საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს ჩემპიონია! კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ფინალური სერია დამაჯერებლად – 3:0 მოუგო “ოლიმპს” და სუპერლიგის გამარჯვებული გახდა. 2 საშინაო მოგების შემდეგ “ქუთაისმა” ფინალური სერიის მე-3 შეხვედრა დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა და დაძაბული მატჩის ბოლოს მოახერხა დავით როგავას გაწვრთნილი ოლიმპელების გატეხა – შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით – 73:65 (სტატისტიკა) დასრულდა.

ბოლო წუთზე შეხვედრამ ინტრიგა დაკარგა. მანამდე კი, უმეტესწილად, თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. “ოლიმპმა” შეხვედრა მძლავრად დაიწყო და დებიუტში 10 ქულითაც დაწინაურდა (26:16), მაგრამ საწყისი მუხტი როგავას გუნდს დიდ შესვენებამდე არ მიჰყვა. ქუთაისელებმა დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე ჩამორჩენის გაბათილება იწყეს და პირველი ტაიმის ბოლოს სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 37:38.

მესამე პერიოდიდან ქუთაისელებმა ლიდერობ მოიპოვეს, რაც ერთის მხრივ მათი კარგი დაცვის, მეორეს მხრივ კი ოლიმპის წამყვანი მოთამაშეების შეცდომების ბრალი იყო. ილია ლონდარიძეს თამაში არ წაუვიდა, ვერც კალა ჯინჭარაძე იყო ჩვეულ იშტაზე და ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ქუთაისელებმა თავისი გაიტანეს. ადრიან ბოუიმ უმნიშვნელოვანესი ბურთები – ჯერ ორქულიანი, შემდეგ კი სამიანი ჩააგდო და ბოლო პერიოდში თანაბრად მიმდინარე ანგარიში იმერული კლუბის სასარგებლოდ შეცვალა. როგორც ვთქვით, ბოლო წუთზე ქუთაისელთა ლიდერობამ 8 ქულას მიაღწია და ჩემპიონიც გამოვლინდა. ქუთაისელებმა არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგეს საქართველოს ჩემპიონობა. პირველად ეს კოტე ტუღუშის თაოსნობით “ქუთაისმა” 2015 წელს მოახერხა.

ქუთაისელებს 23 ქულით და 6 ჩაჭრით ადრიან ბოუიმ ულიდერა. 17 ქულა და 11 მოხსნა გიორგი კორსანტიამ მიითვალა, გიორგი ბარბაქაძისა და სტივენ ფლეჯერის ანგარიშზე კი 9-9 ქულა დაგროვდა. ოლიმპში 30 ქულით საუკეთესო იყო ედვარდ ეკიორი. 12 ქულა ლუკა კალატოზიშვილმა, 10 კი კახა ჯინჭარაძემ მიითვალეს.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. საკალათბურთო კლუბ „ოლიმპის“ წევრები ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაულმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ. მათვე ოქროს მედლები გადასცეს სუპერლიგის 2021-2022 წლების ჩემპიონ “ქუთაისის” წევრებს.

საუკეთესო მწვრთნელი

2021-2022 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი გახდა „ ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში. კოტე ტუღუშს ცნობილი ქართველი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის თასი გადასცა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა.

საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე

2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის – ზვიად მიქაძის სახელობისაა. მისი მფლობელი გახდა საკალათბურთო კლუბ “ბათუმის” წევრი გიორგი ოჩხიკიძე. გიორგი ოჩხიკიძეს ჯილდო ზვიად მიქაძის შვილებმა – სალომე და იოანა მიქაძეებმა გადასცეს.

სეზონის გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე

სეზონის გამორჩეული მოთამაშის პრიზი ცნობილი ქარტველი კალათბურთელის, გელა დარსაძის სახელობისაა. აღნიშნული პრიზიც ბათუმელმა გიორგი ოჩხიკიძემ დაიმსახურა. ოჩხიკიძეს გელა დარსაძის სახელობის პრიზი მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ადამიამ გადასცა.

სეზონის საუკეთესო მოთამაშე – MVP

სუპერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ტრადიციულად გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც ჟურნალისტები, სუპერლიგის მწვრთნელები და კომისრები მონაწილეობდნენ. სეზონის MVP გახდა ოლიმპის მოთამაშე კახა ჯინჭარაძე, რომელსაც სპეციალური პრიზი პაატა გურასპაულმა გადასცა.

საჩემპიონო თასის გადაცემა

“ქუთაისი 2010”-ის კაპიტანს, გიორგი ბარბაქაძეს სუპელრიგის 2021-2022 წლების სეზონის საჩემპიონო თასი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ გადასცა.

GBF.GE

ქუთაისი
გილოცავთ და წარმატებები... საუკეთესოები ხართ. ვულოცავ ქუთაისს , ბატონ კოტე ტუღუშს და გუნდის თითოეულ წევრს გილოცავთ და კიდევ ბევრჯერ მოგველოცოს ჩემპიონობა...
Serio
გილოცავთ მთელ ქუთაისს ამ დიდ გამარჯვებას და კიდევ ბევრჯერ გაგეხარებიოთ მამაქალაქელების გულები ლომებო, და იმედია თქვენი წყალი ტორპედოსაც გადასხმოდეთ.
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია!
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა