საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრები აპრილის ბოლოს შვედეთში დაგეგმილი ტურნირისთვის მზადებას დაიწყებს

საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავაა, აპრილის ბოლოს შვედეთში დაგეგმილი ტურნირისთვის მზადებას დაიწყებს - იუწყება ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

14 აპრილს გუნდი ზუგდიდში დაგეგმილ შეკრებაზე მიემგზავრება, სადაც ათდღიან შეკრებას "ბაიას" ბაზაზე გაივლის. შეკრებისთვის კი მთავარი მწვრთნელი 24-25 ფეხბურთელს შეარჩევს.

წინა შეკრების მსგავსად, გოჩა ტყებუჩავა ზუგდიდში რამდენიმე საკონტროლო შეხვედრის გამართვას აპირებს. მატჩები რეგიონულ ფედერაციებთან არის შეთანხმებული - გუნდი სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, აჭარის, აგრეთვე ნოდარ აკობიას 15-წლამდელთა საქართველოს ნაკრებებს შეხვდება, შესაძლოა, ითამაშოს "ბაიას" 13-წლამდელთა გუნდთანაც. ამის შემდეგ ტყებუჩავა გადაწყვეტს, შვედეთში გასამგზავრებელ 18-კაციან განაცხადში რომელი ფეხბურთელებს შეიყვანს.

13-წლამდელები თბილისში 25 აპრილს დაბრუნდებიან, 27 აპრილს კი, შვედეთში, სტოკჰოლმში გაემგზავრებიან და ტურნირში 29 აპრილიდან ჩაებმებიან, სადაც დღეში 2 თამაშის გამართვა მოუწევთ, დილით და საღამოს.

ტურნირში საკმაოდ ცნობილი გუნდები მონაწილეობენ: "აიაქსი", "მილანი", "ლევერკუზენი", "პაოკი"...

შვედეთში გამგზავრებამდე, გოჩა ტყებუჩავა მისთვის საინტერესო კიდევ ერთ ფეხბურთელს გასინჯავს: ის საბა კვარაცხელია გახლავთ, რომელიც გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ვარჯიშობს. კვარაცხელია საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და მწვრთნელს მასზე საფუძვლიანად დაკვირვების საშუალება ექნება.

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა