"ილიჩევეცის" ნახევარმცველმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებსა და ლვოვის "კარპატისთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილსა და მის "ილიჩევეცს" უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში მეტოქედ "კარპატი" ჰყავთ, სადაც უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი - სანდრო გურული გამოდის.

მარიუპოლური კლუბის საიტმა მომავალი მატჩის წინ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ნიჭიერმა ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა დიდ ფეხბურთში ჯიქურ შემოაბიჯა და სულ მოკლე პერიოდში პერსპექტიული ჭაბუკისგან ჩვენი გუნდის ძირითად მოთამაშედ იქცა", - ასეთი დახასიათება წაუმძღვარა ინტერვიუს საიტმა.

- თორნიკე, "ილიჩევეცს" დონეცკის "შახტართან" მატჩის წინ დაუბრუნდი. მანამდე კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იყავი გამოძახებული. გვიამბე იმ ვოიაჟზე.

- ძალან გამახარა ნაკრებში მიწვევამ, რომლის ბანაკში კვირაზე მეტი დავყავი. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი ითამაშა - ალბანეთისა და რუმინეთის ნაკრებებთან. პირველი თამაში 3:1 მოვიგეთ, მეორე კი წავაგეთ - 1:2. ორივე შეხვედრაში ვმონაწილეობდი. ალბანეთთან 90 წუთი ვითამაშე და ჭანტურიას (ახლა "ვიტესშია", ისე კი "ჩელსისთან" აკავშირებს კონტრაქტი) და შეყილაძეს ("პალერმო") საგოლე გადაცემები გავუკეთე. მეორე მატჩში მწვრთნელმა მეორე ტაიმში შემცვალა.

ჩვენ ექსპერიმენტალური შემადგენლობით ვთამაშობდით, მაგრამ მომდევნო შეკრებაზე (ეგვიპტეში სამ დღეს გასტანს) გუნდის მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია უძლიერესებს გამოიძახებს. ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ ამ სიაში მეც ვიქნები - შეკრების დასრულების შემდეგ მწვრთნელმა თავად მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს.

- ამ ორ შეხვედრაში რომელ პოზიციაზე ითამაშე?

- პირველ თამაშში საყრდენი ნახევარმცველის ფუქციას ვასრულებდი. მიუხედავა იმისა, რომ სიღრმიდან არასდროს მითამაშია, გაბელია ჩემით მაინც კმაყოფილი დარჩა და ნაკრებში სწორედ ეს ამპლუა შემითავსა. თავიდან კი გამიჭირდა, მაგრამ ახლა უკვე შევეგუე ახალ მოთხოვნებს.

რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ უკვე შემტევ ნახევარცველად ვითამაშე.

- გეტყობა, სამშობლოში ყოფნამ დადებითი ემოციებით აგავსო, მაგრამ მოდი ახლა საკლუბო თემაზე გადავიდეთ. კვირას "ილიჩევეცს" ლვოვში არცთუ იოლი გასეირნება ექნება. როგორ ემზადება გუნდი? როგორი განწყობაა?

- ამ თამაშისთვის მონდომებით ვემზადებით. განწყობა საბრძოლოა. ბიჭები ხვდებიან, რომ "ილიჩევეცის" სატურნირო მდგომარეობა ყოველ მატჩში გამარჯვებას გვაიძულებს. უკან არც დავიხევთ - გუნდის ყველა მოთამაშეს პრემიერლიგაში დარჩენა გვწადია და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს გამოგვივა.

- "კარპატიში" იცნობ ვინმეს?

- დიახ! სანდრო გურული ჩემი მეგობარია. რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს ტელეფონით დავუკავშირდით და სწორედ ჩვენი გუნდების მომავალ მატჩზე ვისაუბრეთ. სანდრო ფიქრობს, რომ ჩვენ შანსი არ გვაქვს და "კარპატი" მოიგებს, რაშიც მე არ ვეთანხმები. ლვოვის გუნდი კარგ თამაშს კი აჩვენებს, მაგრამ მე ჩემი გუნდის მჯერა! იმედი მაქვს, ამ თამაშში ჩვენ გურულსა და მის პარტნიორებს გავაოცებთ.

მომზადებულია fcilich.com-ის მიხედვით

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა