლუგანსკის ნაკრებები ითამაშებენ. მაგრამ ჯერ ამ ტერიტორიებზე ფეხბურთისთვის არავის სცხელა. საერთოდ კი ტურნირზე მონაწილეობის მსურველები ისე მომრავლდნენ, მათთვის ცალკე შესარჩევი ციკლი გაიმართება. მაგალითად, დასავლეთ სომხეთი, ერაყის ქურთისტანი, დაფური, სუდანელ ლტოლვილთა ნაკრები. 20 ნოემბერს კი CONIFA-ში 5 ახალი წევრი მიიღეს: რიუკიუ, ტიბეტი, კორეელთა გაერთიანება იაპონიაში და დნესტრისპირეთი (რუსული სეპარატისტული რეგიონი მოლდოვაში).

ისე, საინტერესოა, დასავლეთ სომხეთის ნაკრებს რა პრინციპით დაკომპლექტებენ - მთიანი ყარაბაღი სომხეთიდან აღმოსავლეთში მდებარეობს და დასავლეთ სომხეთი სადღაა?

ახლა ყველაზე საინტერესო ამბავზე: აფხაზეთში მოსახვედრად დელეგაციებს რუსეთის ვიზის მიღება დასჭირდებათ. საინტერესოა, რუსები მისცემენ ვიზას ჩრდილოეთ კვიპროსის წარმომადგენლებს, რომლებიც, რეალურად, თურქების მხარდაჭერით სარგებლობენ?

საინტერესოა, რომ CONIFA-მ სეპარატისტული ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც აფხაზეთი მე-8 ადგილზეა, ხოლო სამხრეთ ოსეთი - მეთოთხმეტეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviadi
რუსები მოიყვანენ მალე "ჭკუაზე" ალბათ, დამოუკიდებლობა და ჩემპიონატი კი არა ჩააღუნინებენ თავს და ფედერაცია მორჩა.
ოტტო
...ბავშვური იწილო--ბიწილოს თამაში...
ერთად(!): თურქები- ქურთები - სომხები !
სომხების(!) გარეშე საქართველოს მტრობა არ გამოდის!.. P.S. რა თქმა უნდა, ერევანს არ აქვს გავლენა "იმ" სომხებზე. დ ა ვ ი ჯ ე რ ე თ ! )))))))))))))))))))))
ფირალი
დაგუგლეთ, მაინც სისულეები რო არ წეროთ Sapmi - ლაპლანდიაა ქართულად smile.gif და არა საპმი Chagos Islands -კი ჩაგოსის კუნძულები (და არა ჩაგოს) Romani People - არიან ბოშები, რომანები სულ სხვა ხალხიაsmile.gif Raetia - არის რეცია United Koreans in Japan - არის იაპონური წარმოშობის კორეელი, ე.წ Zainichi Koreans Somaliland - არის სომალი+ლენდი (და არა ლანდი)
Putin Sheni DDDD
და თურქებს პასუხი არ მოვთხოვოთ?!! თავიანთი ჩუჩმეკების აფსუისტანში გაგზავნის გამო?!!!
hhhh
ორი რგოლი დაუმატეთ მაგ აფსუების რუკას ბოლოში და შესაფერისი ემბლემაც ექნებათ :)
nana
ეს დამპალი მთავრობა რომ დამპალი რუსეთის ახვარი მონაა და მათი ინტერესების გამტარებელია აქედანაც კი ნათლად ჩანს. მატი ხელმოსმითა და მხარდაჭერითაა რუსეთი რო ბედავს თვითონ გამყიდველი ივანკა ბორია კი სიტყვასაც ვერ ბედავს ანექციაზე ზირს დამპალი გამყიდველი მთავრობა და მათი მომხრე მოღალატე ქაღთველები გაჭყდით სამუდამოდ
მერაბი
დასავლეთ სომხეთს თურქეთის ტერიტორიაზე დარჩენილ ისტორიულ სომხურ მიწებს ეძახიან და ჩვენი ტაო–კლარჯეთის სამხრეთ ნაწილსაც სიამოვნებით მიათვლიან ხოლმე
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
საქმე დაიძრა! - სოხუმის "დინამოს" ტკივილი და იმედები
სოხუმის "დინამო" "ლაციოსა" და ცსკა-სთან - კიდევ ერთხელ დაფიქსირებული "აფხაზეთი საქართველოა!"
დავით ყიფიანის თასი: "ზესტაფონი" მოგებით დაბრუნდა
CONIFA-ს ე.წ. ევროპის ჩემპიონატზე სეპარატისტები ერთმანეთს დაერივნენ
სოხუმური დერბი - პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
სეპარატისტული ცირკი: მუნდიალი სოხუმში, ევროპის ჩემპიონატი ცხინვალში
დე ფაქტო აფხაზეთი ConIFA-ს მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს
სოხუმი არაღიარებული ქვეყნების 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
რევაზ ძოძუაშვილი: ეს სიტყვები საბოლოოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან...
აფხაზი ფეხბურთელები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს "დამარცხებას" ცდილობენ