ჩვენი 18-წლამდელები საკონტროლო მატჩებში უკრაინელებთან სამჯერვე უშანსოდ დამარცხდნენ. ერთ-ერთი მატჩის მიმოხილვაში დავწერეთ: ან უკრაინაა ძალიან ძლიერი, ან საქართველოა ერთობ სუსტი...

ჩვენი 18-წლამდელები საკონტროლო მატჩებში უკრაინელებთან სამჯერვე უშანსოდ დამარცხდნენ. ერთ-ერთი მატჩის მიმოხილვაში დავწერეთ: ან უკრაინაა ძალიან ძლიერი, ან საქართველოა ერთობ სუსტი.

პასუხი დღეს მივიღეთ: ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკრაინამ ჯგუფში სამივე მატჩი წააგო (სლოვენიასთან, ლიტვასთან და პოლონეთთან)... ერთი დივიზიონით ქვემოთ, საქართველოს ნაკრებმა იგივე გაიმეორა, ჯგუფში ბოლო ადგილს არავის უთმობს...

ასე რომ, უკრაინა A დივიზიონის კვალობაზე სუსტი აღმოჩნდა, ხოლო საქართველო B ლიგის გუნდებშია ერთ-ერთი მაჩანჩალა... აბა, გუნდი ლუქსემბურგთან რომ წააგებს, მის თამაშს ჩანჩალის გარდა სხვა რა შეფასება უნდა მიეცეს?!

ესტონეთთან მარცხის შემდეგ გარკვეულ გამართლებად შეიძლება გამომდგარიყო, ვთქვათ, თითო მეფარის და კარგი მსროლელის დანაკლისი; მოსამზადებელ ციკლში საკონტროლო შეხვედრების არასაკმარისი რაოდენობა. მაგრამ ლუქსემბურგთან მარცხს გამართლება არ აქვს!

18-წლამდელთა შიუნ დაბრუნების შემდეგ (20-წლამდელები უკვე ჩამოვიდნენ) კარგად უნდა გაანალიზდეს ახალგაზრდა ქართველთა წარუმატებლობის მიზეზები: თაობა არ გვყავს შესაბამისი, ლუქსემბურგულ კალათბურთში უფრო მეტი ფული ტრიალებს, ჯუჯებს უკეთესი სელექცია ჰქონდათ, მოსამზადებელი პირობები არ გვივარგოდა თუ მწვრთნელებმა ვერ მოამზადეს გუნდი სათანადოდ. ანალიზის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს, რათა გაისად ანდორასთანაც არ დავმარცხდეთ.

ლუქსემბურგი-საქართველო 72:68

14:14, 17:26, 16:16, 25:12

საქართველო: ჩერქეზიშვილი (3 წთ), სანაძე (38 წთ, 24ქ, 7მ, 4პ, 3ჩ), მუმლაძე (29 წთ, 3ქ, 5მ, მ3დ, 5ფ), თენიეშვილი (34 წთ, 9ქ, 6მ, 6პ), ჯავახიშვილი (30 წთ, 15ქ, 10მ, 4ჩ, 5ფ); ტეტელაშვილი (27 წთ, 2ქ, 3პ), შარაბიძე (14 წთ, 4ქ), ელიაძე (21 წთ, 11ქ), ჭიჭვეიშვილი (4 წთ)

ლუქსემბურგი: მელჩერი (27ქ), ლორენი (23ქ, 16მ, 3დ), შმიტი (18ქ, 8მ, 4პ)...

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა