კიევის "დყნამოს" 56 წლის გულშემატკივარმა სერგეი ზაბოროვმა მსაჯზე ჯავრი მატჩის დასრულების შემდეგ იძია
კიევის "დინამოს" გულშემატკივარმა, მეტსახელად პარამონმა, რომელსაც უკრაინული გუნდის "სუპერფანად" ხშირად მოიხსენიებენ, "დინამო"-"ბრაგას" ევროპის ლიგის 1/4 ფინალურ მატჩის დასრულების შემდეგ, ერთერთ მსაჯს უკნიდან ფეხი ამოარტყა.

პარამონი მსაჯთა ბრიგადას ზურგიდან მაშინ მიეპარა, როდესაც მინდორს ტოვებდა. ამ ეპიზოდის ამსახველი ვიდეორგლი "იუთუბიზეცაა" განთავსებული.

როგორც საიტი "დინამომანია" ირწმუნება, აღნიშნული ინციდენტი კლუბებისა და უეფას წარმომადგენლებმა მატჩისშემდგომ კრებაზე განიხილეს და უმნიშვნელოდ ცნეს. თუკი მართლაც ასეა, კიევის "დყნამო" ფანატის ცუდი საქციელის გამო სანქციებს გადაურჩება.

რაც შეეხება "სუპერფანის~ ვინაობას, ის 56 წლის სერგეი ზაბოროვი, მეტსახელად პარამონ გახლავთ და კიევურ კლუბს 30 წელზე მეტია, რაც გულმხურვალედ ქომაგობს. ქომაგი საყვარელი გუნდის არცერთ საშინაო მატჩს არ აცდენს და "დყნამოს" ცოცხალ თილისმადაა აღიარებული.

როგორც ჩანს პარამონს მსაჯებზე გული, შეხვედრის 62-ე წუთზე ანდრეი შევჩენკოს გაძევების გამო მოუვიდა. შევჩენკომ იმ ეპიზოდში მეორე ყვითელი ბარათი სასტვენის შემდეგ დარტყმისთვის დაიმსახურა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა