მოსკოვის "ლოკომოტივი" პირველად თამაშობს ევროპალიგის მერვედფინალში. ბუნებრივია, პირველია ეს ეტაპი საბა კვირკველიასთვისაც.

საბას სერიოზული გამომცდელები ეყოლება მადრიდში - დიეგო კოშტა და ანტუან გრიზმანი.

ატლეტიკო-ლოკომოტივი

"ლოკომოტივი" უკვე მადრიდშია და მატჩისთვის ემზადება. საბა კვირკველია, რა თქმა უნდა, რუსული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. დიეგო სიმეონეს გუნდში შეტევის ტანდემი ძალიან სახიფათოა - დიეგო კოშტა და ანტუან გრიზმანი. ქართველს ერთი სული აქვს, როდის გამოცდის თავს ამ დონეზე და როდის დაუპირისპირდება "ატლეტიკოს".

ფაქტები

"ატლეტიკომ" ზედიზედ 5 მატჩი ისე მოიგო შინ, რომ გოლი არ გაუშვია.

"ლოკომოტივს" ესპანეთში ჯერ მოგებული არა აქვს - 1 ფრე, 5 წაგება.

"ლოკომოტივი" ევროპალიგის 1/8-ფინალში პირველად თამაშობს.

"ატლეტიკომ" ბოლო ოთხ ცდაზე სულ მცირე, მეოთხედფინალში იასპარეზა ევროპალიგაზე.

ცსკა-ლიონი

ფრანგები გუნდის ლიდერის, ნაბილ ფეკირის გარეშე ჩავიდნენ მოსკოვში, რაც "ლიონისთვის" უდიდესი დანაკლისია.

ფაქტები

ამ ორ კლუბს ერთმანეთში აქამდე არასოდეს უთამაშია.

2018 წელს ცსკა-ს სამ ოფიციალურ თამაშში ჯერ გოლი არ გაუშვია.

"ლიონმა" შარშან ამ ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა.

ლაციო-დინამო

იტალიურ-უკრაინულ დაპირისპირებაში პირველის უპირატესობა აშკარაა, მაგრამ ისტორია ბევრს არ ნიშნავს. "ლაციოს" წინა მატჩში დისკვალიფიცირებული ლუის ფელიპე უბრუნდება.

ფაქტები

1999 წელს ამ ორი კლუბის ორივე დაპირისპირებაში "ლაციომ" იმარჯვა.

"ლაციომ" შინ უკრაინულ კლუბებთან 5-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო.

ევროპალიგის ამ გათამაშებაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ "ლაციომ" და "დინამომ" გაიტანეს.

სპორტინგი-პლზენი

ამ წყვილში ფავორიტი პორტუგალიური გრანდია. ბრუნო ფერნანდეშს ევროპალიგის 2 მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი.

ფაქტები

"სპორტინგი" ევროპალიგაზე შინ საშინლად თამაშობს - ბოლო 7 მატჩიდან ერთი მოიგო.

"პლზენი" სტუმრად ვერ ვარგა - ბოლო 14 მატჩში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო.

მარსელი-ბილბაო

"მარსელის" გულშემატკივრებს ცუდად ახსოვთ 2016 წელი, როცა 1/16-ფინალში არიც ადურისმა 1:0 მოაგებინა "ბილბაოს" "ველოდრომზე". ადურისი ისევ ბასკური კლუბის შემადგენლობაშია.

ფაქტები

ამ სეზონში "მარსელი" შინ ევროთასებზე არ დამარცხებულა.

არიც ადურისი (ბილბაო) ევროპალიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირია - 7 გოლი.

ორივე გუნდი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო წრიდან მოდის.

დორტმუნდი-ზალცბურგი

ფაქტები

"დორტმუნდს" ავსტრიულ კლუბებთან 4-დან 4 მოგება აქვს.

"ზალცბურგის" ბოლო 9 საგარეო მატჩი - 4 მოგება, 5 ფრე.

ავსტრიის ჩემპიონს გერმანიაში ჯერ თამაში არ მოუგია.

მილანი-არსენალი

ამ ტურნირის ფავორიტთა შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს. ეს ტურნირი, ალბათ, არსენ ვენგერის ბოლო შანსია. არადა, ახლა "მეთოფეები" საშინელ ფორმაში არიან, ჯენარო გატუზოს გუნდი კი - პირიქით. მართალია, გატუზომ პრესკონფერენციაზე აქო და ადიდა ვენგერი, ჩემი მასთან შედარებაც კი არ შეიძლებაო, მაგრამ ფაქტია - ლონდონური კლუბი ახლა შავ დღეშია და "მილანი" დაპირისპირების ფავორიტია.

ფაქტები

"მილანს" 6 თამაშია, გოლი არ გაუშვია.

"არსენალმა" ბოლო 4 თამაში წააგო.

2008 წელს "არსენალმა" "სან სიროზე" 2:0 მოიგო.

2012 წელს იქვე "მილანმა" "არსენალი" 4:0 გაანადგურა.

ლაიპციგი-ზენიტი

"ზენიტს" ამ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული ლეანდრო პარედესი არ ეყოლება.

ფაქტები

"ლაიპციგი" რუსულ კლუბს ისტორიაში პირველად ხვდება.

ბოლო 4 თამაშია, გერმანულ კლუბს არ მოუგია.

"ზენიტი" გერმანიაში - 3 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.

ხუთშაბათი, 8 მარტი

მილანი-არსენალი 22:00

ატლეტიკო-ლოკომოტივი მ. 22:00

ცსკა-ლიონი 22:00

დორტმუნდი-ზალცბურგი 22:00

ლაციო-დინამო კ. 00:05

მარსელი-ბილბაო 00:05

ლაიპციგი-ზენიტი 00:05

სპორტინგი-პლზენი 00:05

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო